გიორგი გაბუნია: „ეს დღე კოშმარივით მქონდა წარმოდგენილი“

X ფაქტორი

27 ივნისი 14:30, 2017 წელი

გუშინ მეგაშოუ „X ფაქტორში“ ფინალისტები გამოავლინეს, რისთვისაც ორი ტური ჩატარდა. კონკურსანტებმა პირველ ტურში - გრემის გამარჯვებული კომპოზიციები, მეორეში კი მაიკლ ჯექსონის სიმღერები შეასრულეს.

სტეფანეს გუნდის წევრმა, ჯგუფმა Mix2ra-მ მაყურებელს განსაკუთრებული ნომერი წარმოუდგინა, სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო და ჟიურის წევრებისგან შესაბამისი შეფასებაც მიიღო.
გიორგი გაბუნიას ჯგუფის წევრების, თამარ ედილაშვილისა და გრიგოლ ყიფშიძის გამოსვლასაც ანშლაგი მოჰყვა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ორივე მათგანი აუტსაიდერებში მოხვდა, რის შემდეგაც გაბუნიამ პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა და გადაწყვეტილებაც ჟიურის დანარჩენ წევრებს მიანდო. საბოლოოდ პროექტი თამარ ედილაშვილმა დატოვა.


გიორგი გაბუნია: თამარი და გრიგოლი ერთად აუტსაიდერებში - სრულიად არაბუნებრივი რამ მოხდა, თუმცა ეს დღე მაინც კოშმარივით მქონდა წარმოდგენილი. რაღაც მომენტში ვცდილობდი, ამ საშინელებას შევგუებოდი, მაგრამ ფინალამდე ისე მოვედი, ვერ შევეგუე. თამარი და გრიგოლი ყველგან ერთად იყვნენ და არ მინდოდა, აუტსაიდერებშიც ერთად მდგარიყვნენ. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის მოხდა.


- გადაწყვეტილებაც კი ვერ მიიღეთ...
- ეს ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იმ მშობელივით ვგრძნობდი თავს, რომელსაც აიძულებდნენ, რომ ორიდან ერთი შვილი ამოერჩია. გადაწყვეტილება ჩემმა კოლეგებმა მიიღეს და ამისთვის დიდ მადლობას ვეუბნები და ბოდიშს ვუხდი. ათჯერ რომ განმეორდეს სიტუაცია, ათჯერვე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას.


- ფინალურ ეტაპზე გრიგოლის შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ?
- რა თქმა უნდა, გრიგოლზე დიდ იმედს ვამყარებ. დამთავრდა ის ეტაპი, როცა ჩვენ რომელიმე კონკურსანტის პროექტში დატოვება შეგვეძლო. ახლა უკვე ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. ყველა ხედავს, გრიგოლს რამდენი გულშემატკივარი ჰყავს და იმედი მაქვს, მათთვის გრიგოლის დღევანდელი აუტსაიდერობა ნიშანი იქნება იმისა, რომ ამ ნიჭიერ ბიჭს მხარდაჭერა სჭირდება. ის ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?