30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ნებისმიერ ურთიერთობაში დაძაბულობა გელოდებათ. მიუხედავად თქვენი თავდაჯერებულობისა და მეგობრების საიმედოობისა, მათთან სერიოზული განხეთქილება მოგიწევთ. თავშეკავება და კიდევ ერთხელ თავშეკავება! წინააღმდეგ შემთხვევაში ცრემლები არ აგცდებათ.


კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სილაღე და ბედისწერას მიენდოთ, რასაც ცხოვრების გზაზე უმაღლესი ძალა მართავს, ამიტომ ნუ შეუშლით მას ხელს. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას და საკუთარ ინტუიციას: შეგიძლიათ, მას უფრო ენდოთ, ვიდრე გონებას.


ტყუპები
თქვენი ავტორიტეტი იზრდება და თქვენი მუშაობის შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. შესაძლოა, გაცილებით ბედნიერი და თავდაჯერებული გახდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალ საქმეში კონკრეტული პრობლემა დაინახოთ. ასე რომ, თამამად დაგეგმეთ მომავალი და უკან არც გაიხედოთ.


კირჩხიბი
კოლეგასთან ან თანაკურსელთან მსუბუქი ფლირტი წარმოუდგენელ შედეგს მოგიტანთ. არ გამოირიცხება, რომ ახალმა ნაცნობმა წამში დაგახვიოთ თავბრუ და მუცელში პეპლები „აგიფრიალოთ“. თუმცა, კირჩხიბი ეძებს არა ფლირტს, არამედ განსაკუთრებულ სიყვარულს. საპასუხოდ მზად ხართ, სრულად შეუთავსოთ საკუთარი თავი ახალ პარტნიორს და ის სინაზით გააბრუოთ. ნუ იჩქარებთ საკუთარი გულის გახსნას - შესაძლოა, უბრალოდ აიდეალებთ რჩეულს. თქვენ გვერდით კი უნდა უყოს გამგები და საიმედო ადამიანი, რომელიც ეჭვების ან პესიმისტური განწყობის დროს მხარს დაგიჭერთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროა, ისწავლოთ ახალი სიყვარული.


ლომი
გადაჭარბებული აქტივობა ორგანიზმს გამოგიფიტავთ. თქვენი თანხმობა საგულდაგულოდ დაგეგმილი და დაფიქრებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაიბნეთ. შეეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად აქტიური, მოექეცით ჩრდილში და უკეთესი იქნება, თუკი რამდენიმედღიან შვებულებას აიღებთ და ენერგიას დაიგროვებთ.


ქალწული
დაავადება, რომელიც ამ დღეს თავს შეგახსენებთ, მემკვიდრეობითია და მისი მკურნალობა არცთუ ისე მარტივია. შესაძლოა, ამის მიზეზი ცხოვრების არასწორი სტილი, არასაკმარისი ძილი, ემოციებისგან ან შთაბეჭდილებებისგან დაცლა იყოს. დაავადების განკურნება მხოლოდ მედიკამენტური გზით შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, სითხესთან და, რა თქმა უნდა, ლოცვებთან და მედიტაციასთან.


სასწორი
არ გამოირიცხება, რომ გადატვირთვამ და დაძაბულობამ თქვენი ორგანიზმი დასტრესოს და დააავადოს. უამრავი ცარიელი, არაფრისმთქმელი საუბარი გელოდებათ. ახალი ნაცნობობა არ იქნება ხანგრძლივი. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ გადაჭარბებულ ენთუზიაზმს. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვებისა და ძილის რეჟიმს. კარგი იქნება, თუკი სუფთა ჰაერზე ხშირად გაისეირნებთ. მძიმე შემთხვევებში ფსიქიატრის დახმარება დაგჭირდებათ.


მორიელი
ოჯახში, ფინანსური ხარჯები გაგეზრდებათ, თქვენი შეხედულებით გასავალი ზღვარს გადააჭარბებს. ეს უსიამოვნო მოვლენა შესაძლოა, ცოლქმრულ ურთიერთობებზე აისახოს და ოდნავ გულგრილი გახდეთ ერთმანეთის მიმართ. მარტივად გეწყინებათ ელემენტარულიც კი. შეეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება წვრილმან წყენას და არ ინერვიულოთ ტყუილად - ეს თქვენს ინტერესებში საერთოდ არ შედის.  


მშვილდოსანი
ნეგატიური ტენდენციები ამ დღესაც გაგრძელდება, მაგრამ თან, ახალი და პერსპექტიული პროგრამები გელოდებათ, რომლებიც თქვენს სამუშაოს უფრო ხალისიანსა და მოტივირებულს გახდის. შესაძლოა, შიშის გამო რომელიმე მომგებიან პროექტზე უარი თქვათ, თუმცა, ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ, რადგან დიდ წარმატებას გაუშვებთ ხელიდან.


თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია რემონტის დასაწყებად, საოჯახო ნივთების შესაძენად და ქონებრივი საკითხების გადასაწყვეტად. გამოიჩინეთ პრაქტიკულობა. დაგეგმეთ ყველა ნაბიჯი, თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში იყოს. ნუ იქნებით აფორიაქებული და ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე.


მერწყული
ამ დღეს მნიშვნელოვანია, მოიშოროთ ფსიქოლოგიური პრობლემები. არ ღირს საკუთარი თქვეცნობიერის ღრმად შესწავლა. სამაგიეროდ, საჭიროა და უნდა მოიშოროთ შინაგანი დაძაბულობა, კომპლექსები და შიშები. ამის მისაღწევად ყველაზე საიმედო გზა წარმატების მიზნად დასახვაა - დაკავდით პრაქტიკული საქმიანობით.


თევზები
ეს დღე სიმშვიდეს გპირდებათ, ზედმეტი სტრესებისა და ნერვიულობის გარეშე. შესანიშნავი პერიოდია სწავლის ან ხელობის შესასწავლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ დადებითზე იფიქროთ - ამგვარად ამ დღის განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?