ლეგენდარული ABBA-ს წევრები 45 წლის შემდეგ

უცნობი ფოტოები

17 მარტი 22:00, 2018 წელი

„გვინდა, ხალხს ისეთები ვახსოვდეთ, როგორებიც ვიყავით - ახალგაზრდები, ენერგიულები და ამბიციურები“, - ამბობს ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის ABBA-ს წევრი ბიორნ ულვეუსი და მართლაც ასეა. ისინი დღემდე ახსოვთ და უყვართ. მათი ალბომები დღემდე მილიონობით ტირაჟით იყიდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1972 წელს ოთხმა ამბიციურმა სტოკჰოლმელმა ახალგაზრდამ მსოფლიოს დაპყრობა გადაწყვიტა და მუსიკალური ჯგუფი შექმნა. ჯგუფის წევრები იყვნენ: აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრედ ლიუნგსტადი. მალე ABBA პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ მოთხოვნად ჯგუფად იქცა.
ჯგუფს გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და დღემდე, ყოველწლიურად, მათი მილიონზე მეტი დისკი იყიდება.
ABBA ჯგუფის წევრთა სახელებისგან (აგნეტა, ბიორნი, ბენი, ანი-ფრიდა) შექმნილი აკრონიმია. ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს, ბენიმ თავისი ინიციალი „B“ ხუმრობით შეაბრუნა და 1976 წლიდან დღემდე ჯგუფის ლოგოში ის სწორედ ასე გამოიყურება.
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი და ლიუნგსტადი და ანდერსონი ოჯახური წყვილები იყვნენ, თუმცა პოპულარობის პიკში მათი ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ფელტსკუგი და ულვეუსი ერთმანეთს დასცილდნენ, ორი წლის შემდეგ კი მათი ბედი ლიუნგსტადისა და ანდერსონის წყვილმაც გაიზიარა. მომხდარმა ჯგუფის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ჯგუფს დაშლის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ის დაშლილი იყო. ABBA-ს უკანასკნელი გამოსვლა 1982 წლის 11 დეკემბერს, გადაცემა The Late, Late Breakfast Show-ში შედგა. 1983 წელს ლიუნგსტადმა და ფელტსკუგმა სოლო კარიერა დაიწყეს, ხოლო ანდერსონმა და ულვეუსმა მუსიკის შექმნა გააგრძელეს.
გამოცემასთან Sunday Telegraph საუბრისას ულვეუსმა აღნიშნა, რომ მათი სცენაზე დაბრუნების მიზეზი არ არსებობდა: „ერთად სცენაზე აღარასოდეს დავბრუნდებით. ჯგუფის შეკრების მოტივაცია, უბრალოდ, აღარ არსებობს. ფული მთავარი არაა. ჩვენ გვინდა, ხალხს ვახსოვდეთ ისეთები, როგორებიც ვიყავით - ახალგაზრდები, ენერგიულები და ამბიციურები“.

2005 წელს ABBA-ს ოთხივე წევრი მიუზიკლ Mamma Mia-ს სტოკჰოლმურ პრემიერაზე გამოჩნდა.
2008 წლის 4 ივლისს ლეგენდარული ოთხეული იმავე ფილმის შვედური პრემიერისთვის შეიკრიბა.
2010 წლის 15 მარტს ABBA ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვდა. ჯგუფის წევრებიდან ცერემონიას მხოლოდ ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და ბენი ანდერსონი ესწრებოდნენ.




ახლა კი ერთად ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ლეგენდარული ჯგუფის წევრები 45 წლის შემდეგ.


 აგნეტა ფელტსკუგი (66 წლის)



ბიორნ ულვეუსი (71 წლის)



ბენი ანდერსონი (70 წლის)



ანა-ფრიდ ლიუნგსტადი (71 წლის)


დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150