19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სავარაუდოდ, ყიდვა-გაყიდვის საკითხებთან დაკავშირებით უსიამოვნება გელით. ვალების გადახდის დრო მოახლოვდა. ამჟამად, ფინანსური მანიპულაციები კატეგორიულად აკრძალულია. მხოლოდ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ გამოვლენილი სამართლიანობა დაგამშვიდებთ.


კურო
ახალი წლის დასაწყისი ბევრი კუროსთვის ახალი და წარმატებული საქმის საწყისად იქცევა, რაც საკუთარი თავითა და ნიჭიერებით სიამაყის საფუძველს მოგცემთ. საქმის დაწყების წინ, ობიექტურად შეაფასეთ ჩატარებული სამუშაო, სამომავლო მოქმედებების გეგმა დასახეთ და რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობა შეინარჩუნეთ.


ტყუპები
მიზნების განხორციელების დღეა, რაც თქვენს კარიერაზე სასიკეთოდ აისახება. როგორ რთულ საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, იოლად და წარმატებით გაართმევთ თავს. დადგა ჩანაფიქრის განხორციელების დრო. ნუ შეშინდებით - ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან. ყველაფერმა, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, წარმატება და კმაყოფილება უნდა მოგიტანოთ.


კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ შეფმა ახალი საქმეები დაგავალოთ და დირექტივებით აგავსოთ, ამიტომ მოსაწყენად არ გეცლებათ. კოლეგებთან წუწუნს არ გირჩევთ - თქვენი პრობლემებით არავინ დაინტერესდება.


ლომი
დღე, რომელიც აგრესიისა და კონფლიქტური სიტუაციების შეკავებას განასახიერებს, ფინანსური თუ იურიდიული საკითხების განხილვისთვის შესაფერისია. პარტნიორებს თქვენი თავდაჯერებულობით, სერიოზულობითა და საიმედოობით მოხიბლავთ. მზად იყავით ახალი ვალდებულებების ასაღებად. სამომავლოდ ნუ გადადებთ ძვლებსა და სახსრებზე ოპერაციებს და კბილების პროთეზირებას.


ქალწული
შემოქმედებით ადამიანებს წარმატება ელით. ჩვეულ სამუშაოსაც კი მსუბუქად და აღმაფრენით ასრულებთ. თავს ნუ ისაწყლებთ და საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ დააფასეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, მიაღწიოთ ხელფასის მომატებას, თანამშრომელთა პატივისცემასა და ოჯახში გაგებას, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.


სასწორი
ამ დღეს აზრების გაკონტროლებას შეძლებთ. შეგიძლიათ, გამოასწოროთ სიტუაცია და გარშემომყოფებზე გავლენა მოახდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ ძველ საქმეებზე მუშაობა. ახალი იდეები გაგიჩნდებათ და ნუ მოერიდებით მათ გასაჯაროებას.


მორიელი
ამ დღეს დედმამიშვილებთან და მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობა გექნებათ. საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად შესაძლოა, სიძუნწე გამოიჩინოთ, თუმცა, გარკვეული თანხის დახარჯვა მაინც მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში რთული საკითხების განხილვა არ ღირს.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს სოლიდური თანხა დაკარგოთ. მშვილდოსნების უმეტესობისთვის აუცილებელია, ყურადღება გამოიჩინონ პარტნიორის მიმართ და ცვლილებები შეიტანონ გეგმებში, რადგან შეცდომებმა და ილუზიებმა შესაძლოა, საკმაოდ დიდი პრობლემები შეგიქმნათ.


თხის რქა
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ყველა მიღწევა, როგორც პროფესიაში, ისე საზოგადოებაში, მხოლოდ წარსულში მიღებული მიღწევების გამოცდილებას ეფუძნება. დროა დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.


მერწყული
არ გამოირიცხება, რომ ამბიციური კოლეგები ან ნაცნობები თქვენს დამცირებას შეეცდებიან საკუთარი უპირატესობების წარმოსაჩენად. ნუ დახარჯავთ საკუთარ ენერგიას კონფლიქტებზე. გახსოვდეთ, რომ ხშირად, სხვისი წარმატებები ყველაზე მეტად გარშემომყოფებს აღიზიანებთ. სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ საკუთარი მოსაზრება კამათისა და დისკუსიის დროს და შესანიშნავი ინტუიციური შესაძლებლობები, რაც პრაქტიკული უნარების ჩანაცვლებაში დაგეხმარებათ.


თევზები
სამსახურში ბევრი საქმე გელოდებათ. დროის დეფიციტი ახლობელ ადამიანებთან პრობლემებს შეგიქმნით. გადახედეთ საკუთარ სისტემას და ცხოვრების ყველა ეტაპზე შეეცადეთ, ახალი გამოცდილება მიიღოთ. იქნებ, იპოვოთ „ოქროს შუალედი“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?