- მართალია, ძვირფასეულობა დაზღვეულია, მაგრამ კარგი იქნება, თუკი დამნაშავეს ჩემი ცოლის მოსვლამდე დაიჭერთ. ის ახლა წასულია და ეს ამბავი ძლიერ შეაწუხებს.
- მომიყევით ყველაფერი, რაც მოხდა, - სთხოვა ინსპექტორმა ვარნიკემ მიულერს და თან თოკები შეხსნა.
- ეს საშინელება იყო, - გააგრძელა მიულერმა. - საათი საათს მისდევდა მტანჯველ მოლოდინში. ველოდი ვინმეს, ვინც გამათავისუფლებდა. დილას ფოსტალიონი მოვიდა და კარის ღრიჭოში გაზეთები შემოყარა. ყვირილი დავიწყე და მას პოლიციაში დარეკვა ვთხოვე. ალბათ, მან შეგატყობინათ და აი, თქვენც აქ ხართ.
ინსპექტორი ვარნიკე ცოტას ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
- ცნობილია თუ არა თქვენთვის, რა სასჯელია სადაზღვევო კომპანიის მოტყუებისთვის? თანაც სასჯელს მარტო თქვენ კი არ მიიღებთ, არამედ თქვენი მეუღლეც, როგორც თანამონაწილე. განა მან არ შეგკოჭათ ასე ნაზად?!