ის ჩემგან მიდის. მიზეზი არ ვიცი. იქნებ მაინც მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო?

ურთიერთობა

29 აპრილი 22:00, 2018 წელი

ქალი, გაოგნებული, ცრემლმორეული, დამფრთხალი უყურებდა, როგორ ალაგებდა ჩემოდანს მისი საყვარელი მამაკაცი, რომელმაც მანამდე მხოლოდ ერთი ფრაზა ესროლა: „მე შენგან მივდივარ“, თანაც ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს...

- ის ჩემგან მიდის, ის აღარ დაბრუნდება, არასდროს, როგორ შევაჩერო, რა გავაკეთო?
- ნუ ჩამოყარე ყურები, უფრო პოზიტიურად...


- როგორ ვიყო პოზიტიურად, როცა ვუყურებ, რომ თავის ნივთებსა და ჩემოდანს ალაგებს? - ატირდა ქალი.
- ნუ ქვითინებ. გაიღიმე... ეშმაკური ღიმილით უყურე. ნუ დგახარ შეშინებული წრუწუნასავით.


- ნაძირალა, თავისი ყველა ნივთი მიაქვს. ნორმალური კაცი ასე არ დაწვრილმანდებოდა. გაიჯახუნებდა კარს და ისე, უყველაფროდ წავიდოდა...
- გაიღიმე-მეთქი!


- იქნებ მაინც მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო?
- რა სისულელეა!


- მაშინ იქნებ თავში ტაფა ჩავარტყა...
- ???
- მერე ერთი-ორი თვე ჩემი მოსავლელი იქნება. არ მოვაკლებ მზრუნველობას, ვიტამინებს, საჭმელ-სასმელს. იქნებ გადაიფიქროს კიდეც წასვლა...
- ისევ სისულელეს ამბობ! რომ ვერ გათვალო და მოკლა?!
- აბა, რა ვქნა, მირჩიე...
- გაიღიმე და თან პოზიტიურზე იფიქრე.


- რა ვიპოვო ამაში პოზიტიური? მარტო ვრჩები, მააარტოოო! გესმის?
- მერე რა გატირებს? შენ მარტოხელა კი არა, თავისუფალი ქალი ხდები!
- და რა ჯანდაბად მინდა ეს თავისუფლება?
- იმიტომ, რომ მეტი დრო გექნება საკუთარი თავისთვის, სულელო! საკუთარ ფინანსებსაც თავად გაანაწილებ. აღარ მოგიწევს ფულის ხარჯვა იმისი მანქანის ხელოსნებისთვის, არც მისი სხვა კაპრიზებისთვის...


- ჰოო... და კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელს ვიყიდი, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ. კიდევ - ესპანურს ვისწავლი. სამსახურის შემდეგ არც სადილ-ვახშმის მომზადება მომიწევს, არც პერანგებისა და შარვლების რეცხვა-უთოობა... უუფ, რა კარგია... პიცას გამოვიძახებ ხოლმე, მერე სადმე მოგზაურობასაც დავგეგმავ...
- აბა, რაა.... და კიდევ თუ კარგად გაახელ თვალს, იმ ბიჭსაც შეამჩნევ, ამდენი ხანია, ჩუმად რომ მოსწონხარ...
- უი, ეგ არც მიფიქრია...
- აი, შენ კიდევ ამბობდი, პოზიტივი როგორ დავინახოო.


- აუუ, ოღონდ ეს არა...
- რა მოხდა?
- კართან მისული უცებ მობრუნდა და ახლა ჩემ წინ მუხლებზე დგას, პატიებას მთხოვს! დარჩენა უნდა...
- აუფ...
- რაღა ვქნა... როგორ მოვიქცე?
- მიეცი კიდევ ერთი შანსი, ოღონდ იმ პირობით, რომ ლუბუტენსაც იყიდი, ესპანურსაც ისწავლი, იმოგზაურებ კიდეც და საღამოობით შენს საყვარელ პიცასაც გამოიძახებ.


***
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალმა საკუთარ თავმოყვარეობას ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. პირველად ჩააყენა ის ურთიერთობის შუაში, ცოტა „ეჭიდავა“, მაინც დაუჯერა და ირწმუნა, რომ საკუთარ თავს თავად თუ არ შეიყვარებ, სხვაც ვერ შეგიყვარებს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?