13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სავარაუდოდ, პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. შესაფერისი დროა ერთგული და საიმედო მეგობრების შესაძენად. ამჟამად ყველაზე მეტად მოთმინება და თავშეკავება გმართებთ.  სიჯიუტე და პრინციპულობა მხოლოდ დაგაზარალებთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ.


კურო
ეს დღე გაურკვევლობასა და დაბნეულობას განასახიერებს. ბედი გამოცდას გიმზადებთ. მთავარია, წინასწარ განსაზღვროთ ამ სიტუაციაში თავი როგორ დაიზღვიოთ. გირჩევთ, მეგობრული კავშირი სასიამოვნო საჩუქრით განამტკიცოთ და კოლეგებთან ურთიერთობა დაალაგოთ. ეცადეთ, ძველი წყენა დაივიწყოთ და გაიხსენოთ გრძნობა, რომელიც ოდესღაც გაკავშირებდათ.


ტყუპები
რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული. შესაძლოა, ეს ახლობელი ადამიანების ბედი ან მასშტაბური პროექტი იყოს. „კუთხეში მომწყვდეული“ ხართ და რთული ოჯახური თუ ფინანსური პრობლემიდან გამოსავლის პოვნას ცდილობთ.


კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება, ბრაზილიური სერიალის მსგავსად, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებითაა სავსე. გიჭირთ საყვარელ ადამიანთან შეთანხმების მიღწევა. ეცადეთ, შეეგუოთ, რომ ამ  დახლართული და გაუგებარი სიტუაციიდან დაზარალებული თქვენ დარჩებით.


ლომი
დღის პირველ ნახევარში იღბალი თქვენს მხარეს იქნება, თუმცა მეორე ნახევარში გზაზე უსიამოვნება გელით. გამორიცხული არაა საბუთების დაკარგვა და სწავლის პროცესში სირთულეები. აზრთა სხვადასხვაობის გამო, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდება. სამომავლოდ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი ქმედებები ხელმძღვანელობასთან და ახლობელ ადამიანებთან შეათანხმოთ.


ქალწული
ბასრ და მჩხვლეტავ ნივთებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაუფრთხილდით გულსა და ხერხემალს. თვის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, დატვირთვა გაზარდოთ, თუმცა სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მოერიდეთ.


სასწორი
ეს მაგიური დღეა. ფსიქოლოგიურად კონცენტრირება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, უიმედობისა და ღალატის შეგრძნება დაგეუფლოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ შეთანხმების დარღვევას. ამიტომ, ნუ ისაუბრებთ ზედმეტად და ტყუილად დაპირებებს ნურავის მისცემთ.


მორიელი
პლანეტების განლაგება სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ. თქვენსა და თქვენს საყვარელ  ადამიანს შორის ძალიან სერიოზული საუბარი შედგება, რომელიც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ. შესაძლოა, ჯანმრთელობისა და ფინანსების სფეროსთან დაკავშირებით  მოგიწიოთ ნერვიულობა. მოერიდეთ ნერვული სისტემის გადატვირთვას. კარგი იქნება, თუკი შინაურ ცხოველს შეიძენთ, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი
თქვენი აქტიურობის დამსახურებით, კარიერაში წინსვლა გელოდებათ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ და გირჩევენ, უფრო დაფიქრებულად იმოქმედოთ. გარისკვით, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს თქვენი ცხოვრება ან სამუშაო ადგილი.


თხის რქა
ზარმაცი და უყურადღებო თხის რქები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან. სირთულეების გადალახვის შემთხვევაში, ბედისწერა დაგაჯილდოებთ. მთავარია, ამ გამოწვევის წინაპირობა კეთილდღეობა, წესრიგის დამყარება და სამართლიანობა იყოს.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია მნიშვნელოვანი ნივთის შესაძენად. თქვენ მიერ შეძენილი ნივთები საკმაოდ ორიგინალური და უჩვეულო აღმოჩნდება. სიახლე - მერწყულების ინტელექტისთვის მთავარი საკვებია, ამიტომ ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ უმეტესად წიგნებს ან რაიმე ინფორმაციის მატარებელ ნივთს შეიძენთ.


თევზები
შორეული მეგობრისგან ან ნაცნობისგან ახალ ამბავს შეიტყობთ. ნამდვილი სიურპრიზი გელოდებათ. მოახლოებულ დღესასწაულზე (ვალენტინობა) შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ. თუკი პირად ცხოვრებაზე თქვენი ინტერესები დაემთხვევა, იმოქმედეთ გონივრულად და თავშეკავებით. ადამიანების იდეალიზება საჭირო არ არის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?