„პულსი“: ნუ გვიყურებენ აგდებულად

X ფაქტორი

4 ივნისი 14:00, 2015 წელი

ორშაბათის ლაივის შემდეგ ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ღირსეული კონკურენტია;

„X ფაქტორის“ ბრენდების კატეგორიის წარმომადგენელი ჯგუფი „პულსი“ 2009 წელს შეიქმნა. 
ჯგფუში 4 წევრია: ირაკლი ნონიაშვილი - ვოკალი; ნიკა მარგველაშვილი - დრამერი; სანდრო მაისურაძე - ბასისტი; დემე ადოლაშვილი - გიტარისტი


- რატომ პულსი?
- კარგი სახელია, ჯგუფის ენერგიას და გულისცემას გამოხატავს. ხალხისთვისაც ადვილი დასამახსოვრებელია, მარტივია და ინტერნაციონალური. რომ არ მოგატყუოთ, ბარში სულ რამდენჯერმე თუ დაგვიკრავს.  ჩვენს მუსიკას ვქმნით. გამოვდიოდით შარშანდელ თბილისი OPEN AIR -ზე. სხვათა შორის, წელსაც გამოვდივართ -  იმ დღეს, როცა ბეტ ჰართი მღერის.


- X ფაქტორში რატომ მიხვედით?
ირაკლი ნონიაშვილი:
 ჩვენმა მეგობარმა მიშო ელიავამ გვირჩია. გვითხრა, ბენდებიც გამოდიან და სცადეთო. კარგია, ჯგუფი გაიცნო მსმენელმა - სწორედ ეს იყო ჩვენი აქ მოსვლის  მთავარი მიზეზი.  მუსიკას ვქმნით, მაგრამ რეალურად არ არსებობს ადგილი, სადაც გამოვალთ და ვიმღერებთ.  X ფაქტორი“ კი ყველაზე წარმატებულია, ამიტომაც მოვედით აქ. გვინდა, მაყურებელმა ჩვენი ბენდი კარგად გაიცნოს. არ ვიცი, რამდენად აზრი აქვს ჩვენს გამოჩენას, რადგან ამ ქვეყანაში ეს სფერო რთულად ვითარდება. ცნობადები  მიანც გავხდებით. როცა ცნობადი  ხდები,  ვიღაც შეიძლება, დაინტერესდეს შენით. რეპეტიციებს  მხოლოდ რუსთავი 2“ - ში ვმართავთ.  არ გვაქვს აპარატურა და სარეპეტიციო დარბაზი, სადაც დავუკრავთ.  ასე რომ, ყველაზე მეტად გვინდა სპონსორი. და კიდევ ერთი:  ნუ უყურებენ ჯგუფების კატეგორიას აგდებულად. როცა სცენაზე 4 ადამიანი უკრავს, სულ სხვანაირი ენერგეტიკაა, დამსწრე საზოგადება ამას ხვდება. მინუსზე არ ვმღერით და ჯგუფური მუშაობა საკმაოდ რთულია. ასე რომ, ამის არ დაფასება არ შეიძლება.


- როგორი მენტორია თამთა?
- გაგვიხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ ის იქნებოდა ჩვენი მენტორი. როცა youtube-ზე თამთას მოვუსმინე, მივხვდი, რომ შოუვუმენია. შოუს დგამს. პირადი ლაპარაკის დროს  გვითხრა -  რაც სცენაზე მაცვია, იმას ქუჩაში ხომ არ ვიცვამო - შოუს სჭირდება  არაორდინალური იმიჯი. ძალიან გვეხმარება რეპეტიციებზეც, სცენაზე მოქცევას გვასწავლის და ახალი იდეაც ბევრი აქვს.


- ბოლო ლაივ კონცერტზე ყველა ელოდა, რომ თქვენ დატოვებდით პროექტს...
- დიახ, ასეა, მაგრამ ამ ორშაბათს ნათელი გახდა, რომ ასეთი ცალსახა მიდგომა არ შეიძლება. ყველა ერთნაირად ძლიერი კონკურენტია. ამბობენ,  მაინც ბიჭი გაიმარჯვებსო. ჯერ მარტო იმას რომ უყურებენ, პრიზი ორკაციანი საგზურია, ჩვენ კი ოთხნი ვართ (იცინის). ჩვენი რეიტინგი სწრაფად იზდება.


- რა შეიცვალა პროექტის შემდეგ?
- ქუჩაში რომ გამოვდივართ, ხალხი გვცნობს,  წარმატებას უცნობი ადამიანები გვისურვებენ , გვესალმებიან, შეფასებებსაც აკეთებენ: ერთმა გოგომ გვითხრა, თქვენ ძალიან გიჟები ხართო.


- ირაკლი, იმიჯის შეცვლა რატომ გადაწყვიტე?
- თმების თეთრად შეღებვა სულ მინდოდა, მაგრამ ამის არგუმენტირებული მიზეზი არ მქონდა. ახლა კი კარგი მიზეზი მომეცა. საერთოდ, გვიყვარს სიახლეები: ერთ-ერთ გამოსვლაზე შოტლანდიური კაბები გვეცვა, ამ იდეამაც აღგვაფრთოვანა.


 















დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?