პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენის დათუნა ლაზარიშვილის ემოციური შესრულების შემდეგ მაიკომ „Funtime“-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა:
- დათუნას ეკრანზე დანახვის შემდეგაც არანაკლები ემოცია დამეუფლა. შესარჩევ ტურზე დარბაზში რომ ვიჯექი, ნერვიულობისგან გათიშული ვიყავი. ეკრანზე კი გააზრებულად ვუყურე ჩემს შვილს და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მართლა მაგრად უმღერია.
- დათუნამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვოკალში არასდროს მეცადინეობთ...
- კი, ნამდვილად ასეა. არ მინდა, ამბიციურ ნათქვამში ჩამეთვალოს, მაგრამ მაინც გეტყვით: რომ არა უფლისგან ბოძებული ნიჭი, ჩემს შვილს ვერანაირი პროფესიონალი დედა და მამა ვერ ასწავლიდა ამდენს. დათუნა საკუთარ თავზე თვითონ მუშაობს. მე კი საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ შესწორებები შემაქვს. ერთადერთი ადამიანი ვარ, ვის რჩევასაც ყოველთვის ითვალისწინებს.
- მკაცრი დედა ხართ?
- კი, ტყუპებთან საკმაოდ მკაცრი ვარ. ბიჭები არიან და მათთან ცოტა სიმკაცრე მმართებს, რაც ჩხუბში არ გამოიხატება. მათთვის ჩემი სიტყვა კანონია.