გაბუნიას ,,მოციმციმე X ფაქტორი“

X ფაქტორი

27 მარტი 17:30, 2017 წელი

33 წლის გუგა აფციაურის ხმის ტემბრმა და გამოსვლამ გულგრილი არავინ დატოვა. ვოკალური მონაცემების გარდა, ჟიურის ყურადღება კონკურსანტის გარეგნობამაც მიიქცია და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო. Funtime გუგას კულისებში გაესაუბრა.

გუგა აფციაური: X ფაქტორში შემთხვევით მოვხვდი. შესარჩევ ტურზე მეგობარს გამოვყევი და მან მთხოვა, იქნებ შენც გახვიდეო. „რუსთავი 2“-ში ახლობელიც შემხვდა. მანაც იგივე მთხოვა. ერთ-ერთი მსხვილი სააფთიაქო ქსელის გრაფიკული დიზაინერი ვარ და 33 წლის ასაკში იმდენად გადავერთე ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე, ვეღარ წარმომედგინა, სიმღერას თუ დავუბრუნდებოდი. 2005 წელს „ჯეოსტარის“ მონაწილეც გახლდით და „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ კონკურსშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. 18-19 წლის ვიყავი, რუსა მორჩილაძის საავტორო სიმღერა „შენთან ერთად“ რომ შევასრულე, რომელიც მაშინ ძალიან ცნობილი და პოპულარული გახდა. ფაქტობრივად, მომღერლობას თავი დანებებული მქონდა, თუმცა „X ფაქტორში“ იმიტომ მოვედი, რომ ის შეგრძნებები და ემოციები ისევ დავიბრუნო.

- შესარჩევ ტურზე რა მოლოდინით დადექი სცენაზე?
- სიმართლეს გეტყვით, ჟიურის წევრებისგან ასეთ დადებით შეფასებას არ ველოდი. შესარჩევ ტურებზე ბევრ ახალგაზრდა კონკურსანტს მოვუსმინე. მართალია, ყველა მეუბნება, რომ წლოვანება არ მეტყობა, მაგრამ ჩემმა ასაკმა მაინც დამაკომპლექსა. საბოლოო ჯამში, ჟიურის შეფასებით კმაყოფილი ვარ.

- კრიტიკას ჟიურის რომელი წევრისგან ელოდით?
- კრიტიკის მოლოდინი მქონდა, თუმცა არა ჟიურის ერთი რომელიმე წევრისგან. პირადად არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ ლელა წურწუმია ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. ამიტომ, ის თუ იქნება ჩემი მენტორი, ძალიან გამიხარდება. გიორგი გაბუნიამ „მოციმციმე X ფაქტორი“ მიწოდა. ალბათ, ჩემს მუსიკალურ შესაძლებლობებში რასაც მე ვერ ვხედავ, მან დაინახა. მისგან ასეთი შეფასება ძალიან მიხარია და შევეცდები, მოლოდინები გავამართლო. გამაჯვებისთვისაც ვიბრძოლებ და საყვარელ საქმიანობასაც დავუბრუნდები!

- სამსახურში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- სხვათა შორის, ძალიან გაუკვირდათ. ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ ვმღეროდი. როცა ჩემ შესახებ მოვუყევი, „ჯეოსტარზე“ და წავუმღერე სიმღერა, რომელიც წლების წინათ ძალიან პოპულარული იყო, ბევრმა სასიამოვნოდ გაიხსენა. მას შემდეგ გარეგნულად ძალიან შევიცვალე. გავიზარდე, ცოტა მოვსუქდი და წვერი მოვუშვი.

- თაყვანისმცემელ გოგონებს აუცილებლად გაუჩნდებათ შეკითხვა, ხართ თუ არა შეყვარებული...
- ამჟამად ჩემი გული თავისუფალია! 3 წლის წინათ დავშორდი მეუღლეს, რომელთანაც 7 წელი ვიცხოვრე. ბევრჯერ შევრიგდით, თუმცა, როცა ურთიერთობაში გამოუვალი მდგომარეობაა და წყვილს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს, ამ შემთხვევაში მეორე ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ სხვაგან იპოვოს ბედი. სამწუხაროდ, შვილი არ გვყავს. ყოფილი მეუღლისთვის „X ფაქტორის“ სცენაზე ჩემი გამოჩენა სიურპრიზი იქნება. მგონია, რომ მიგულშემატკივრებს. ის ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობს. ერთი პერიოდი მოდელობდა კიდეც.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?