მიშა სულუხია - სულ სხვა ადამიანი „X ფაქტორის” სცენაზე

X ფაქტორი

14 აპრილი 18:30, 2016 წელი

საზოგადოებამ მიშა სულუხია პროექტ ,,ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. მანამდე იყო ,,ნუცას სკოლა“, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და არავის გაჰკვირვებია, როცა მიშა ,,x ფაქტორის“ სცენაზე ჟიურის წევრებმა ვერ იცნეს.


- მიშა,
საზოგადოება მხოლოდ კონკურსებზე გხედავს, შემდეგ კი ქრები. რატომ ხდება ასე?
- გულწრფელად გიპასუხებთ. კონკურსიდან კონკურსამდე იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემი მუსიკალური პოტენციალის ფართოდ გაანალიზება და გამომზეურება ვერ მოვახდინე. უბრალოდ, ამის საშუალება არ მომეცა, თორემ არც ვინმეთი უკმაყოფილო ვარ და არც ვინმეზე ნაწყენი. გვიან მოვედი აზრზზე და მუსიკაში რაც მომწონს, ესეც მოგვიანებით დავაფიქსირე. ჯერ იყო „ნუცას სკოლა“, შემდეგ საზოგადოებას „ვარსკვლავების აკადემიიდან“ დავამახსოვრე თავი, სადაც ჩემს გემოვნებასთან დიდი კონფლიქტი მომივიდა. მუსიკალურად და ვიზუალურად რაც ვიყავი, არ მომწონდა. ამიტომ სულ სხვა ადამიანი გავხდი. „X ფაქტორის” სცენაზე ჟიურის წევრებმა ვერც კი მიცნეს.


- როგორ ფიქრობ, „X ფაქტორი“ რა როლს ითამაშებს შენს მუსიკალურ კარიერაში?
- მინდა ბევრი ტური გავიარო და რაც დაგეგმილი მაქვს, მაყურებელს ყველაფერი ვაჩვენო. თუ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა, არ გამოვრიცხავ, რომ გამარჯვებამდეც მივიდე.


- „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ რას მოღვაწეობდი?
- ბევრი ვიმოგზაურე, ბოლო პერიოდში სწავლასაც მივხედე. შვეიცარიაში ბაროკოს მუსიკალურ აკადემიაში ჩავაბარე, რომელიც იმ ცნობილი მიზეზის გამო ვერ დავამთავრე, რაც მაყურებელმა პროექტის სიუჟეტში ნახა.


- სწავლის შეწყვეტის და საქართველოში დაბრუნების მხოლოდ დედა იყო?
- კი, დედას ონკოლოგიური დაავადება აქვს. მას ჩემი გვერდში დგომა და ყურადღება სჭირდებოდა და აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი. ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსს გადის. იმედი მაქვს, დაავადება უკან დაიხევს. მისი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ის ჩემთვის ერთადერთი ადამიანია, რადგან 3 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამა მეხსიერებაშიც არ დამრჩა. ჩემს მუსიკალურად განვითარებასა და მამაკაცად ჩამოყალიბებაში დედას, მაია მილორავას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ის პროფესიით მსახიობია. 15 წლის განმავლობაში მუსკომედიის თეატრის სცენაზე თამაშობდა, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა.


- როგორც ვიცი, დედა დაოჯახდა. ამის შესახებაც გვიამბე...
- დედამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, ცხოვრება თავის მკურნალი ექიმისთვის დაეკავშირებინა და შესანიშნავი ოჯახი შექმნა. მათი სყვარულის ისტორია ლამაზი ფილმის სიუჟეტს ჰგავს და ბედნიერი ვარ. დედა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ჩემი ყურადღება და მზრუნველობა არც ახლა აკლია.


- შენ თუ გყავს შეყვარებული?
- ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. მომწონს გოგონები, რომლებსაც ინტელექტი აქვთ და არა ზედაპირული თვისებები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?