7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენი ჩანაფიქრები სრულად რეალიზდება. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიღებას შეეცდებით. ვარსკვლავები არ გირჩევენ გარისკვას, ამის გარეშეც კარგად შეძლებთ სამომავლო კეთილდღეობის მიღწევას.


კურო
ამ დღეს ქვეშევრდომის მდგომარეობა თქვენთვის ყველაზე კომფორტული და მომგებიანი აღმოჩნდება. მოიშორეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის ტვირთი, განსაკუთრებით მატერიალურ სფეროში. ფინანსური საკითხებით უმჯობესია, ვინმე სხვა დაკავდეს. ნუ გამოიჩენთ განსაკუთრებულ ინიციატივებს: ეს მხოლოდ დანაკარგს მოგიტანთ.


ტყუპები
ეს დღე შრომისმოყვარეობასა და შერიგებას უკავშირდება. ტყუპები იშვიათად რისკავენ, მაგრამ ამ დღეს გარისკვა უდავოდ, გაამართლებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რაც გაგაჩნიათ, ყველაფერი დაკარგოთ. მიიღეთ ახლობელი ადამიანები ისეთები, როგორებიც ისინი არიან, მთელი მათი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით - ეს არის ოჯახური ბედნიერების პირობა.


კირჩხიბი
ეს პერიოდი შესანიშნავია ვირტუალური ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა, ქორწინებით დასრულდეს. გაცნობის არასტანდარტული მეთოდი კლასიკური ოჯახური კავშირით დასრულდება, სადაც ზომიერი და ჰარმონიული ურთიერთობები იქნება. აპრილში, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, უმჯობესია, იყოთ დაოჯახებული, ვიდრე დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატაროთ.


ლომი
თქვენი პოპულარობა ამ დღეს გაიზრდება. გარშემომყოფებისგან და პოტენციური პარტნიორებისგან დიდ ყურადღებას იგრძნობთ. სირთულეები არ შეგაშინებთ და მარტივად დაჰპირდებით დახმარებას მათ, ვინც ამ თხოვნით მოგმართავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ძალები სამუშაოდ გამოიყენოთ.


ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ხასიათი გაქვთ, მიღებულ გადაწყვეტილებას (შესაძლოა, მცდარსაც კი) არავითარ შემთხვევაში არ შეცვლით. დარწმუნებული იქნებით, რომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი სიჯიუტის შემთხვევაში მიაღწევთ. თქვენი რბილი ხასიათის დახმარებით, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში იპოვით გამოსავალს.


სასწორი
ეს დღე გადამწყვეტი იქნება მათთვის, ვისაც განათლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება უწევს. ასევე, მნიშვნელოვანია, თუკი იურიდიული ან საზღვარგარეთ წასვლის საკითხებით ხართ დაინტერესებული. საზღვრის გადაკვეთის ბარიერს წარმატებით გადალახავთ. ასევე, წარმატებით ჩააბარებთ გამოცდებს და რჩეულის გულსაც მოინადირებთ.


მორიელი
ხერხემალთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ. საკუთარ თავს გააკონტროლებთ, თუმცა ეს ტკივილისგან ვერ გიხსნით. ვარსკვლავები ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას გირჩევენ. ეწვიეთ აუზს და დაკავდით ფიტნესით.


მშვილდოსანი
შესაძლოა, ძველმა პარტნიორებმა შეგახსენონ თავი. არ გამოირიცხება ინტრიგები. თქვენი არაკეთილისმსურველები ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებაში ხელს შეგიშლიან. კიდევ ერთხელ გადახედეთ საკუთარ გეგმებსა და ჩანაფიქრებს.


თხის რქა
ამ დღეს ახალი საქმის წამოწყებას შეძლებთ, რაც საკუთარი პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ და საკუთარი ფარული ნიჭის გამოვლენაში შეგიწყობთ ხელს. თუკი ზომიერად, გააზრებულად, რისკიანად, მაგრამ გონივრულად იმოქმედებთ, წარმატებას სულ მალე მიაღწევთ.


მერწყული
მოულოდნელად კარგ შეკვეთას მიიღებთ, რომელიც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცვალოთ მოქმედების გეგმები უფრო საინტერესოთი და საკუთარი თავის რეალიზებისთვის ახალი შესაძლებლობები მოიძიოთ.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. თქვენში ინიციატივა  და გამომგონებლური ნიჭი გაძლიერდება, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გულდასმით გაითვალისწინეთ ადრე დასახული გეგმები.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?