„აირჩიე, მე ან სპორტი!“ - რატომ აღარ უნდა ზოგიერთ კაცს სექსი?

ურთიერთობა

11 მაისი 23:00

თუკი შენიშნეთ, რომ პარტნიორმა ინტიმური ცხოვრების ინტერესი დაკარგა, შეამოწმეთ, რამდენად დატვირთულია ის სპორტ-დარბაზში.

უახლესი კვლევა, რომლის შედეგი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Medicine & Science in Sports & Exercise-ში გამოქვეყნდა, ინტენსიურ ვარჯიშსა და ლიბიდოს დაქვეითებას შორის კავშირს ამტკიცებს. 


კვლევის ავტორებმა გამოკითხვა ორ ნაწილად დაჰყვეს. პირველში მონაწილეები საუბრობდნენ რეგულარულ ვარჯიშებზე, მის ინტენსიურობაზე, ხანგრძლივობასა და სხვა ასპექტებზე. მეორე ნაწილი კი სექსუალური აქტივობისგან შედგებოდა: ვნება, სურვილები, ფანტაზიები. 


კვლევაში 1077 კაცი მონაწილეობდა და მათი პასუხები ლიბიდოზე პუნქტებად იყო დაყოფილი: „დაბალი“ და „ნორმალური, მაღალი“. აშკარაა, რომ ვარჯიშის ნორმა, რომლის შესრულების შემდეგ ლიბიდო ქვეითდება, ყველა გამოკითხულთან ინდივიდუალური იყო, მაგრამ უმეტესობა მათგანი, ვისაც ლიბიდო ძალიან დაქვეითებული აღმოაჩნდა, ინტენსიურად და ხანგრძლივად ვარჯიშობდნენ.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სპორტსა და სექსს შორის კავშირი ტესტოსტერონის გამომუშავების სიმცირით აიხსნება. ენერგიის აქტიური დაკარგვის დროს სხეული იწყებს „საწვავის“ ეკონომიას. ხოლო ვინაიდან სექსი დიდ ენერგიას მოითხოვს, მცირდება ტესტოსტერონის გამომუშავება.


როგორ მივხვდეთ, რომ ჰორმონალური ფონი დარღვეულია?

თუკი კაცი მუდმივად წუწუნებს დაღლილობასა და სექსუალური ცხოვრების სურვილზე (ხედავთ, მხოლოდ ქალები არ ვიმიზეზებთ თავის ტკივილს) - ეს უკვე სეროზული ნიშანია.
მომხდარის დამტკიცება შესაძლებელია ტესტოსტერონზე ანალიზის ჩაბარებით. თუმცა, ექიმთან ვიზიტამდე შეგიძლიათ შეამციროთ ვარჯიშის ინტენსივობა და უფრო მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. 

ლიბიდოს აღდგენას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამიტომ მუდმივად გახსოვდეთ მარტივი ჭეშმარიტება - ზომიერება ყველაფერში საჭირო და მთავარია!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?