გიგი ადამაშვილი: „ნიკა გვარამიამ შეურაცხყოფა მომაყენა“

X ფაქტორი

31 მაისი 18:00, 2016 წელი

მეგაშოუ „X ფაქტორის“ გუშინდელ ლაივკონცერტზე ნიკა გვარამიას მწვავე კრიტიკის მსხვერპლი გიგი ადამაშვილიც გახდა. მან კონკურსანტს „მარტის კატა“ უწოდა, რამაც გიგიც და მისი მენტორი სოფო ნიჟარაძეც გააღიზიანა. საბოლოოდ ადამაშვილის გამოსვლასჟიურის მაგიდასთან კამათი მოჰყვა. Funtime გიგის კულისებში გაესაუბრა.

- გიგი, მენტორებისგან დადებითი შეფასებებით განებივრებული ხარ. როგორ ფიქრობთ,  ნიკამ რატომ გაგაკრიტიკა?
- ვერ გეტყვით, რომ დადებითი შეფასებებით ნიკა გვარამიასგანაც ყოველთვის განებივრებული ვიყავი. კრიტიკასაც და ნებიმისერი სახის შენიშვნასაც მივიღებ, მაგრამ შეურაცხყოფას - ვერასდროს. არ მაინტერესებს ვინ ვინ არის. ნიკამ შეურაცხყოფა მომაყენა. ეს არის მუსიკალური პროექტი და არა ზოოპარკი. ვიღაცას მოსწონს ჩემი ნამღერი, ვიღაცას არა, მაგრამ ვიღაც თუ ცხოველებზე ფიქრობს, ეს უკვე მისი პრობლემაა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.


- აპირებ, ნიკა გვარამიას უპასუხო?
- არა, შეურაცხყოფას დუმილით ვუპასუხებ. ჩემზე ასეთი შემთხვევები ძალიან ცუდად მოქმედებს, რადგან არ ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია, შეურაცხყოფა გაატაროს და კიდევ უფრო გაძლიერდეს. მე უფრო მეტად ვერ გავძლიერდები, გიგი ვარ - ვიღაცისთვის მაგარი და ვიღაცისთვის სუსტი. კიდევ გავიმეორებ, კრიტიკას ვღებულობ, მაგრამ შეურაცხყოფას - არა.


- ამ ფაქტმა თქვენ შორის ურთიერთობა დაძაბა?
- ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ისაა, რომ ის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია, მე კი მისი არხის პროექტის რიგითი მონაწილე. ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ შეურაცხყოფას ასეთი პიროვნებისგანაც ვერ მივიღებ. ოთხივე მენტორს დიდ მადლობას ვუხდი. მეხუთეს კი დუმილით ვპასუხობ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?