ვერძი
ამ დღეს სიმტკიცით გამოირჩევით. შეძლებთ ემოციების მანევრირებასა და კონტროლს, რაც კრიტიკულ სიტუაციებში უთანხმოებასა და ნათესავებთან სკანდალს თავიდან აგაცილებთ. ოჯახური ჰარმონია თქვენ ხელშია, მთავარი მისი პირობაა - თქვენი სამაგალითო ქცევა.
კურო
მარტოხელა კუროებმა შესაძლოა, ამ დღეს ახალი ურთიერთობები დაიწყონ. სასიყვარულო რომანები არ არის იმისთვის, რომ გრძნობების მორევში ჩაეფლოთ. საჭიროა, საბოლოოდ იფიქროთ ოჯახის შექმნაზე. არ გაუშვათ ხელიდან ხელსაყრელი მომენტი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან საცხოვრებლად გადახვიდეთ და შექმნათ ოჯახი.
ტყუპები
ეს დღე სიკეთეს, დახმარებასა და ქველმოქმედებას უკავშირდება. ამ დღეს შეგიძლიათ, დაუხარჯავად დახარჯოთ ფული ისე. მიუხედავად სირთულეებისა, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა და გამოიჩინეთ მაქსიმალური ძალისხმევა ახლობლის დასახმარებლად.
კურო
ამ დღეს ბევრს იკამათებთ და ყველა საკითხზე საპირისპირო მოსაზრება გექნებათ. მშვიდი პერიოდი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გელოდებათ. დღის მეორე ნახევარში ხმაურიანი კამათი და ეჭვიანობის სცენები შეინიშნება. გამოიჩინეთ გონიერება და შეეცადეთ, ყველაფერი ხუმრობაში გაატაროთ.
ლომი
პირად ან ფინანსურ საკითხებში მცირე პრობლემები გელოდებათ. სამაგიეროდ, ახალ გეგმებს დასახავთ, რომელთაც სასარგებლო საქმიანი კონტაქტები მოჰყვება. პირად ცხოვრებაში პარტნიორის გაღიზიანება და კაპრიზები გელოდებათ, რომელიც ქედმაღლობაში დაგადანაშაულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანსაღად და ლოგიკურად იმსჯელოთ.
ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური არ ხართ, შესაძლოა, ცხოვრებაში საკუთარი გეგმების განხორციელებისა და წარმატების მიღწევის სურვილი გაგიჩნდეთ. საკუთარ პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაუძღვებით. ეტაპობრივად, მაგრამ დამაჯერებლად ახვალთ კარიერულ საფეხურზე. გრანდიოზული გეგმები მხოლოდ მას შემდეგ დასახეთ, რაც გამოცდილებასა და ცოდნას მიიღებთ.
სასწორი
ინტრიგები, შური, მოულოდნელი სიტუაციები თქვენი გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. მეგობრის ან გავლენიანი ადამიანების დახმარების აუცილებლობა შეგექმნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღის დარჩენილი ნაწილი ბუნებაში გაატაროთ, არ მიაქციოთ ყურადღება ბნელ აზრებსა და ცუდ ამინდს. დასაძინებლად ადრე დაწექით და კარგად გამოიძინეთ.
მორიელი
ამ დღეს მარტივად გენდობიან ადამიანები და მათ „გასულელებას“ მარტივად შეძლებთ. მსგავსი რამ შესაძლოა, გრძნობების სფეროშიც მოხდეს. მეტ-ნაკლებად წარმატებული კავშირი გელოდებათ თხის რქებთან. მათთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
მშვილდოსანი
პრობლემები, რომლებიც ამ დღეს წარმოგექმნებათ, თქვენგან გაძლიერებულ თვითკონტროლს მოითხოვს. ზედმეტად სულსწრაფი ხართ და არამიწიერ კეთილდღეობას ელოდებით. წარმატების მისაღწევად და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია, მოთმინება მოიკრიბოთ და სხვადასხვა სიამოვნებაზე უარი თქვათ.
თხის რქა
არ გამოირიცხება, რომ ამ დღის მდგომარეობამ აქტიური ქმედებებისკენ გიბიძგოთ. თუკი ინიციატივას ხელიდან გაუშვებთ, შესაძლოა, სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში.
მერწყული
თქვენს განათლებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენი ავტორიტეტი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწავლის პროცესი და კომუნიკაციის წრე. შეეცადეთ, მუდმივად მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან, მაგრამ კარიერული განვითარების ძირითადი აქცენტი მაღალი რანგის პატრონებზე გააკეთეთ.
თევზები
ამ დღეს ფიზიკური აქტივობისა და ფსიქიკური ენერგიის აფეთქება მოხდება თქვენში, თუმცა, არასწორმა აქტივობამ შესაძლოა, თქვენი გადაღლა გამოიწვიოს. სამსახურში და სახლის საქმეებში წარმატება გელოდებათ. აუცილებლად მიმართეთ სხვადასხვა ზომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული ყურადღება კი კუჭს დაუთმეთ.