ნიკა გვარამია: მუსიკალური პროექტები ძალიან მიყვარს. ამ სეზონზე ჟიურის წევრი არ ვარ, თუმცა, როგორც ჩანს, მაყურებელს კარგი სეზონი ელოდება.
- ხომ არ ნანობთ წლევანდელ სეზონს მაყურებლის ამპლუაში რომ უყურებთ?
- ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ამ ეტაპზე ჟიურიში ჯდომას ვერ შევძლებდი. 2017 წელმა მძიმედ აიღო სტარტი და ამ ყველაფერს „X ფაქტორი“ რომ დამატებოდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამდენ დაძაბულობას გავუძლებდი.