el.fluids: „სიმღერის დროს თვალებით ვჩხუბობთ“

X ფაქტორი

25 აპრილი 18:01, 2017 წელი

შოთა ნამორაძისა და ნატა ელბაქიძის დუეტმა, სახელწოდებით el.fluids, „X ფაქტორის“ ჟიურის წევრებიდან მხოლოდ სოფო ნიჟარაძის გულის მოგება ვერ შეძლო. შეყვარებული წყვილის დუეტმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია. ნატამ და შოთამ Funtime-ს შთაბეჭდილებებსა და სიყვარულის ისტორიაზე უამბეს.

შოთა: „X ფაქტორში“ გამარჯვებისთვის არ მოვსულვართ. უბრალოდ, გვინდა, ხალხმა გაგვიცნოს და იმედი მაქვს, ჩვენს სამომავლო გამოსვლებსაც მაყურებლისგან დადებითი ემოციები მოჰყვება.
ნატა: მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, რაც ერთად ვმოღვაწეობთ და საკმაოდ ბევრ კონცერტზეც გამოვსულვართ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე პირველად წარვდექით. გამოცდილება არ გვაკლია, მაგრამ კონკურსს მაინც თავისი ნერვიულობა ახლავს და ისე ვინერვიულეთ, მგონი, ჩვენს შესრულებასაც შეეტყო.

- თქვენი დუეტი როგორ შედგა?
შოთა: ერთ-ერთ ბარში ხმის ოპერატორად ვმუშაობდი. ამ პერიოდში ბენდი უკვე მყავდა. ერთ დღესაც, ჩემ ნაცვლად, ჩემი მეგობარი იყო სამსახურში. მე კი ვისვენებდი. სწორედ ამ დროს მისულა ნატა ბარში. მუშაობის დაწყება სურდა. მეგობარმა დამირეკა, ძალიან კარგი, შენი სტილის გოგოა მოსული და იქნებ გამოხვიდეო. თვეში ერთი დღე ვისვენებდი და არ გავედი. სოციალურ ქსელში დამეკონტაქტოს და დავილაპარაკებთ-მეთქი, ვუპასუხე.
ნატა: შოთამ არ მიკადრა და იმ დღესვე არ გამოვიდა. „ფეისბუკზე“ მოვძებნე და ჩემი ვიდეოები ვაჩვენე.
შოთა: ნატას ხმის ტემბრი მაშინვე ძალიან მომეწონა და დავიწყეთ თანამშრომლობა. როცა გვჭირდება, ბენდთან ერთად ვმღერით.

- ერთმანეთის მიმართ გრძნობა შეხვედრისთანავე გაგიჩნდათ?
ნატა: არა. ყველაფერი დიდი მეგობრობიდან დაიწყო. სოციალურ ქსელში სულ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ურეკში მოგვიწია ერთად მუშაობა, სადაც ერთ სახლში ვცხოვრობდით.
შოთა: ნატა თავიდანვე მომწონდა, მაგრამ ცოტა რთული ხასიათი აქვს და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა, ამიტომ მასთან მეგობრობა ვარჩიე. როგორც ნატამ აღნიშნა, ურეკში ერთ სახლში ვცხოვრობდით. თბილისში ის ჩემზე რამდენიმე დღით ადრე წამოვიდა და მივხვდი, რომ დამაკლდა და მომენატრა. დუეტშიც ვმღეროდით და ბენდის თანხლებითაც. გრძნობების დამალვის აზრსაც ვეღარ ვხედავდი.
ნატა: ჩვენი დაწყვილება ძალიან უცნაურად მოხდა. კორპორაციული საღამოს შემდეგ ვიგრძენით, რომ ერთად ვიყავით. შოთას შეყვარებულად დღემდე ვერ აღვიქვამ. პირველ რიგში, ის ჩემი დიდი მეგობარია. 

- პირადი ურთიერთობა საქმეში ხელს ხომ არ გიშლით?
შოთა: სიმღერის დროს თვალებით ვჩხუბობთ! სცენაზე გაუგებრობები ხშირად გვაქვს, თუმცა კონფლიქტურ სიტუაციებში არასდროს გადავდივართ. ჩვენს კამათს სცენაზევე ვტოვებთ, რადგან, ძირითადად, საქმეზე ვკინკლაობთ.
ნატა: ხანდახან მიკროფონშიც გვიჩხუბია და ეს ჩვენმა მსმენელმა უკვე კარგად იცის. ამაზე ხუმრობენ კიდეც. თუ დარბაზში ახალი მაყურებელი გამოჩნდა, უკვირს, ასე თუ ჩხუბობთ, ერთად სიმღერა როგორ გამოგდითო. არ მიყვარს, შენიშვნას რომ მაძლევენ, თუმცა ვინც არ უნდა მითხრას, ნებისმიერის შენიშვნას ვითვალისწინებ. შოთას რამეზე რომ მივუთითებ, აბა, გაბედოს და შემეკამათოს! მე თუ მომცა შენიშვნა, მაშინვე იერიშზე გადავდივარ!

- სიმღერა რა ასაკში დაიწყეთ?
შოთა: 7 წლის ვიყავი, როცა გიტარაზე დაკვრა დავიწყე, მაგრამ მალევე შევეშვი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ისევ ავიღე გიტარა ხელში. მას შემდეგ ასე მოვდივარ.
ნატა: ბავშვობაში ძალიან ბოხი ხმა მქონდა და მთელი უბანი ამით მცნობდა. ჩემი მშობლების თქმით, ფანჯარაში გადმოვდგებოდი და დიდი ხმით ვმღეროდი. თქვენ იმ ბავშვის დედ-მამა არ ხართ, ძალიან ბოხი ხმა რომ აქვს და მღერისო, მშობლებს ეკითხებოდნენ თურმე. სიმღერას სერიოზულად 12-13 წლის ასაკში შევხედე, თუმცა მუსიკალურ განათლებაზე არ მიფიქრია. არც ვოკალის პედაგოგი მყოლია. ინტერნეტში ვოკალისტებისთვის ბევრი სავარჯიშოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ პედაგოგი მაინც მჭირდება.

- სიმღერის გარდა, რას საქმიანობთ?
შოთა: ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია.
ნატა: მე ჯერჯერობით სტუდენტი ვარ, აუდიტს ვეუფლები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?