10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
საკმაოდ რთული პერიოდია, რადგან ვიღაც ჭორებისა და ცილისწამების გავრცელებით თქვენი ავტორიტეტის შელახვას ცდილობს. არ იდარდოთ - ეს ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანების ხვედრია. სიბრძნე გამოიჩინეთ და წინ იარეთ. წარმატება და აღიარება მალე მოვა.


კურო
ამ დღეს ბევრ კუროს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემა. წლის დასაწყისში ჩატარებული სამუშაო აუცილებლად შედეგს მოიტანს. დაეხმარეთ საკუთარ ბედს და აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.


ტყუპები
ეს დღე ყველა მიმართულებით გაუცხოებასა და უნდობლობას განასახიერებს - ოჯახურ ურთიერთობებში, ფინანსური ოპერაციებისა თუ ბიზნესშეთანხმებების გაფორმებისას. გაითვალისწინეთ, რომ ეჭვები უსაფუძვლო არ არის, ამიტომ მოერიდეთ საქორწინო თუ სადაზღვევო კონტრაქტის გაფორმებას და ფინანსური შეთანხმებების დადებას. ეცადეთ, ცხოვრებისეულ სიახლეებთან შეგუება ისწავლოთ.


კირჩხიბი
ეცადეთ, საჭირო კონტაქტები დაამყაროთ - ეს დაგეხმარებათ, სადმე საქმიანი ვიზიტით გაემგზავროთ. მზად იყავით იმისთვის, რომ დამატებითი ვალდებულებების აღება და ბიზნესში ფულის ჩადება მოგიწევთ.


ლომი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები, ახალი მიზნები და ინტერესები გაჩნდება, რაც ნიშნავს, რომ თავადაც იცვლებით  და უნდა მოიფიქროთ, როგორი იყოთ სხვების თვალში, რომ დროის მოთხოვნებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეთ. დროა, გეგმებში კორექტივები შეიტანოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.


ქალწული
შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალმა მშვიდი და აუღელვებელი ქალწულების ცხოვრებაში ემოციების მოზღვავება გამოიწვიოს. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და ნერვიულ გადაღლას.


სასწორი
ამ დღეს ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. წარმატებული იქნება თქვენ მიერ ჩატარებული ფინანსური მაქინაციები. მუხლჩაუხრელი შრომა დადებითად აისახება თქვენს ბიზნესზე და სამსახურებრივ წინსვლაში დაგეხმარებათ.


მორიელი
მოულოდნელად სამსახურებრივი საქმე გამოგიჩნდებათ, არ გამოირიცხება, მივლინებაშიც მოგიწიოთ წასვლა, სადაც საინტერესო ადამიანს შეხვდებით და გაიცნობთ. უამრავი კომუნიკაცია, საუბარი და სატელეფონო ზარის განხორციელება მოგიწევთ. იმისთვის, რომ დოკუმენტების გამო ნერვიულობა თავიდან აიცილოთ, ნუ მიანდობთ მათ თქვენს მდივანს.


მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ თვითრეალიზაციისთვის შესანიშნავი პერიოდი დგება, თქვენი ფინანსური წარმატება საკმაოდ არასტაბილური იქნება. ვარსკვლავები არ გირჩევენ გარისკვას და გადაუმოწმებელ პროექტებზე მუშაობის დაწყებას. სპეკულაციებსა და ავანტიურებზე წასვლას მოერიდეთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით სამართლიანი და გულწრფელი იყოთ. ეს გონივრულ ქმედებებში დაგეხმარებათ. კარგია, თუკი ამ თვისებებს მუდმივად გამოავლენთ, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კონფლიქტებსა და ზედმეტ პირდაპირობას, ემოციებისა თუ სიმკაცრის გამოხატვის დროს.


მერწყული
ამ დღეს გარშემომყოფებისგან მიღებულ ინფორმაციას კარგად აითვისებთ და ათვისებული ინფორმაციის საფუძველზე სრულიად ახალი, ორიგინალური გამოსავლის მოძებნას შეძლებთ. შეიგრძენით საკუთარი ძალაუფლება რეალობაზე და სამომავლო მიღწევები სულ უფრო ახლოს იქნება თქვენთან.


თევზები
ოჯახში ბედნიერი მოვლენები გელოდებათ. სასიყვარულო და ბიზნესსაქმიანობაში კი ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. თამამად მოაწერეთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?