6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენი მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის  დახმარებით თქვენი ჩანაფიქრები განხორციელდება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა აბსოლუტურ წესრიგში მოვა. დროა ქველმოქმედებით დაკავდეთ. შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.


კურო
სამსახურის ან თანამდებობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ღირს - დოლარის კურსის ცვალებადობა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ყველაზე გონივრული ქმედება იქნება, თუკი უარს იტყვით ხელმძღვანელის ან ბიზნესის მმართველის პოზიციაზე და ჩვეულებრივი თანამშრომლის სტატუსით დაკმაყოფილდებით, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში გადაუხდიან ხელფასს.


ტყუპები
ახალ პროფესიულ საქმიანობას დაიწყებთ, სადაც მოულოდნელობები გელოდებათ. ეს ჰარმონიული პერიოდი სრულიად პოზიტიურად აისახება შეყვარებულ ტყუპებზე. შესაძლოა, ახალ საქმეში და ახალ პროგრამაში ჩაერთოთ, რომელიც ხანგრძლივი აღმოჩნდება. დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ, კრედიტი აიღოთ ან ახლობლისგან ფული ისესხოთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გმართებთ - გაითვალისწინეთ ვალის დაბრუნების ვადები.


კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია საგანმანათლებლო კურსის დასაწყებად. ახალ ინფორმაციას მარტივად აითვისებთ. შეგიძლიათ, პროფესიონალური განათლების მიღება გააგრძელოთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ.


ლომი
ეს დღე შესანიშნავია ახალი სამსახურის დასაწყებად. ეს შესაძლოა, იყოს ხანგრძლივი პროექტი, რომელზეც მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამედიცინო შემოწმება გაიაროთ და მკურნალობის ახალ მეთოდებს მიმართოთ.


ქალწული
შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ და ფინანსურ ან სამართლებრივ სფეროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ იმ პარტნიორთან კამათს, რომელზეც დამოკიდებული ხართ. მოერიდეთ სავარაუდო კონფრონტაციას, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.


სასწორი
ამ დღეს გონივრულობით გამოირჩევით და შეეცდებით, დისკუსიებში ან კამათში მაქსიმალურად ჩაერთოთ. ამ დღეს იქნებით მგრძნობიარე, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. მიეცით ახლობლებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ნუ ეცდებით სხვების დაქვემდებარებას.


მორიელი
ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას და სიამოვნების მიღებაზე მეტად ფინანსური მდგომარეობა დაგაინტერესებთ. თქვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად არ მოგერიდოთ კონტაქტებისა და ნაცნობების გამოყენება.


მშვილდოსანი
თქვენი საქმიანი აქტივობა არასტაბილური აღმოჩნდება. იმისთვის, რომ კარიერაში წინსვლა გქონდეთ და აღიარება მოიპოვოთ, მეტი მუშაობა მოგიწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც არცთუ ისე მარტივია.


თხის რქა
თუკი უძრავი ქონების შეძენას გეგმავდით, ეს დღე შესანიშნავია საკუთარი ჩანაფიქრის შესასრულებლად. არჩევანის გაკეთების დროს ნუ დააიგნორებთ დეტალებს. ყველაფერს სერიოზულად მიუდექით. უძრავი ქონების შეძენამდე, დააზუსტეთ ინფორმაციები მათი მფლობელების ბედისა და ცხოვრების შესახებ.


მერწყული
ამ დღეს მნიშვნელოვან და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ. შესაძლოა, სამსახურის შესახებ საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც ისე უნდა მიიღოთ, როგორც ბედის საჩუქარი. ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საკუთარ იმიჯზე იზრუნოთ.


თევზები
საპასუხისმგებლო საქმეზე დაიწყებთ მუშაობას, რომელიც დიდ მოთმინებას, აკურატულობასა და ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი უნდა მოასწროთ, თანაც ყველა ფრონტზე. კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოთ მოვალეობები და ამასთანავე, ოჯახის წევრებზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?