ურთიერთობა

„ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?“ - ჰკითხა ცოლმა ქმარს

fun time

19:00 სამ. 20 აპრილი, 2021 წელი

ქალური ინტუიცია

14
დაკოპირებულია

ქმარი საწოლში იწვა და ლეპტოპში რაღაცას მშვიდად კითხულობდა, როცა ცოლმა ეს საუბარი წამოიწყო...

ცოლი: ძვირფასო, მე რომ მოვკვდე, მეორედ დაქორწინდები?
ქმარი: ნამდვილად, არა!

ცოლი: და რატომ - არა? არ მოგწონს ოჯახური ცხოვრება?
ქმარი: როგორ რა, მომწონს.

ცოლი: ჰოდა, მერე, რატომ არ გინდა, რომ მეორედ დაქორწინდე?
ქმარი: კარგი, კარგი, დავქორწინდები...

ცოლი: რაა? (უკმაყოფილო ტონით)
ქმარი: (მხოლოდ ამოიხვნეშა, ალბათ გაიფიქრა: „ღმერთო, რა დავაშავე“)

ცოლი: და ჩვენს სახლში იცხოვრებთ?
ქმარი: რა თქმა უნდა, ეს ხომ მშვენიერი სახლია.

ცოლი: ჩვენს საძინებელში დაწვებით?
ქმარი: ჰო, აბა სხვაგან სად უნდა დავწვეთ?

ცოლი: ჩემი მანქანის მართვის ნებასაც მისცემ?
ქმარი: ალბათ. ის ხომ სულ ახალი მანქანაა.

ცოლი: ჩვენს ოჯახურ ფოტოსაც ჩამოხსნი კედლიდან?
ქმარი: რა თქმა უნდა და ეს სამართლიანიც იქნება.

ცოლი: ჩემს სამკაულსაც აჩუქებ?
ქმარი: არა მგონია. ალბათ, ახალი უფრო ესიამოვნება.

ცოლი: და გოლფსაც ითამაშებთ ხოლმე ერთად?
ქმარი: ჰო, აბა რაა. ხომ იცი, როგორ მიყვარს გოლფის თამაში.

ცოლი: და ჩემი გოლფის ჯოხს იხმარს?
ქმარი: შენსას ვერა, ის ცაციაა.

ეს იყო მათი ბოლო საუბარი ცოლ-ქმრის სტატუსით...

***
მართალია, ქალური ინტუიცია მეცნიერებისთვის დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილად არსებობს და მითი არ არის.

საოცარი უნარი აქვს ქალს, გაარჩიოს, რომ რაღაც ისე არ არის, მით უფრო - როცა პირად ცხოვრებაზეა საუბარი.

...და აშკარად, არც ის კითხვა იყო დასმული „ჰაერზე“.





სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!