შორენა ბეგაშვილი: როგორც მთელი საქართველო, მეც ჩართული ვარ „X ფაქტორში“ და კულისებშიც ხშირად მიხილავთ. მაგდა ვასაძეს ვგულშემატკივრობდი. პროექტი რომ დატოვა, ძალიან დამწყდა გული. ჩემნაირი უსმენო ადამიანისთვისაც კი იმდენად გასაგებად მღერის, არ მინდოდა, წასულიყო. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე კონკურსანტი ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ მაგდას განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდი. პირადად არ ვიცნობ და არც არასდროს შევხვედრივარ.
- მაგრამ ვიცით, რომ საჭიროების შემთხვევაში მღერით კიდეც...
- კი, თუმცა შოუებისთვის ვმღერი და არა - სერიოზულად. სცენაზე სიმღერის სურვილი არასდროს მქონია, არც ბავშვობაში. ერთხელ ვიმღერე და მასწავლებელმა გამაჩუმა, ჯობია, არ იმღეროო.