დედამ ჩვილი მანქანაში დატოვა, წერილთან ერთად

ურთიერთობა

6 მარტი 18:00, 2018 წელი

ამ ამბავს არა მარტო გამვლელების, არამედ პედიატრების აღშფოთება და სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა... 

 

ახლახან ახალ ზელანდიაში ახალგაზრდა დედამ, თავის ჩვილთან ერთად, მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც ადგილზე მივიდა, პატარას ეძინა.
დედა შვილის გაღვიძებას მოერიდა, ამიტომ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ მანქანაში დატოვა და თვითონ საყიდლებზე გადავიდა. ვარდისფერ საბანზე კი, რომელიც ბავშვს ჰქონდა გადაფარებული, ასეთი წერილი დატოვა: „ჩემი დედიკო მაღაზიაშია შესული. თუ მე რამე დამჭირდება, დედას ამ ნომერზე დაურეკეთ“. ტელეფონის ნომერიც იქვე იყო მითითებული.

ჩვილმა ერთი წყვილის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქვე გააჩერეს მანქანა. 
ეს ამბავი დილის 9:00 საათზე მოხდა, შაბათი დღე იყო. თბილი ამინდი იდგა. წყვილი ღელავდა, რომ ჩახუთულ მანქანაში პატარა ცუდად გახდებოდა. მათ დედას დაურეკეს და მოსთხოვეს, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. მის მოსვლამდე კი იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ.

სწორედ ამ წყვილმა გადაიღო ეს ფოტო, რომელიც სოცქსელში იმწამსვე აიტაცეს. ბევრი ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ითხოვდა დედის პასუხისმგებლობის დაყენებას. 


ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, ბავშვის მშობელი ან აპეკუნი, 14 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებისთვის ისჯება ჯარიმით 2000 დოლარამდე, მაგრამ, რადგანაც ამ ფოტოზე ვერც ბავშვის ამოცნობა შეიძლება და არც მშობლის სახელი და გვარი იყო მითითებული, პოლიციამ საქმის აღძვრა ვერ შეძლო.   

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პედიატრებიც გამოეხმაურნენ. ისინი შეშფოთებულები იყვნენ იმ მოსალოდნელი საფრთხით, რაც ჩახუთულ მანქანაში პატარას ემუქრებოდა. „ასეთ დროს ჩვილის ორგანიზმს დეჰიდრატირების (გაუწყლოების) საფრთხე რეალურად ემუქრება. თანაც ჩვილი ვერ დაიცავს თავს და საჭიროების შემთხვევაში, ვერ ითხოვს დახმარებას“, - წერდნენ მედიკები.

თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე? შეიძლება თუ არა მარტო დატოვებულ ჩვილს საფრთხე დაემუქროს?




ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150