როგორ შეცვალა „ფუმფულა ბიჭის“ ცხოვრება წვერის გაზრდამ?

უცნობი ფოტოები

24 თებერვალი 22:00, 2018 წელი

მას შემდეგ, რაც „ლამბერსექსუალი“ მოდური გახდა, ინტერნეტში წვერიანი მამაკაცების ფოტოებზე ლაიქები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრიტანელი გვილიმ პიუს (Gwilym Pugh) შემთხვევაში კი წვერის გაზრდამ მხოლოდ ლაიქების რაოდენობა კი არა, მთელი ცხოვრება შეცვალა.

21 წლის იყო, როცა გვილიმმა საკუთარი, პატარა სადაზღვევო კომპანია შექმნა. ახალგაზრდა კაცს ოფისის დასაქირავებლად საჭირო ფული არ ჰქონდა, ამიტომ ოფისად საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახს იყენებდა და სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა.

„22 წლის ასაკში სახლიდან იშვიათად გამოვდიოდი, გამუდმებით ავად ვიყავი და საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. დღეში 12 საათს ვმუშაობდი და, ფაქტობრივად, სკამიდან ადგომის საშუალება არ მქონდა. ამასთანავე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვარჯიშს ვერ ვახერხებდი და წონაში ძალიან მოვიმატე. ბიზნესის საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას ვკარგავდი და რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა“, - იხსენებს გვილიმი.

ცხოვრების შეცვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ფოლკ-ჯგუფის შექმნა გახდა. სტილისტმა, რომელიც გვილიმს წლების მანძილზე თმას სჭრიდა, ურჩია, ფოლკ-მუსიკოსის სტილის მოსარგებად, სცენაზე გასვლამდე წვერი გაეზარდა.
გვილიმი წვერის მოზრდისთანავე მიხვდა, რომ ახალ იმიჯში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, რამაც წონის დაკლებისა და ახალი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგა.

„ოფისის ფუმფულა თანამშრომლიდან“ დევიდ ბექჰემის სარეკლამო სახედ ქცევას ხუთი წელი დაჭირდა. გვილიმის თქმით, მის ახალ ცხოვრებაში ყველაზე კარგი ის იყო, რომ საათობით კომპიუტერთან ჯდომა აღარ უწევდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესდა.

გვილიმმა დილაობით სირბილი და იოგის ვარჯიშების დაწყება შეძლო და 40 კგ დაიკლო. ახლა ის სულაც არ ჰგავს ხუთი წლის წინანდელ მორიდებულ ახალგაზრდას.

ბედნიერი შემთხვევის წყალობით, გვილიმის ინსტაგრამის ფოტოები დიზაინერმა ნათან პალმერმა შენიშნა და გვილიმ პიუ ტანსაცმლის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამ დღიდან მისი წარმატებული სამოდელო ბიზნესი დაიწყო. მის ანგარიშზე უკვე უამრავი სარეკლამო კამპანიაა. მა შორის, Vans, Bud Light, Diesel და დევიდ ბექჰემის ბოლო პროექტი „House 99“!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150