Stay With Me - „X ფაქტორის“ 19 წლის კონკურსანტმა გარდაცვლილ შეყვარებულს უმღერა

X ფაქტორი

16 მარტი 15:10, 2016 წელი

მეგაპროექტ „X ფაქტორის“ მეორე შესარჩევ ტურზე 19 წლის ცირა ყურადღების ცენტრში სცენაზე ასვლამდე მოექცა. მიზეზი მისი გამორჩეული გარეგნობა გახლავთ, რაც არც გიორგი გაბუნიას დაუტოვებია უკომენტაროდ.


ჟიურის წინაშე წარდგა თუ არა, გიორგი გაბუნიამ მაშინვე აღნიშნა - „პირველი ეფექტი უკვე არის!“. მონაწილემ გამოსვლა შეყვარებულს მიუძღვნა.
სიმღერის „stay with me“-ს შესრულების შემდეგ ვერც ნიკა გვარამიამ შეიკავა ემოცია, სცენაზე ავიდა და კონკურსანტს ჩაეხუტა.
„შენს შეყვარებულს არაფერი სცოდნია. შენს ადგილას სხვა სიმღერას ვუმღერებდი“, - მიმართა გაბუნიამ ცირას და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ კონკურსანტი გარდაცვლილ შეყვარებულს უმღეროდა.
„19 წლის ასაკში უკვე შენი ბიოგრაფია გაქვს“, - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ მონაწილე. „ეს იყო ძლიერი ქალის დრამა, სადაც ყველანაირი ხასიათი იყო ნაჩვენები“, - აღნიშნა ნინა სუბლატმა.
„შენ დღეს ორი ადამიანის სათქმელი თქვი“, - ამ სიტყვებით შემოიფარგლა ჟიურის ყველაზე კრიტიკული წევრი, გიორგი გაბუნია.


ემოციური ნომრის შემდეგ Funtime-მა ცირას კულისებში რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
- ეს თქვენთვის პირველი მუსიკალური კონკურსია?
- კი, ასეა. ამ დრომდე კონკურსებში მონაწილეობა არ მიცდია, რადგან  საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ვიყავი, მხოლოდ მეგობრების წრეში თუ ვიმღერებდი. ახლა კი ოჯახის დაძალებით გადავწყვიტე, კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა. „X ფაქტორი“, ალბათ, დამეხმარება იმაში, რომ ჩემი ცხოვრება სხვა ეტაპზე გადავიყვანო.
- საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება როგორ გრძელდება?
-
ჩვენ ერთი წელი ვიყავით ერთად... ის ადამიანი ორი თვის წინ გარდაიცვალა. ძალიან მიჭირს მის გარეშე. განსაკუთრებით კი დილით, როცა თენდება და მინდა, რომ დავურეკო, მოვიკითხო და დღე ერთად დავგეგმოთ. რთულია იმის გაცნობიერება, რომ ის ჩემ გვერდით აღარაა... მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ზუსტად ვიცი, რომ მას ჩემი ცუდად ყოფნა არ გაუხარდებოდა. გრძნობებში ორივე დარწმუნებულები ვიყავით. ძალიან მგულშემატკივრობდა და ყოველთვის უნდოდა, რომ სიმღერაში წარმატებისთვის მიმეღწია. „X ფაქტორში“ გამოსასვლელად ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და სტიმული სწორედ ის ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ მისი თხოვნა შევასრულე. ჩემს შეყვარებულს უნდოდა, რომ ყველაზე მაგარი, ლამაზი და წარმატებული გოგო ვყოფილიყავი და მინდა, ეს მოლოდინი გავამართლო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?