13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე ფინანსურ ზარალსა და დანაკარგს განასახიერებს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ვერძისთვის მძიმე პერიოდი იწყება. ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მოთხოვნები და ფული ეკონომიურად ხარჯოთ.


კურო
ამ დღეს საყვარელი ადამიანის დაკარგვის უმიზეზო შიში შეგიპყრობთ. გახსოვდეთ, უბედურება შეიძლება სწორედ თქვენი შიშით მოიზიდოთ. გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.


ტყუპები
მძიმე დღეა. თქვენში უეცრად გაიღვიძებს მტაცებლის ინსტინქტი, უზომო მადა, ჩხუბისა და ავანტიურების სურვილი. გახსოვდეთ, ამ დღეს საშიშია მრისხანებისა და ღორმუცელობის გამოვლენა, თმის შეჭრა, ქირურგიული ოპერაციები და მჯდომარე ცხოვრების სტილი. ეცადეთ, თავშეკავებულობა და სიფრთხილე გამოიჩინოთ ყველასა და ყველაფრის მიმართ.


კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარი სასარგებლოა სარეკლამო კამპანიის წარმოებისთვის, რადგან შეიძლება თქვენი ხმა მილიონებმა გაიგონ. ამ დღეს შეგიძლიათ, ადამიანებსა და საზოგადოებრივ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთ. უცნაურია, მაგრამ ამჟამად, შორს მყოფ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა უფრო გიადვილდებათ, ამიტომ სწორედ ასეთ პარტნიორებს უნდა დაეყრდნოთ.


ლომი
ეს დღე არ გამოდგება ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ჩინოვნიკებისა და საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობა სჭირდება. აუჩქარებლად და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. სამსახურებრივ საკითხებში საჭიროა წესრიგი და დისციპლინა, ოჯახური პრობლემების მოგვარებისთვის კი მთავარია ფინანსურ საკითხებში გარკვევა.


ქალწული
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საქმიანი კონტაქტების გამოჩენა, რაც თქვენს ბიზნესს უახლოეს მომავალში სერიოზულ მოგებას მოუტანს. მთლიანობაში, დღე შედეგიანი იქნება, მაგრამ, თუ მოვლენებს დააჩქარებთ, შეიძლება იზარალოთ კიდეც.


სასწორი
დღის პირველ ნახევარში საქმიანი კონტაქტები გელოდებათ, რაც თქვენს ბიზნესს სერიოზულ წარმატებას მოუტანს უახლოეს პერიოდში. შესაბამისად, ხვალ, შუადღემდე შედეგიანი დღე გელოდებათ, მაგრამ, თუკი სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შესაძლოა, ბევრი დაკარგოთ.


მორიელი
ხვალ კრიტიკული დღე გელოდებათ. ნეგატიური ემოციები, კონფლიქტები არ გამოირიცხება, როგორც სახლში, ისე სამსახურში. თქვენთვის აუცილებელია, ისწავლოთ ნეგატიური ხარისხის შეჩერება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ეს დღე არ არის შესაფერისი მნიშვნელოვან დოკუმენტებზე სამუშაოდ. ასევე, არ გირჩევენ ახალი ნაცნობობის დაწყებას.


მშვილდოსანი
ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოთ, პლანეტების დისონანსი ნაკლებსავარაუდოა, დაგეხმაროთ. ეს დღე შესაფერისი არ არის ინვესტიციებისა და მნიშვნელოვანი ნივთების შესაძენად. ფულის გაუთვალისწინებელი ხარჯვა ცუდ შედეგს მოგიტანთ. შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. გამოიჩინეთ სიფრთხილე მედიკამენტების მიღების დროს. არ მიიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე და ისეთი საკვები, რომელიც ღვიძლისთვის საზიანოა.


თხის რქა
შესაძლოა, თქვენი კაპიტალის ნაწილი დაკარგოთ, ან ის თანხა არ მიიღოთ, რასაც ელოდით. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ საკუთარ ფინანსებთან მიმართებაში, არ ასესხოთ ფული სხვებს და ნუ მიმართავთ სწრაფად გამდიდრების მეთოდებს, რადგან არ გამოირიცხება, პრობლემები შეგექმნათ.


მერწყული
ყველანაირი შანსი გაქვთ, ბიზნესსა და ფინანსებში საკუთარი პროგნოზები გააკეთოთ. ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე. პარტნიორთან კონტრაქტს სასურველია, 2018 წლის 14 იანვრამდე მოაწეროთ ხელი.


თევზები
ამ დღეს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი და სკანდალური სიტუაციები გელოდებათ. სასურველია, დროებით გადადოთ დირექტორთან სერიოზული საუბრები და საკამათო საკითხების გარკვევა. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში შესანიშნავი დღე გელოდებათ. სამსახურებრივ პრობლემებზე ფიქრის დაძლევაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?