„კავკასიელი ტყვე ქალი“ - როგორ წარიმართა მსახიობების ცხოვრება ამ ფილმის შემდეგ?

უცნობი ფოტოები

6 იანვარი 22:00, 2018 წელი

რეჟისორ ლეონიდ გაიდაის ხალისიანმა კომედიამ, რომელიც 1966 წელს არის გადაღებული, საბჭოთა მაყურებელი ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოხიბლა. თანაც ეს იყო უკანასკნელი ფილმი დიდი სამსახიობო ტრიოს - ვიცინის, ნიკულინისა და მორგუნოვის მონაწილეობით...

1. ნატალია ვარლეი



საცირკო და საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის 19 წლის კურსდამთავრებულის, ნატალია ვარლეის ცხოვრების გზა მთლიანად ლეონიდ გაიდაის ფილმმა განსაზღვრა, თუმცა „სპორტსმენმა, კომკავშირელმა და, უბრალოდ, მზეთუნახავმა“ კარიერის მკვეთრად შეცვლა გადაწყვიტა და ნინას შემდეგ, პირველ საბჭოთა საშინელებათა ფილმში ალქაჯი განასახიერა. მოგვიანებით, ვარლეიმ კომედიებშიც ითამაშა და დრამებშიც, მაგრამ ისეთი კაშკაშა და დასამახსოვრებელი როლი, როგორიც „კავკასიელ ტყვე ქალში“ შეასრულა, აღარასოდეს ჰქონია.
ვარლეის ორი ვაჟი ჰყავს. უფროსი - ვასილი მეორე ქმრისგან, მსახიობ ვლადიმერ ტიხონოვისგან შეეძინა. მეორე ვაჟის, ალექსანდრეს მამა კი, მოარული ხმების თანახმად, დაოჯახებული უზბეკი მსახიობი ულმას ალიხოჯაევია. „კავკასიელი ტყვე ქალი“ ამ თემაზე არასოდეს საუბრობს, შვილს კი საკუთარი გვარი მისცა.


2. ალექსანდრე დემიანენკო (1937-1999)



თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა სამსახიობო კარიერა დრამატული მსახიობის ჟანრში დაიწყო, თუმცა 60-იან წლებში ის ლეონიდ გაიდაის კომედიაში დაბნეული სტუდენტის ვლადიკ არკოვის როლზე დაამტკიცეს. მოგვიანებით, მთავარი როლის შემსრულებელს სახელიც შეუცვალეს და გარეგნობაც - ლეონიდ გაიდაის შურიკა ქერა ყმაწვილად წარმოედგინა, დემიანენკოს კი ძალიან მუქი თმა ჰქონდა. თმის გამუდმებული ღებვისგან მსახიობს კანი უღიზიანდებოდა, ამიტომ მომდევნო ფილმში „ივან ვასილევიჩი პროფესიას იცვლის“ დემიანენკო დაინდეს. 
მსახიობი სკოლის მეგობარზე მარინა სკლიაროვაზე იყო დაქორწინებული, თუმცა, მოგვიანებით, ცოლი მიატოვა და კინოსტუდიის თანამშრომელზე ლუდმილა ნევოლინაზე დაქორწინდა. წყვილს საერთო შვილი არასოდეს ჰყოლია. დემიანენკო 62 წლის ასაკში, გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა.


3. ფრუნზიკ მკრტიჩიანი (1930-1993)



ფრუნზიკმა მსახიობობა შემოქმედებით წრეში სწავლის დროს, 15 წლის ასაკში დაიწყო, თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსიდან კი მას უკვე კინოში იღებდნენ. „კავკასიელ ტყვე ქალში“ მკრტიჩიანი თავის მეორე ცოლთან, დონარა პილოსიანთან ერთად თამაშობდა, რომელიც საახოვის მძღოლის ცოლს ასრულებდა. დონარამ ფრუნზიკს ორი შვილი - ნინა და ვაზგენი გაუჩინა, თუმცა დედისა და შვილების ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. მეორე მშობიარობის შემდეგ, დონარას შიზოფრენია განუვითარდა. მსახიობმა ცოლი სამკურნალოდ საფრანგეთში გაგზავნა, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. სიცოცხლის ბოლო 25 წელი დონარამ სომხეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. სამწუხაროდ, ვაზგენსაც დედის დაავადება აღმოაჩნდა. ის სრულიად ახალგაზრდა, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ნინა 39 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თავად ფრუნზიკ მკრტჩიანი კი 63 წლის ასაკში ინფარქტს ემსხვერპლა.


4. ვლადიმერ ეტუში (95 წლის)



ეტუში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლავთ. ფრონტზე 19 წლის ასაკში წავიდა, ომის შემდეგ  კი შუკინსკის სასწავლებელი დაამთავრა და მსახიობობა დაიწყო. „კავკასიელი ტყვე ქალი“ ეტუშისთვის მეხუთე ფილმია. გადაღებების დროს, მსახიობი მესამედ გახლდათ დაქორწინებული და 10 წლის ქალიშვილს, რაისას ზრდიდა. 90-იანი წლების ბოლოს რაისა საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც ამერიკელ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და ვაჟი გააჩინა.


5. გიორგი ვიცინი (1917-2001)



სახელგანთქმული ტრიოს ყველაზე გამხდარი და მშიშარა წევრი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე კინომსახიობთა თეატრში მუშაობდა, თუმცა ფული მხოლოდ ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზე ჰყოფნიდა. ვიცინი გარეშე პირთა ფინანსურ დახმარებაზე ყოველთვის უარს ამბობდა და ისედაც მწირ ჰონორარს ქუჩის ძაღლებსა და მტრედებს უნაწილებდა. მსახიობი სახლიდან იშვიათად გამოდიოდა და პრესასთან ურთიერთობას გაურბოდა. ვიცინის გარდაცვალების შემდეგ, ახლობელთა უსახსრობის გამო, მის საფლავს მემორიალური ქვა და ღობე წლების განმავლობაში არ ჰქონდა.


6. ევგენი მორგუნოვი (1927-1999)



„კავკასიელი ტყვე ქალის“ გადაღებების დასრულება ლეონიდ გაიდაისა და ევგენი მორგუნოვის ჩხუბით „აღინიშნა“. ფილმის დახურულ, ტექნიკურ ჩვენებაზე მსახიობი მთვრალი გამოცხადდა და სკანდალი ატეხა. მორგუნოვმა გაიდაი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით აავსო. საბოლოოდ, მსახიობი დარბაზიდან გაიყვანეს, ხოლო რეჟისორმა (რამდენადაც შესაძლებელი იყო) ფილმიდან ამოჭრა ყველა სცენა მორგუნოვის მონაწილეობით. ლეონიდ გაიდაი და ევგენი მორგუნოვი ერთმანეთს სიცოცხლის ბოლომდე არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა მსახიობისთვის 1966 წელი მაინც ბედნიერი იყო. ახალგაზრდა ცოლმა პირველი შვილი ანტონი გაუჩინა, ხოლო 1972 წელს მორგუნოვს მეორე ვაჟი ნიკოლაი შეეძინა. სამწუხაროდ, მსახიობის უმცროსი შვილი 26 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


7. იური ნიკულინი (1921-1997)



მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკულინი ფრონტზე 18 წლის ასაკში წავიდა და მამაცობისთვის რამდენიმე საბრძოლო მედალი მიიღო. ომის დასრულების შემდეგ, მომავალმა მსახიობმა მოსკოვის ცირკთან არსებულ სტუდიაში ჩააბარა, რადგან კინემატოგრაფიის ინსტიტუტში „სამსახიობო მონაცემების არარსებობის“ გამო, არ მიიღეს. 28 წლის ასაკში ნიკულინი მსახიობ ტატიანა პოკროვსკაიაზე დაქორწინდა და ვაჟი მაქსიმი შეეძინა, რომელიც დღეს მოსკოვის ცირკის დირექტორია.


8. ნინა გრებეშკოვა (87 წლის)



გრებეშკოვა ფილმის რეჟისორის ლეონიდ გაიდაის ცოლი გახლავთ. წყვილმა ერთად 40 წელზე მეტი გაატარა და ერთადერთი შვილი ოქსანა შეეძინა. რეჟისორი 1993 წელს გარდაიცვალა. „კავკასიელ ტყვე ქალში“ გრებეშკოვამ სასწრაფო დახმარების ექიმის ეპიზოდური როლი შეასრულა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150