4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე გაუგებრობასთან და უსამართლობასთან ასოცირდება. შესაძლოა,  სიტუაცია ისე განვითარდეს, როდესაც სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს. მოერიდეთ საჯარო გამოსვლებს და კოლეგებთან კამათს. ნუ ჩაერთვებით სხვის ინტრიგებში, რადგან დამნაშავე თქვენ აღმოჩნდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მოგზაურობა გადადოთ, რადგან შორ გზაზე მგზავრობა თქვენს ჯანრმთელობას, ემოციურ მდგომარეობასა და საფულეს დააზარალებს.


კურო
მოზარდ კუროებს ვარსკვლავები შესანიშნავ დღეს ჰპირდებიან: თქვენი ახალი პროექტები და წამოწყებები წარმატებულად ჩაივლის. მთავარია, რა უნდა გააკეთოს დედ-მამამ მოზარდი შვილებისთვის - დაეხმაროს არჩევანის გაკეთებაში მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით (კარგი იქნება მიმართულებასთან). და, რა თქმა უნდა, ჩაერთეთ სხვადასხვა წრეებში, კურსებზე, სპეცსკოლებში, სადაც შეძლებთ ცოდნისა და უნარების მიღებას, რომლებიც თქვენი მომავალი პროფესიული ქმედებებისთვის აუცილებელია.


ტყუპები
ამ დღეს ოჯახურ ურთიერთობებს სულ სხვა კუთხით დაინახავთ. თუკი ადრე კეთილდღეობაში დარწმუნებული იყავით, ახლა საეჭვიანოდ მიზეზი გაგიჩნდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩამოყალიბდეთ, რა გსურთ, სცადოთ მიიღოთ გადაწყვეტილება და ენერგიულად მოეკიდოთ საქმეს. შესაძლოა, სწორედ ის უსიამოვნებები შეგექმნათ, რომლისაც ძალიან გეშინოდათ, თუმცა, პრობლემებს მარტივად გაუმკლავდებით.


კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს რაღაც ახალი და საინტერესო სამუშაო, უჩვეულო გატაცება, ლამაზი სიყვარული... აშკარად გიმართლებთ, თანაც ისე, როგორც არასდროს. გამოიყენეთ ეს შანსი! იღბალი ასე ძალიან ყოველთვის არ გაგახარებთ.


ლომი
ეს დღე შფოთვასა და გადატვირთულ ემოციებს უკავშირდება. შესაძლოა, გადააწყდეთ ინტერესებს, კონფლიქტებს და ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც თავის დაცვა მოგიწევთ. საშიშია ცხელ ნივთებთან ახლოს ყოფნა და გაუმართავ ტექნიკასთან მუშაობა. ოჯახურ ურთიერთობებში მოერიდეთ კამათს, დაძაბულობასა და უადგილო ხუმრობებს.


ქალწული
არ გამოირიცხება, სამსახურში ზედმეტად გადაიტვირთოთ, რაც თქვენი ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. შესაძლოა, ურთიერთობა დაგეძაბოთ მშობლებთან. შეეცადეთ, მოაგვაროთ კონფლიქტი და ნუ გამოთქვამთ პრეტენზიებს ახლობელ ადამიანებთან შეხვედრის დროს.


სასწორი
ეს დღე სულიერ სიმშვიდეს, ზნეობრივ სიწმინდეს, ეჭვების დაძლევას უკავშირდება. შეეცდებით, ახალი ცოდნა მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, განთავისუფლდეთ ზედმეტი ფიქრებისგან, რომლებიც არსებობასა და განვითარებაში ხელს გიშლიან.


მორიელი
პოზიტიური კოსმიური ფონი თქვენი ოჯახისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება: სახლში წარმოუდგენელი კომფორტი შეგექმნებათ. წარმატებულად ჩაივლის შოპინგი და მოგზაურობის დაგეგმვაც. თუკი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ, სასიამოვნო თანამგზავრი იპოვოთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს კონფლიქტური სიტუაციები, ავარიები და საზოგადოების კრიმინალური ჯგუფების გააქტიურებაა ნავარაუდები. შესაძლოა, დაზარალებულ მხარეს აღმოჩნდეთ. თქვენი ნაკლი ზედმეტი ნდობა და დაბნეულობაა. ამგვარი ადამიანების მიმართ ვარსკვლავები ამ დღეს დაუნდობლები იქნებიან. ასე რომ, მოერიდეთ უსიამოვნებებს.  


თხის რქა
თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოჯახურ ურთიერთობებში მაინც დაძაბულობა გელოდებათ. გაგიჩნდებათ უსიამოვნო დარდი, ერთფეროვნება და ასევე, გაჩნდება ეჭვები. შეეცადეთ, დაიცვათ ეტიკეტი, წესები და ოჯახური ტრადიციები. ცხოვრებაში ბევრი მუშაობა მოგიწევთ საკუთარ თავზე, რათა მძიმე კომპლექსებისგან გათავისუფლდეთ.


მერწყული
ეს პერიოდი შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. რომანტიკულ ურთიერთობებში გულწრფელობა და ნდობა შეინიშნება. შესაძლოა, განშორებაც იყოს, თუმცა, მას დროებითი ხასიათი ექნება. კარგად გააცნობიერეთ შექმნილი სიტუაციის შედეგი და გაიგეთ, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგიძლიათ.


თევზები
შესანიშნავი დღე გელოდებათ. დილა მეზობლებთან ურთიერთობით დაიწყება, ხოლო შემდეგ, სწავლითა და ერთობლივი ბიზნესის განვითარებით გაგრძელდება. დაისახეთ მიზანი და მას აუცილებლად მიაღწევთ, რადგან მარტივად შეგიძლიათ იდეების განხორციელება. თუკი თქვენს საუკეთესო თვისებებს არ გამოავლენთ, მოსაწყენი და ეჭვიანი ადამიანი გახდებით 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?