ქეთი ხუციშვილი: წლევანდელ X ფაქტორში მონაწილეთა უძლიერესი ნაკადია. მე სტეფანეს ჯგუფს Mix2ra- ს ვგულშემატკივრობ.
- სერიალში თქვენი ვოკალური მონაცემებიც გამოამჟღავნეთ. მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი არასდროს გქონიათ?
- მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ნიჭი მშობლებისგან გენეტიკურდ გადმომეცა, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი არასდროს გამჩენია. ბავშვობაში სიმღერებს სამ ხმაში ვშლიდით ხოლმე. ახლა კი მეგობრების გარემოცვაში ან სადმე სუფრასთან და სერიალში თუ ვიმღერებ.
- ნინო ჩხეიძესთან დუეტიც ჩაწერეთ. შოუ ბიზნესში მომღერლის ამპლუაშიც გიხილავთ?
- ჩცდ-ში მოულოდნლად აღმოვჩნდი და არ გამოვრიცხავ, რომ სცენაზეც გამოვჩნდე.