ნუ განიცდით იმ ადამიანის გამო, ვინც ამ 5 ტიპიდან ერთ-ერთია

ურთიერთობა

5 ნოემბერი 22:00, 2017 წელი

ფსიქოლოგიაში ცნობილია ტერმინი ენერგოვამპირი. ეს არც მისტიკაა და, მით უმეტეს, არც მაგია. ის აღნიშნავს ადამიანის ტიპს, ვინც ცნობიერად თუ არაცნობიერად, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვისი ენერგიის, სხვისი წარმატებების ხარჯზე ცხოვრობს. 

ადამიანები ენერგეტიკულად ყოველთვის ვზემოქმედებთ ერთმანეთზე, ზოგი – დადებითად, ზოგი – უარყოფითად. სწორედ ამის მიხედვით ორ კატეგორიად ვიყოფით – ენერგოდონორებად და ენერგოვამპირებად. ენერგოვამპირები არ ხდებიან, ადამიანთა უმეტესობა გაუცნობიერებლად ატარებს ასეთ მუხტს. სამყაროში ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ ენერგიის გამცემებიც და მიმთვისებლებიც, მთავარია, ვიცოდეთ, რა ნიშნებით შეიძლება ვიცნოთ ენერგოპარაზიტები და როგორ დავიცვათ თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

1. მაკონტროლებელი
დამახასიათებელი ნიშნები:
ყოველთვის და ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის;
ყველაფრის შესახებ თავის „კომპეტენტური“ აზრს გამოთქვამს, ისეთ თემებზეც კი, რომლებზეც წარმოდგენაც არ აქვს და არც შეიძლება, ჰქონდეს;
უყვარს, როცა გიკითხავთ ლექციას, როგორ უნდა მოიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში;
ვერ იტანს, როცა მის „ჭეშმარიტ“ აზრს ეჭვქვეშ დააყენებთ;
როგორც კი მასთან რაღაცის გარკვევას ან კამათს დააპირებთ, იმწამს გამანადგურებელ შეტევას იწყებს თქვენზე.

როგორ დავიცვათ თავი?
მოერიდეთ მასთან კამათს, ამას აზრი არ აქვს. დაეთანხმეთ ყველაფერში. ასეთი ადამიანი თქვენს პროვოცირებას ცდილობს, რათა მიაღწიოს თქვენს გაღიზიანებას, ანერვიულებას, თქვენგან დამატებითი ენერგიის გამოშვებას. ასე რომ, მას არასდროს ეკამათოთ, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან გინდათ.


2. ნარცისი

დამახასიათებელი ნიშნები:
ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს - მანერებით, ჩაცმულობით, ეტიკეტის ცოდნით; 
ძალიან უყვარს თავის თავზე ლაპარაკი;
მომენტალურად გაგაწყვეტინებთ სიტყვას, როგორც კი საკუთარი აზრის თქმას დააპირებთ;
არასდროს ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, მაგრამ ყოველთვის თავს გახვევთ საკუთარ პრობლემებს;
ყველასგან მუდმივად ითხოვს, აღფრთოვანდნენ მისი მუშაობით, ფოტოებით, თავგადასავლებით.

როგორ დავიცვათ თავი?
ასეთ ადამიანს არასდროს გაუშინაურდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაცნობილი ძალიან მოგწონებათ და დაახლოების სურვილიც გაგიჩნდებათ;
თუკი ოფისში გვერდიგვერდ სხედხართ, ეცადეთ, სხვაგანაც კი გადაჯდეთ, რათა ხშირად არ გესმოდეთ მისი ხმა.


3. წუწუნა
დამახასიათებელი ნიშნები:
ის გაუთავებლად ჩივის ყველაფერზე - მეზობლებიდან დაწყებული, საკუთარი კუჭ-ნაწლავის პრობლემებით დამთავრებული. და ამას ისე ოსტატურად აკეთებს, რომ ყველა გულისყურით უსმენს და დასახმარებლადაც მზად არის. 

როგორ დავიცვათ თავი?
ასეთ ადამიანს, ისევე როგორც ენერგოვამპირის სხვა ტიპებს, სხვადასხვა ნერვული დარღვევები აქვს: ისტერია, შფოთვა, დეპრესია... ამიტომ მისი იგნორირება არ ღირს, ამით კიდევ ერთ ტრავმას მივაყენებთ ისედაც სუსტ ფსიქიკაზე. თუმცა თავდაცვა, რა თქმა უნდა, საჭიროა. მოუსმინეთ, ოღონდ ემოციურად ნუ ჩაერთვებით მის პრობლემებში. „ჰო, მესმის, ეს რა მძიმეა“ - მსგავსი ნეიტრალური ფრაზებით და ცივი გონებით კონტაქტი სრულიად საკმარისია. 

4. ინტრიგანი
დამახასიათებელი ნიშნები: 
ის დღეს თუ თქვენიანად გაჩვენებთ თავს, ხვალ შეიძლება თავისი საქციელით გაგაოგნოთ. განგებ წამოწევს ისეთ თემას, რომელიც კომპანიაში უხერხულობას შეგიქმნით. რაღაცაში დაგეთანხმებათ, მაგრამ იქვე ხალხში აგიშარდებათ სულ სხვა თემაზე. ხშირად თითქოს ჯინაზე ამბობს ისეთ რაღაცას, რაც თქვენ წყობიდან გამოგიყვანთ.

როგორ დავიცვათ თავი?
მომენტალურად შეაჩერეთ მსგავსი მცდელობები, თამამად უთხარით, რომ მისი ასეთი საქციელი არ მოგწონთ, თანაც ეს გააკეთეთ მკაცრად, აჩვენეთ თქვენი ძალა და არ გაატანინოთ თავისი, თუნდაც ის თქვენზე თანამდებობრივად მაღლა მდგომი იყოს. 


5. კრიტიკოსი
დამახასიათებელი ნიშნები:
აქ ორი ტიპი გამოიყოფა.
პირველი - ძალიან ჰგავს მაკონტროლებელს. ის განურჩევლად ყველას უკრიტიკებს საქმის კეთებას ან ცხოვრების სტილს.
მეორე - თქვენს კონკრეტულ სუსტ წერტილზე გაამახვილებს ყურადღებას - მაგალითად, ჭარბ წონაზე და მანამდე არ შეგეშვებათ, სანამ ძალიან არ გატკენთ. თანაც თავის მსხვერპლს მოურიდებლად დასცინის და არც იმის დემონსტრირებას ერიდება, როგორი იდეალურია თავად. 

როგორ დავიცვათ თავი?
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თავის მართლება. არ აჩვენოთ, რომ მისი სიტყვები გულზე მოგხვდათ. პირიქით - უთხარით, როგორი მადლობელი ხართ მისი ასეთი გულშემატკივრობისა და რჩევებისთვის. ისუნთქეთ ღრმად და ნელ-ნელა, მისი გამოხტომები არც გარეგნულად შეიმჩნიოთ და არც შინაგანად აპილპილდეთ, თორემ ის თქვენს სულიერ მერყეობასაც მომენტალურად იგრძნობს და აღარც შეგეშვებათ. არც იქნება გასაკვირი - მან ხომ მიზანს მიაღწია და ახლა ბოლომდე გამოგაცლით ენერგიას. 


ასევე წაიკითხეთ: 
მილიონი კაციდან რატომ არის თქვენ გვერდით მაინცდამაინც „ის“?!

ქალის 8 ძირითადი შეცდომა მამაკაცთან ურთიერთობაში






დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?