„მაპატიე ყველაფრისთვის“ - ძლივს იკავებდა ცრემლს გოგო. გოგო 18-ის იყო, ბიჭი - 28-ის

ურთიერთობა

22 აპრილი 22:00, 2018 წელი

ერთმანეთი კლუბში გაიცნეს. შაბათს, საღამოს. გოგომ შესვლისთანავე შეამჩნია ბიჭი, რომელიც დახლთან ლუდს სვამდა. გრძელი თმა დაუდევრად ჰქონდა „კუდივით“ შეკრული. მის დანახვაზე გოგოს შუა საუკუნეების რაინდი გაახსენდა. სიმამაცე, საყვარელი ქალისთვის თავგანწირვა... ბიჭმაც შეამჩნია, თუმცა მას არაფერი გახსენებია, გარდა იმისა, რასაც გოგოს თეთრი ბლუზა ფარავდა.

გამთენიისას, როცა დი-ჯეიმ დაკვრა დაამთავრა, ბიჭმა სახლში დაპატიჟა.
გოგომ ვერ გაბედა იმ ეთიკური ჩარჩოების დარღვევა, რომელშიც ოჯახმა აღზარდა. ამიტომ უარი უთხრა.
ტელეფონის ნომრები გაცვალეს, თუმცა გოგო იმ ღამესვე დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი არ დაურეკავდა არც მეორე დღეს, არც ერთი კვირის შემდეგ და არც ერთი წლის თავზე...


თავად კი ვერ დაივიწყა. მაინც ელოდა. ტელეფონს ხელს არ უშვებდა. ყოველი მესიჯის ხმაზე სუნთქვა ეკვროდა...
ოთხშაბათს უკვე თავად აკრიფა სმს. აკანკალებული თითებით მისწერა: სად დაიკარგე?
და ამით უღალატა თავის პრინციპს - არასდროს ყოფილიყო ურთიერთობის ინიციატორი.


მეორე დღეს ბიჭმა დაურეკა. გოგოს სიხარულისგან კინაღამ გული გაუსკდა...


***
სიგარეტის კვამლით გაბუღულ, იაფფასიან კარაოკე-ბარში მუხლებზე ეჯდა ბიჭს და ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. უყურებდა თვალებში, უსმენდა მის გაუთავებელ ისტორიებს და თან ფიქრობდა, როგორი უაზრობა იყო ცხოვრება მასთან შეხვედრამდე. ბიჭიც შიგადაშიგ ეფერებოდა და კოცნიდა...
გოგო ბედნიერი იყო. საკუთარი თავი დააჯერა, რომ ბიჭს სჭირდებოდა, რომ ცხოვრებას ულამაზებდა და რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები.


***
გოგო მთელი დღეები ისევ ტელეფონს დაჰყურებდა. ბიჭი კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ რეკავდა: „დავლიოთ ლუდი ჩვენს საყვარელ ბარში?“
და გოგოც გარბოდა... გამოპრანჭული, ფრანგულ სუნამო ნაპკურები, იმ ნახევრად ჩაბნელებულ და გაბუღულ ბარში.
სწავლას გულს ვეღარ უდებდა, თავისი ძველი ცხოვრება, რომელიც ბევრი ოცნებითა და საინტერესო ნაბიჯებით იყო სავსე, ახლა უფერული ეჩვენებოდა. თავისი ჯგუფელების მხიარულ კომპანიას ამ ბარში ჯდომა და მისი სმენა ერჩივნა.
ყოველი შეხვედრისას თვალს არ აშორებდა, ვერ ძღებოდა ბიჭის ყურებით.
მის შესახებ ცოტა რამ იცოდა - ის, რომ არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, ჰქონდა სამსახური, რომელიც დიდად არ აინტერესებდა, მანამდე ჰყავდა ორი მეგობარი გოგო, რომელთაგან პირველს მალევე დაშორდა, მეორე კი თავად წავიდა მისგან.

***
ის მეორე გოგო ბოშების ოჯახიდან ყოფილა, მსუქანი, უფორმო, შეუხედავი და მოუვლელი, - ასე აღუწერეს გოგოს ბიჭის მეორე გელფრენდი. ქალაქში რა დაიმალება და გოგომაც უკვე იცოდა, რომ ის ბოშა თურმე 16 წლის ყოფილა, მაგრამ ერთად ცხოვრობდნენ. როცა ბიჭი დღე და ღამეს ასწორებდა მუშაობაში, რათა ბინის ქირაც ეხადა და არაფერი მოჰკლებოდათ, ბოშას სახლში თავისი ძველი მეგობრები აჰყავდა. თურმე, ღალატობდა კიდეც. ამან იცოდა, მაგრამ უყვარდა და პატიობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან დაბრუნებულ ბიჭს ბოშა გოგო სახლში არ დახვდა. წერილი დაუტოვა, არ მეძებო, არ მიყვარხარო. ბიჭი თურმე დიდხანს ელოდებოდა, ნაცნობების პირით უთვლიდა, უშენოდ მოვკვდებიო. ის არ ბრუნდებოდა, ბოლოს კი საერთოდ წასულა ქალაქიდან...
ვინც ეს ამბავი მოუყვა, მას ფოტოც აღმოაჩნდა, სადაც ბიჭი იმ  ბოშასთან არის ჩახუტებული და ბავშვურად იღიმის.  
ახლა უკვე იცოდა გოგომ, რატომ ჰქონდა ბიჭს ასე ხშირად თვალები ნაღვლიანი. მზად იყო, მისთვის ყველაფერი გაეკეთებინა, ყველა წინააღმდეგობისთვის გაეძლო - მშობლებისგანაც კი, რომლებიც, იცოდა, არჩევანს ვერ მოუწონებდნენ.


***
ბიჭი ორი კვირაა, არ გამოჩენილა. გოგოსაც გამოცდების პერიოდი ჰქონდა. ბევრი იმეცადინა, ყველაფერი ჩააბარა... თან უხაროდა, ბიჭი რომ არ ჩანდა და სამეცადინო დრო არ ეკარგებოდა, თან გული ცუდს მოასწავებდა.
ორი კვირის თავზე სმს-ის აკრეფა დაიწყო. მერე გადაიფიქრა... და ბიჭს სამსახურში მიაკითხა.


ბიჭი კომპიუტერთან იჯდა. გოგო ზურგიდან მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა.
ბიჭმა ისე ხისტად მოიშორა გოგოს ხელები, ცოტა ატკინა კიდეც.
- მომენატრე და მოვედი. გამოცდებს მოვრჩი და ეს ვიქენდი იქნებ ერთად გაგვეტარებინა? - ღიმილით უთხრა გოგომ, თან ბიჭის მზერის გამო ისე გრძნობდა თავს, თითქოს რაღაც გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა. - ალბათ, ხელი შეგიშალე... არ ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა აქ მოსვლა.
- გარეთ დამელოდე, გამოვალ, - მკაცრად უთხრა ბიჭმა.

***
გოგოს ეჩვენებოდა, რომ თავის დანაშაულს ვეღარაფრით გამოასწორებდა. „ღმერთო, ეს რა გავაკეთე... ალბათ, უფროსობა ჩემ გამო შენიშვნას მისცემს...“
- მოკლედ, ვიქენდზე ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოვა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ მივდივარ, - დაიწყო ბიჭმა.
- არაუშავს, - უპასუხა გოგომ. სიტყვებით უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა.

- მითხარი, თუ გამოგიცდია დიდი სიყვარული? - მოულოდნელი თემით გააგრძელა ბიჭმა.
- მე ახლა ვარ შეყვარებული, ჩემი დიდი სიყვარული შენ ხარ.
- მე კი წარსულში მიყვარდა, თან ძალიან. ხედავ, რა უსამართლობაა? მე არ მინდა, რომ შენ გული გატკინო, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ.
- რატომ? - ბოლო სიტყვის აზრი გოგომ თითქოს ბოლომდე ვერ გაიგო.
- იმიტომ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. შენ ისეთი კარგი ხარ, მე არ მაქვს უფლება, რომ შეგიყვარო. მე ვინ ვარ? უიღბლო კაცი, რომელიც 10 წელიწადში ხანშიშესული იქნება. შენ კი ლამაზი, ნიჭიერი, კარგად აღზრდილი გოგო ხარ, დიდი მომავლით.

ბიჭი აგრძელებდა აბსურდულ თხრობას, როგორი ნათელი ცხოვრება ელოდება მის გარეშე გოგოს, ლამაზ სიტყვებს იშველიებდა, რომანტიკულ ფრაზებს...
გოგო მიხვდა, რომ ამის მოსმენა აღარ შეეძლო. ბოლო ძალები მოიკრიბა, ნაბიჯი უკან გადადგა და უკანასკნელი ფრაზა უთხრა:
- მაპატიე ყველაფრისთვის, - თან ცრემლებს ვერ იკავებდა, - მხიარულ ვიქენდს გისურვებ. ბედნიერი იყავი და გახსოვდეს, რომ მე შენ მიყვარხარ...
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, სიგიჟემდე უნდოდა, ბიჭს მოხვეოდა, სახე დაეკოცნა, არსად გაეშვა....
ბოლოს გაუღიმა, მიბრუნდა და მშვიდი ნაბიჯით გაეცალა. თან გონებაში გალაკტიონი ამოუტივტივდა: „სასახლეში სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის...“

***
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.
ყველა მამაკაცში  მის თვისებებს ეძებდა და ვერ პოულობდა.
ის კი უკვე წარსული იყო.
დარჩა მხოლოდ ის, რასაც დრო ძნელად ერევა - მოგონება.
თუმცა ბოლო დროს ზუსტად ვეღარ იხსენებს ბიჭის თვალების ფერს, იმ თვალებისას, რომლებშიც ყოველი შეხვედრისას ბოლომდე იძირებოდა, თავს კარგავდა და  გამოფხიზლება აღარ უნდოდა...


 

დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიცდადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.
კინო

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი

ზოგიერთი მათგანის ჩვენება აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფილმები ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგიცვლით და სულ სხვანაირად დაგაწყებინებთ ფიქრს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?