ურთიერთობა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 2 თვე, როცა წყვილის დაშორების საფრთხე იზრდება

fun time

18:00 ორშ. 15 მარტი, 2021 წელი

როდის მძაფრდება წყვილის
კონფლიქტი?

14
დაკოპირებულია

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმე მილიონი წყვილის ოჯახური ურთიერთობის კვლევა ჩაატარეს და ამ საინტერესო შედეგამდე მივიდნენ:

პროფესორი, სოციოლოგი ჯულია ბრაინსი და მეცნიერებათა კანდიდატი ბრაიან სერაფინი კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის ყველაზე „დაწყევლილი“ თვეებია: მარტი და აგვისტო.

რატომ მარტი და აგვისტო?

მეცნიერების ვარაუდით, აქ საქმე გვაქვს მოლოდინების გაცრუებასთან. მარტი ზამთრის დასასრულია, აგვისტო - ზაფხულის ფინალი. ამ ორი სეზონის დასაწყისში ადამიანი რაღაც ახალს, სასიამოვნო ცვლილებებს ელის. ზამთარში მოლოდინია, რომ შობა, ახალი წელი, ზამთრის არდადეგები ზღაპრული იქნება. ზაფხულში კი - შვებულების სეზონზე ზღვის ნაპირზე დასვენებისა და რომანტიკულ გარემოში მოხვედრის იმედი გვაქვს.

და როცა რეალობა ისეთი არ არის, რასაც ველოდებით, ჩნდება ეჭვი: აქვს კი აზრი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალს? იქნებმ ეს პარტნიორი ჩემი მუხრუჭია წარმატებების გზაზე?

მაგრამ გახსოვდეთ:

გვერდით მყოფი ადამიანი პალტო ხომ არ არის, გაზაფხულზე მარტივად რომ გამოიცვალოთ და უფრო შესაფერის სამოსში გამოეწყოთ.
იქნებ სჯობდეს, მისცეთ ერთმანეთს შანსი, ხელი შეუწყოთ ერთმანეთის მოლოდინების ასრულებას. რა გარანტიაა, რომ ახალი პარტნიორი შეცვლის თქვენს ცხოვრებას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!