„როგორღაც მოვახერხებ და დაგირეკავ,“ - უთხრა კაცმა. ქალმა თავი დაუქნია და...

ურთიერთობა

17 მარტი 22:00

ბუმერანგის პრინციპი სიყვარულში!

კაცი: „ძალიან ბევრი ქალი მომწონს. არ შემიძლია მხოლოდ შენთან ყოფნა“.
ქალი პასუხად იღიმის...

კაცი: „მე თვისუფალი ადამიანი ვარ და არავის წინაშე არ ვარ ვალდებული“.
ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თვალები დახარა...

კაცი: „მე მომწონს ქალები, რომლებსაც ჩემი ესმით და ჩემს თავისუფლებას აფასებენ“.
ქალმა ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი გამოუშვა...

კაცი: „მოდი, უბრალოდ, კარგად გავატაროთ დრო ერთად, მე შენ მომწონხარ“.
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და კაცს თვალებში შეხედა...
კაცი მიხვდა, რომ ქალი უარს არ ამბობდა...

კაცი: „ალბათ, ბევრი მამაკაცი გყავდა?“
ქალი მოეხვია და მხურვალედ ჩაეხუტა...

კაცი: „ჩემთან თავს კარგად გრძნობ?“
ქალმა თვალები დახუჭა და აკოცა...

დილას სახლიდან გასვლისას კაცმა ჩაილაპარაკა: „ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, ოღონდ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩეს, კარგი?..“
ქალმა კაცს მხრიდან მტვრის უხილავი ნაწილაკი მოაშორა...

კაცი: „როგორღაც მოვახერხებ და დაგირეკავ“...
ქალმა თავი დაუქნია და კარი მიხურა...

კაცმა იმავე საღამოს დარეკა... ქალი სახლში არ იყო...
კაცმა გვიან ღამითღა შეძლო მობილურ ტელეფონზე ქალთან დაკავშირება...
ქალმა ნება დართო, ერთი კვირის შემდეგ მისულიყო... 
კაცი: „შენ რა, უჩემოდ ერთობი?“
ქალმა გაუღიმა და ყავა შესთავაზა...

კაცი ქალს ლამის ყოველდღე ურეკავდა.
ქალი ზოგჯერ ყურმილსაც კი არ იღებდა...
კაცს შეეძლო, მხოლოდ მაშინ მისულიყო, თუ ქალი ნებას დართავდა...
ქალი არასოდეს უხსნიდა, რატომ იყო ეს შეხვედრები ასეთი იშვიათი...

კაცი მიხვდა, რომ მხოლოდ მასთან უნდოდა ყოფნა...
კაცი ნერვიულობდა, როც ქალი მის ზარებს არ პასუხობდა...
კაცი მდგომარეობიდან გამოდიოდა, როცა ეუბნებოდნენ, რომ ქალი სხვასთან დაინახეს...
კაცს უნდოდა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ყველას სცოდნოდა...
ქალი წინააღმდეგი იყო...

კაცს უნდოდა, რომ ქალი მხოლოდ მისი ყოფილიყო...
კაცი ქალთან ალისფერი ვარდების უზარმაზარი თაიგულით გამოცხადდა...
ქალმა ყვავილები გამოართვა, მაგრამ სთხოვა, რომ სხვა დროს მიპატიჟების გარეშე აღარ მისულიყო...

კაცმა ქალს ცოლობა სთხოვა...
ქალმა უპასუხა: „მარტო ყოფნა მირჩევნია“.
კაცმა სიგარეტს მოუკიდა, მას ხელები უკანკალებდა...

ქალი: „მე თვისუფალი ქალი ვარ“.
კაცმა იგრძნო, როგორ გაეყინა ძარღვებში სისხლი.
ქალი: „არავის წინაშე არ ვარ ვალდებული“.
კაცს მოეჩვენა, რომ გული გაუჩერდა...
ქალი: „და არ ვაპირებ, რამე შევცვალო“...

წყარო
კულინარია

როგორ მოვამზადოთ ბლინები ყაბაყისგან

არანაირი ფქვილი და საფუარი. ახალი ბოსტნეული, ცოტაოდენი ცხიმი, ტაფაზე რომ არ მიიწვას, არომატული საკმაზები და მორჩა! მთელი დღით უზრუნველყოფილი ხართ საჭირო ვიტამინებითა და უჯრედისით. თანაც ზაფხულში ეს კერძი ძალიან იაფი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

საბჭოეთის აკრძალული ფოტოგრაფია

1987 წელს საბჭოთა კავშირში, სადაც „სექსი არ არსებობდა“, საბჭოთა ხელისუფლების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საპატიო გამოფენაზე ამ ფოტოების გამოჩენა ნამდვილი ბომბი იყო.
დღის ჰოროსკოპი

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ჯაშუშური ფილმი, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული

ვისაც გიყვართ ნამდვილი ისტორიები ჯაშუშებზე, საიდუმლოებებსა და სახიფათო თამაშებზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...
დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?