სექსი სამზარეულოში - 5 აუცილებელი წესი

ურთიერთობა

15 მაისი 23:00

სამზარეულოში ყველაზე უსიამოვნო საქმე ალბათ, ჭურჭლის რეცხვაა. სხვა დანარჩენი შედარებით სასიამოვნოა. თუნდაც, სექსი.

1. იყავი მოულოდნელი


არაფერია იმაზე საშინელება, ვიდრე სამზარეულოში წინასწარ დაგეგმილი სექსი! (ვიცი, რომ ვაჭარბებ - ოკეანის დაბინძურება და შხამიანი გველები უფრო საშინელებაა). არასდროს შეუთანხმდეთ პარტნიორს წინასწარ - „მოდი, დღეს სექსი სამზარეულოში ვცადოთ. ეს რაღაც უჩვეულო და მიმზიდველია“, - რადგან იმ მომენტში, როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, სექსი სამზარეულოში აღარ იქნება უჩვეულო და მიმზიდველი. ამიტომ, სჯობს მოულოდნელად მიეპაროთ პარტნიორს სამზარეულოში, როდესაც ვახშმის მომზადებას დაასრულებს. (დაელოდეთ და არ შეაწყვეტინოთ, მაინც, მშიერი არ დარჩეთ).


2. შეამოწმე უსაფრთხოება


მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი დანა, ჩანგალი და ბასრი საგანი სამზარეულოში ინახება. ამიტომ, თუნდაც, პირველი პუნქტის პირობის შესრულებისას - სპონტანურობა - აუცილებელია, გამოიჩინოთ სიფრთხილე. დარწმუნდით, რომ თქვენგან და თქვენი პარტნიორისგან რამდენიმე მეტრის რადიუსში არაფერია ისეთი, რაც დაგაზიანებთ. ჰო, და კიდევ დიდი ბებიის დატოვებული საგვარეულო სერვისიც სჯობს სხვა ოთახში გაიტანოთ. 

                                 3. გამოიყენე საკვები პროდუქტები და სამზარეულოს ატრიბუტიკა


სამზარეულო ყველაზე კარგი ადგილია იმისთვის, რომ სექსის დროს თქვენი პარტნიორის გახურებულ სხეულს ნაღები გადაასხა (განსაკუთრებით არ დაგენანებათ, თუკი ნაღებს დღე-დღეზე გასდის ვადა) ან გატყიპო სამზარეულოს ტილოთი. პლასტმასის ნიჩაბი, სხვათა შორის, არა მხოლოდ სტეიკების შესაწვავად გამოიგონეს, არამედ იმპროვიზირებული დასჯისთვისაც.


4. მყარად ჩაეჭიდე მაგიდის ზედაპირს


ბუნება ისეა შექმნილი, რომ სამზარეულოს მაგიდა საუკეთესოდ შეესაბამება კაცის ანატომიას, ვიდრე, მაგალითად, მისაღები ოთახის მაგიდა. (დაფიქრდი, ხომ ნამდვილად ასეა?). აი, მაგალითად, თუკი გოგოს სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვამ, წვალებისა და ყოველგვარი სირთულის გარეშე შეძლებთ მას გადააწვეთ პოზაში „სახე სახესთან“ ან „კაცი უკნიდან“, ვინაიდან მაგიდა აშკარად იძლევა მუხლების მოკეცვის საშუალებას. ისე, ძალიან უცნაური კი არის, რომ სამზარეულოს მაგიდები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ სექსისთვის ყველა მოსახერხებელია. 


5. იყავი სწრაფი


რამდენიც არ უნდა ვწეროთ და ვილაპარაკოთ, სამზარეულო სექსისთვის მოუხერხებელია. ამ ყველაფერს, დაახლოებით, 10 წუთში ხვდები. მე-15 წუთზე მუხლებში ტკივილს გრძნობ. მე-20 წუთზე ფეხები გიბუჟდება და მორიდებით სთხოვ პარტნიორს, საძინებელში გადაინაცვლოთ.


თუკი სამზარეულოში სექსს წინასწარ დაგეგმავ, გაითვალისწინე, რომ იდეალური ფინალისთვის ყველაფერი სწრაფად და სუფთად უნდა მოახერხოთ. ისე, რომ თქვენს ვნებიან და ცეცხლოვან სექსს ჭურჭელი არ „ემსხვერპლოს“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.