ბარბარა სამხარაძე: „ძალიან მინდა, საკუთარი ბენდი მყავდეს და რომელიმე ბარში ვმღეროდე“

X ფაქტორი

19 აპრილი 19:40, 2016 წელი

გუშინ „X ფაქტორის“ მესამე შესარჩევ ტურზე კლუბ „ვანსაიდში“ კონკურსანტების საგულშემატკივროდ „რუსთავი 2“-ის სხვა პროექტების მონაწილეებიც მრავლად იყვნენ. მათ შორის „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარა სამხარაძეც გახლდათ, რომელმაც „Funtime“-თან თავის გეგმებზე ილაპარაკა.


- ბარბარა, „ვანსაიდში“ ხშირად ხარ. ვინმეს გულშემატკივრობ?
- გიორგი ლაფაჩიშვილს არაამქვეყნიურად ვგულშემატკივრობ. შესარჩევ ტურზე რომ ვნახე, მისი შესაძლებლობებით მაშინვე მოვიხიბლე, კულისებში შევედი და ვუთხარი, მაგარი ბიჭი ხარ-მეთქი. მერე კი სოციალურ ქსელშიც დავმეგობრდით და აღმოჩნდა, რომ გიორგი ჩემი ფანი ყოფილა. გიორგის გარდა, დათუნა ლაზარიშვილსაც ვგულშემატკივრობ, ვაფრენ მაგ ბავშვზე. „Funtime“-მა ქართველ ჯასტინ ბიბერზე - ლუკა ფიფიაზე რომ დაწერა, ეგეც საოცარი ბავშვია. გიგი ადამაშვილის გულშემატკივარიც ვარ.


- შენს კარიერაში რა სიახლეებია?
- განსაკუთრებული სიახლე ჯერ არაფერი მაქვს. ძალიან მინდა, საკუთარი ბენდი მყავდეს და რომელიმე ბარში ვმღეროდე, მაგრამ ამის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. შემოთავაზებები არის, მაგრამ სიმღერიდან სტაბილური შემოსავალი არ მაქვს. კონცერტებზე კი მეძახიან, მაგრამ ერთი სიმღერის ფასად ოთხი სიმღერის შესრულებას მთხოვენ.


- „ნიჭიერში“ მოგებული სახლის მშენებლობა დასრულდა?
- ჯერ არა, ამიტომ ამჟამად თბილისში, დეიდასთან ვცხოვრობ.


- ახლა სკოლას აცდენ?
- კი, ამ ეტაპზე ასე მიწევს, მაგრამ ჩემი სკოლის დირექტორი ძალიან მიწყობს ხელს. შენს საქმეს არ მოწყდეო, მეუბნება. ლაგოდეხშიც ხშირად ჩავდივარ. ოჯახს და კლასელებს ვნახულობ ხოლმე. აქ სულ სხვა ვარ და როცა სოფელს ვუბრუნდები, თავს ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ. 


- რა გეგმები გაქვს?
- მეათე კლასში ვარ და ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ისე, ალბათ, პოგრამისტობა უფრო მინდა. ჩემი სახლის მშენებლობა რომ დასრულდება, იქ გადავალ საცხოვრებლად. უკვე ვიცი, როგორ მოვაწყობ ბინას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?