ვერძი
ამჟამად წარმატება და იღბალი თქვენი განუყრელი თანამგზავრია. ახლოვდება რამდენიმე მოულოდნელი, საინტერესო და სავარაუდოდ, თქვენთვის მომგებიანი მოვლენა. შეგიძლიათ, ეს დრო სახლის მშენებლობას, მცირე წარმოების გახსნას ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას დაუთმოთ.
კურო
მოსალოდნელია, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კონტაქტების გააქტიურება. შესაბამისად, მოიმატებს მოთხოვნა მაღალი კლასის თარჯიმნებზე, მენეჯერებსა და პოლიტოლოგებზე. გირჩევთ, უარი არ თქვათ დაგეგმილ მოგზაურობასა და მისიონერულ პროგრამებზე, რადგან ასეთი შესაძლებლობა დიდხანს აღარ გექნებათ.
ტყუპები
კარგი დღეა მომავლის გეგმებში კორექტივების შესატანად. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ, თორემ პრობლემებს გააღრმავებთ.
კირჩხიბი
ემოციური გადაღლის გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. თუ ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, პრობლემა დიდხანს არ გასტანს, თუმცა მაინც ერიდეთ შებოლილ და ცხიმიან საკვებს. გაითვალისწინეთ, რომ „მუცლის ცეკვა“ მხოლოდ ფიგურის დახვეწასა და განწყობის ამაღლებაში კი არა, საჭმლის მონელებაშიც დაგეხმარებათ.
ლომი
ეს დღე განახლებას განასახიერებს, ამიტომ ლომებს ჩვეული ცხოვრების წესში სიახლეების შეტანა მოუნდებათ. მათი მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება მყისიერად შეიცვალოს. ერიდეთ ავანტიურებს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მეტისმეტად „თავისუფალი“ და ბოჰემური ცხოვრების წესმა ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვიოს.
ქალწული
მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ემოციური გადაღლა. შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ და წონის კლება დაგეწყოთ. გირჩევთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ.
სასწორი
კარიერული წინსვლა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეძებოთ ახალი ინტერესები და ახალი ადამიანები ცხოვრებაში. მომავალს ოპტიმისტურად შეხედეთ.
მორიელი
ვარსკვლავები კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ. ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა, რამაც ბოლო დროს დაგაინტერესათ, შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდეს. ახალ გატაცებაზე დამოუკიდებლად იმუშავეთ და გამოიჩინეთ კრეატიულობა.
მშვილდოსანი
პარტნიორთან ურთიერთობაში, არ გამოირიცხება კონფლიქტები და გაუგებრობა. ფინანსური პროექტები ნელი ტემპებით განვითარდება. დაკმაყოფილდით თუნდაც, მცირედი ფულადი მოგებით, რადგან სწრაფი აფრენით მატერიალურ კეთილდღეობას ვერ მიიღებთ.
თხის რქა
საფრთხის მომენტში ვარსკვლავები დაგეხმარებიან და საკუთარ ძალებში, თანამშრომლებსა და დამხმარე ადამიანებში თავდაჯერებულობას შეგმატებენ. იმისთვის, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოხვიდეთ, აუცილებელია პრობლემის გადაწყვეტა იდეოლოგიურ დონეზე.
მერწყული
ამ დღეს, სხვა დღეებთან შედარებით, გააქტიურდებით. გადაწყვეტთ, თქვენი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმაოთ. შესაძლოა, წინანდელთან შედარებით, უფრო მომთმენი და ჯიუტიც იყო. ცოდნის დაგროვებასთან ერთად, თქვენი გარეგნობაც შეიცვლება. ეს პერიოდი ბევრ რამეს გასწავლით, ამიტომ ისარგებლეთ ინფორმაციითა და კონტაქტებით. ახლობელი ადამიანების რჩევები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
თევზები
სამსახურში ცვლილებები გელოდებათ, ამიტომ არ ღირს, გამოეყოთ თანამშრომლებს. თუკი მოვლენები კარგად განვითარდება, ფულადი ჯილდო გელოდებათ. გონივრული ქმედებების შემთხვევაში, საკუთარი სურვილების რეალიზებას შეძლებთ.