ღმერთო, რატომ გავაკეთე ეს? - დედის აღსარება შვილის დაკარგვამდე და 2 კითხვა მშობლებს

ურთიერთობა

25 თებერვალი 22:00, 2018 წელი

იმ დღეს ისევ აწუწუნდა ჩემი შვილი იმის გამო, რომ მასწავლებელთან წასვლა ეზარებოდა. „თავი მტკივა“ და მსგავსი „არგუმენტები“, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. „იგონებს“, გადავწყვიტე ჩემთვის და საშინლად გაბრაზებულმა მასწავლებელს დავურეკე...

მართალია, გვერდით ოთახში გავედი, მაგრამ ტელეფონზე, ჩემი გოგონას გასაგებად, ხმამაღლა ვლაპარაკობდი. მასწავლებელს სასოწარკვეთილი ტონით შევჩივლე, რომ აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვის სიზარმაცეს; რომ არ მინდოდა, მაგრამ უკვე მომიწევს, დასჯაზე გადავიდე; რომ არ ვუყიდი შეპირებულ ფეხსაცმელს და არც დასასვენებლად გავუშვებ ზაფხულში, აქ უნდა ამოვახრჩო, რომ იქნებ სიცხეში ის გაყინული ტვინი გაულღვეს...

აღარც მინდა იმ ყველაფრის გახსენება, რაც კი მაშინ გაბრაზებულ გულზე ვთქვი და რაც ბავშვს წამოვაძახე.
მერე დავჯექი და დავფიქრდი: ღმერთო, რას ვაკეთებ???
რაში გვჭირდება ამ საგნის სწავლა, თუკი საკუთარი შვილის მიმართ ასეთი აგრესია გამიჩნდება, ის კი დაიტანჯება და დამნაშავედ იგრძნობს თავს?!

ზოგჯერ ჩემი შვილები თავიანთი მეგობრების შესახებ მიყვებიან ხოლმე, როგორ უგულოდ დასაჯეს მშობლებმა დაბალი ქულის გამო. მათ მონათხრობში კი სტრიქონებს შორის ვიჭერ ჩემ მიმართ მადლიერების გრძნობას, რომ მე იმ მშობლებივით არ ვიქცევი. ახლა კი რა ვქენი. უარესად მოვიქეცი, ოღონდ პირდაპირ კი არ ვეჩხუბე, ჩემი რისხვა და იმედგაცრუება მეორე ოთახიდან მოვასმენინე.


***
მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ სრული ლიბერალიზმის, მით უფრო, ანარქიის მომხრე, როცა ბავშვები ისე იქცევიან, როგორც სურთ. ამ საკითხში ოქროს შუალედს ვირჩევ. ეს კი, ვიცით, რომ არცთუ მარტივი გზაა.

სიხისტე თუ ლავირება? სიმკაცრე თუ თავისუფლება?
მაინც, რისთვის უნდა იყოს მომზადებული ჩვენი შვილი ცხოვრების დიდ გზაზე გასასვლელად - სიხარულისთვის თუ ტანჯვისთვის?
საინტერესოა - ამ კითხვაზე ყველა მშობელს ერთნაირი პასუხი გვექნება?
მე ვფიქრობ, რომ - სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის. ვფიქრობ რა, ამისთვის მემეტება...


***
როცა მშობლები შვილთან უფროსების ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სიტყვები და შეფასებები უნდა გავფილტროთ და საკუთარ წარსულსა თუ აწმყოზე ნაკლებად დავიჩივლოთ.
ასეთი თვითკონტროლი ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი, თუ არ გვინდა შვილის დაკარგვა!


ბავშვებმა, მით უმეტეს - თინეიჯერებმა, ისედაც კარგად იციან, როგორი რთულია ცხოვრება, რამდენი უსამართლობა ხდება და რომ „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“.
ასე რომ, კიდევ ნუ გავუმახვილებთ ამაზე ყურადღებას. 
მშობლებს სხვა მიზანი უნდა გვქონდეს - შვილების დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრებაში ბედნიერება, სიხარული და ერთგულებაც არსებობს.

დიახ, განსაკუთრებული ტალანტია  საჭირო იმისთვის, რომ შვილს ასწავლო ბედნიერების განცდა ყოველდღიური ამბებით, იმით, რომ ჯანმრთელია, მზე ანათებს, მეგობრები ჰყავს.
და განსაკუთრებით რთულია ეს ჩვენს დროში, როცა „ბედნიერება“ პირდაპირპროპორციულია იმისა, რამდენად „შეძლებული მომხმარებელი“ ხარ.

***
და კიდევ - ბავშვს ნუ შთავაგონებთ, რომ უმაღლესი განათლების გარეშე ის „ნულია“ და ბედნიერ ცხოვრებას ვერ ეღირსება!
ჩემს მშობლებს ჩემთვის არასდროს უთქვამთ - თუ არ ისწავლი, მენაგვე იქნები.
საერთოდაც - არასდროს არცერთი ხელობა არ დაუკნინებიათ ჩემს თვალში. ალბათ, მშვენივრად იცოდნენ, რომ ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და შეიძლება უმაღლესდამთავრებულს ნაგვის გატანაც მოუწიოს.
ყოფაქცევაში შენიშვნებს რომ ვიღებდი, მაშინაც კი მამხნევებდნენ: არა უშავს, ყველა დიდი ადამიანი სკოლაში ხულიგანი იყოო“.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი საქციელისთვის შენიშვნას არ მაძლევდნენ და მათთვის სულ ერთი იყო, რას გვაკეთებდი. არა, უბრალოდ, ჩემი მშობლები ყოველთვის ჩემს ინტერესს იცავდნენ და ამას ერთი მიზნით აკეთებდნენ: მათ სურდათ, მერწმუნა, რომ ყველაფერი გამომივა, მთავარია - მოვინდომო.
და ამით ბედნიერი ცხოვრებისთვის განმაწყობდნენ.
მე ვიცოდი, რომ ჭკვიანი, ლამაზი, ნიჭიერი ვარ და აუცილებლად ვიქნები ბედნიერი!

როცა ჩემი უმცროსი და ოცნებებში გეგმებს აწყობდა, როგორ იშოვიდა „ბეეევრ ფულებს“, რომ დედიკოსა და მამიკოსთვის დიდი სახლი აეშენებინა და ლამაზი ცხენები ეყიდა, მას არავინ ეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია ან „ოცნებას შეეშვი და საქმეს მიხედე“. პირიქით - ამხნევებდნენ: „აბა, რაა, ყველაფერი გამოგივა და ძალიან ბედნიერები ვიქნებით!“

***
არც პირადი ცხოვრების გეგმებში ისმოდა პესიმისტური პროგნოზები. დედა, მამა და ბებია ოჯახის წარსულიდან მხოლოდ კარგს იხსენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის საქციელის გამო ერთხანს სერიოზული პრობლემები გვქონია. ესეც მაშინ გავიგე, როცა გავიზარდე. თუკი ბებია იტყოდა რამეს წარსულ სიძნელეებზე, ესეც მხოლოდ იმის მაგალითად, როგორ დაძლია ჩვენმა ოჯახმა რთული დღეები.

ერთი ბავშვობისდროინდელი მეგობარი მყავს. დედამისმა მამამისი ლოთობის გამო სახლიდან გააგდო და ნერვებდაწყვეტილმა თითქოს თავის შვილზე, 8 წლის გოგონაზე იძია შური. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სტრესისგან დაეცვა, პირში მიახალა: აი, დაიმახსოვრე, არ არსებობს ოჯახური ბედნიერება, შენც ვიღაც ასეთი ნაძირალა შეგხვდება და ჩემსავით დაიტანჯები.
და მართლაც შეხვდა ნაძირალა, ნარკომანი. მოუწია უკან, დედასთან დაბრუნება, პატარა შვილით ხელში. რომელიც ასევე გოგონაა და ასევე დგას იმავე საშიშროების წინაშე. მას უკვე ორ ხმაში ელის იმის მოსმენა, რომ ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობს!

როგორ ფიქრობთ: არის კავშირი დედის სიტყვებსა და ქალიშვილის ცხოვრებას შორის?
მე ვფიქრობ, რომ  - პირდაპირი კავშირია!



დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?