მატილდა კატალია: „არ ვიცოდი, ამდენი თუ შემეძლო“

X ფაქტორი

25 აპრილი 20:06, 2017 წელი

44 წლის ლელა ჯავახია „X ფაქტორის“ სცენაზე ფსევდონიმით წარდგა. მატილდა კატალიას გამოსვლა მაყურებლისთვისაც და ჟიურის წევრებისთვისაც განსაკუთრებული მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ვინ არის ლელა ჯავახია, რატომ გადაწყვიტა მონაწილეობა და რას აპირებს პროექტის შემდეგ? ამასთან დაკავშირებით „X ფაქტორის“ კონკურსანტმა Funtime-ს უამბო.

ლელა ჯავახია: მთელი ცხოვრება ვღიღინებ. „X ფაქტორის“ ქასთინგი რომ დაიწყო, მონაწილეობა მეგობრებისა თუ ახლობლების რჩევით გადავწყვიტე. მაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდი. მაყურებლისგან და ჟიურის წევრებისგან ასეთ ემოციას ნამდვილად არ ველოდი.


- საკუთარი თავის იმედი არ გქონდათ?
- არც პროფესიით გახლავართ მუსიკოსი და არც სცენაზე დგომის გამოცდილება მაქვს. სკოლის ღონისძიებების გარდა, არასდროს არსად მიმღერია. მხოლოდ მუსიკალური შვიდწლედი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები მაქვს დამთავრებული. ერთი პერიოდი აეროპორტში ვმუშაობდი. ახლა კი დიასახლისი ვარ. 12 წლის გიორგი და 5 წლის გაბრიელი მყავს.


- მუსიკალური კარიერის თავის დროზე დაწყებაში ოჯახმა ხომ არ შეგიშალათ ხელი?
- არა, რადგან 30 წლის გავთხოვდი. მანამდე მსგავსი ტიპის მუსიკალური პროექტები არ იყო. სიმღერა თავის დროზე რატომაც არ დავიწყე, ამისთვის მხოლოდ ერთი მიზეზი არ მქონია. ჩემი ერთ-ერთი და, თეა ჯავახია პროფესიონალი მუსიკოსია. ოპერის ორკესტრში მევიოლინეა. მის ირგვლივ ისეთი პროფესიონალები დგანან, ასეთ მუსიკოსებთან ვერ ვკადნიერდებოდი. ჩემ ირგვლივ დღესაც არიან ბავშვობის მეგობრები, რომლებიც მსაყვედურობენ, შენი ნიჭი ამდენ ხანს როგორ დაგვიმალეო.


- მეუღლემ რა გითხრათ, როცა თქვენი გამოსვლა ნახა?
- მეუღლემ, თამაზ შიშინაშვილმა მითხრა, რომ მცოდნოდა ასე მღეროდი, პროექტში უფრო ადრეც გაგიშვებდიო. სახლში კი ვღიღინები, მაგრამ ასე ჩემი ქმარიც ღიღინებს.


- მეუღლეს სად შეხვდით?
- ერთმანეთი ძალიან უცნაურად, ეკლესიაში გავიცანით. ის სამონაზვნო ცხოვრებისთვის ემზადებოდა. მე კი წმ. ნინოს სახელობის ტაძარში ვგალობდი. მამაომ ერთი კვირით კასპის რაიონში წამიყვანა. სოფლის გოგოებისთვის საეკლესიო გალობა უნდა მესწავლებინა. მე და ჩემი მეუღლე ერთ სახლში აღმოვჩნდით. ვიცოდი, რომ ჩემს მოძღვარს „ფოსტალიონის სიმღერა“ ძალიან მოსწონდა. პიანინოზე დაკვრა დავიწყე. ამ დროს თამაზს არ ვიცნობდი. მომიჯდა გვერდით და იმღერა. ასე რომანტიკულად გავიცანით ერთმანეთი. რამდენიმე თვეში უკვე ჯვარიც დავიწერეთ.


- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის „X ფაქტორი“ თქვენს ცხოვრებაში?
- პროექტში სულ სხვა განწყობით, სიამოვნების მისაღებად მოვედი. ახლა კი უკვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უამრავი ადამიანი მწერს. ყველას უნდა, რომ ჩემ მიმართ დადებითი ემოცია გამოხატოს.


- პროექტის დასრულების შემდეგ კარიერის გაგრძელებაზე იფიქრებთ?
- ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არც მე ვიცოდი, ამდენი თუ შემეძლო. სიმღერის გაგრძელების სურვილს კი ნელ-ნელა ვგრძნობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?