დედიკო, გინდა გითხრა, დიდხანს რატომ არ გაძლევდა ღმერთი შვილს?

ურთიერთობა

8 აპრილი 22:00, 2018 წელი

დედა ოთახში თავის საქმეს აკეთებდა, მისი 3 წლის ქალიშვილიც იქვე, ჩუმად თამაშობდა, მოულოდნელად პატარა დედას მიუბრუნდა და ლაპარაკი დაუწყო... 

- დედა, ძალიან მიხარია, რომ ღმერთმა შენ აგარჩია ჩემს დედიკოდ. 
- რა თქვი? - დედა არ ელოდა პატარასგან ამ ფრაზას.
- მიხარია, რომ შენ ღმერთისგან ჩემი დედიკო ხარ.

„ღმერთისგან ჩემი დედიკო“... დედას თვალები ცრემლით აევსო და თავისი პატარა გულში ჩაიხუტა.
- მე კიდევ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ შენი თავი მაჩუქა.

დედამ იფიქრა, რომ ამით ეს ემოციური ეპიზოდი დასრულდა, მაგრამ გოგონამ გააგრძელა:
- დიდხანს მელოდი, ხომ?
დედას ბევრჯერ ჰქონდა მისთვის მოყოლილი, როგორ ელოდებოდნენ დედიკო და მამიკო თავისი პატარა გოგონას გაჩენას. 
- კი, ჩემო სიყვარულო. მე დიდხანს, რამდენიმე წელი ვთხოვდი და ვემუდარებოდი ღმერთს, რომ შვილი მყოლოდა. ბოლოს, როცა მე და მამიკომ გავიგეთ, რომ შენ მყავდი მუცელში, ეს სასწაული ბედნიერება იყო.

- და იცი, ასე დიდხანს რატომ არ გაძლევდა ღმერთი შვილს?
- არა, ჩემო სიცოცხლე, ნამდვილად არ ვიცი, - დაიბნა დედა.
- მე ვიცი, - ღიმილით უპასუხა გოგონამ, - იმიტომ, რომ ამდენი ხანი ღმერთი მე მქმნიდა შენთვის.

დედა უძირო თვალებში შეჰყურებდა თავის გოგონას. წარმოიდგინა, როგორ ეჭირა ის ღმერთს ხელში, თავს დაჰფოფინებდა, ზეცას კი თითქოს მისი დედამიწაზე გამოშვება ენანებოდა...
„ამდენი ხანი ღმერთი მე მქმნიდა შენთვის“ - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნე იდო.


***
დედა მიხვდა, რომ სწორედ მისი ლოცვა და თხოვნა შეისმინა ღმერთმა, როცა ეს ანგელოზი გამოუგზავნა.
რწმენა სასწაულებს ახდენს...
ნურასდროს განაწყენდებით უფალზე და ნუ იფიქრებთ, რომ მას თქვენი არ ესმის. 
არასდროს დანებდეთ სასოწარკვეთას.
იქნებ ღმერთი სწორედ ახლა ქმნის თქვენს ბედნიერებას...



დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.