ვერძი
ამ დღეს გაწონასწორებული იქნებით და დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც მარტივად შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად მოახდინოთ მთავარზე ორიენტირება. ნუ დაწვრილმანდებით და მიჰყევით მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ.
კურო
ბედისწერა ბედნიერ ცვლილებებს გპირდებათ, თანაც ისე, რომ ამისთვის ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა არ მოგიწევთ. საბოლოოდ, თქვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება, რომელშიც ოცნებები ხდება. გჯეროდეთ სასწაულების - შესაძლოა, ისინი ძალიან გახშირდეს თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპები
ამ დღეს ცხოვრების აქტიურ წესს მიჰყვებით. გარშემომყოფებში ინტერესს გამოიწვევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ წარსული. ნუ ეტყვით საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ფულის დაზოგვის მიზნით და ისწავლეთ ფულის გამომუშავება.
კირჩხიბი
ამ დღეს შეცდომებს დაუშვებთ. შესაძლოა, ინფორმაცია, რომლის სისწორეში ეჭვი არ გეპარებოდათ, მცდარი აღმოჩნდეს. გულდასმით გადაამოწმეთ ყველა დეტალი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები წარმოგექმნებათ.
ლომი
ვარსკვლავები ახალი ინფორმაციის ძიებისკენ გიბიძგებენ. არ გამოირიცხება შეხვედრები საჭირო ადამიანებთან, გავლენიან ნაცნობებთან, სპონსორებთან ან მეგობრებთან. ისეთ მოსაზრებებს მოაგროვებთ, რომლებიც ახალი, არასტანდარტული, მაგრამ ძალიან საინტერესო იდეებისკენ წაგიყვანთ. ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ ახალ ამბავს.
ქალწული
ამ დღეს რწმენა გაგიძლიერდებათ. შესაძლოა, გავლენა თვალის დახამხამებაში მოიპოვოთ. გავლენა - არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ უნდა გახსოვდეთ, თუკი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი კარიერის შექმნას აპირებთ.
სასწორი
მსხვილი ფინანსური ხარჯები გელოდებათ. ამ დღეს მოვლენები თქვენი სურვილისამებრ არ განვითარდება. დაზიანებების რისკი დიდია. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ყურადღებიანები და ფრთხილები, მოერიდოთ არასაჭირო კონტაქტებს, კამათებს, კონფლიქტებს. ამ დღის დევიზია: „ფრთხილს ღმერთი უფრთხილდება“.
მორიელი
ეს დღე თქვენთვის საუკეთესო იქნება და დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თუკი თქვენი საქმიანობა შემოქმედებას უკავშირდება, ეს დღე დიდებასა და პოპულარობას მოგიტანთ - მოემზადეთ კარიერაში საოცარი წინსვლისკენ. ახლა უნდა იყოთ დამკვირვებელი, გქონდეთ ანალიზის უნარი და შეძლოთ ფაქტების დაკავშირება.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი ნაკლებად წარმატებული იქნება. შესაძლოა, მოდუნდეთ ან ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, პირადი საქმეებით დაკავდეთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროთ.
თხის რქა
ამ დღეს ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ ან სამსახურში დაგაწინაურებენ. ასევე, გელოდებათ ფულადი ჯილდო. ძალიან შორს წასვლა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო შურიანები მოგიმრავლდებიან და ჭორებს აგიგორებენ.
მერწყული
ამ დღეს საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ. თავს კაშკაშა, სრულფასოვან ადამიანად იგრძნობთ, რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალისხმევით განახორციელოს ყველაზე ფანტასტიკური გეგმები. აუცილებლად გაჰყევით საკუთარ ოცნებებს. თქვენზე უკეთ არავის ეხერხება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
თევზები
ეს დღე დოკუმენტების გაფორმებას უკავშირდება. შეგიძლიათ, ქაღალდებთან მიმართებაში ნებისმიერი საქმით დაკავდეთ. გადაიხადეთ ყველა გადასახადი და იქონიეთ აქტიური მიმოწერა.