შუა ძებნაში დიასახლისის ძმა მისტერ ჯეიმსი აღელვებული შემოვიდა და განაცხადა:
- მე მთელი ეს დრო ვერანდაზე ვიყავი. მოულოდნელად შემოვბრუნდი და დავინახე, ჩემმა დისშვილმა ტომიმ როგორ მიიდგა სკამი კარადასთან, კვერცხი ჩამოიღო და გაიქცა. მე უკან დავედევნე. აი, კვერცხის გარსი, მე ის ბუჩქებში ვიპოვე.
„ტომი, რა უყავი სამაჯურს? აბა, გამოტყდი, პატარა ყაჩაღო!“
შეურაცხყოფილმა ბიჭმა აღიარა, რომ ის მართლაც მარტო იყო ოთახში, მაგრამ კარადის თავზე შემოდებული კვერცხი არ დაუნახავს. იმისთვის, რომ დანაშაულის სურათი აღედგინათ, კარადის თავზე კვერცხი ისევ შემოდეს.
- ჰკითხეთ მისტერ ჯეიმსს, ხომ არ დააბრუნებდა მოპარულ სამაჯურს, - განაცხადა უცბად ინსპექტორმა ვარნიკემ. - მისი მონათხრობი სიმართლეს არ შეესაბამება.