6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
კონფლიქტების ტყვე აღმოჩნდებით როგორც სახლში, ისე სამსახურში. ადმინისტრაცია არ აფასებს თქვენს ძალისხმევას, რომელიც ტიტანურად გეჩვენებათ. მოიშორეთ ყველანაირი ნეგატივი. დაისვენეთ, იმოგზაურეთ მთაში, ზღვაზე ან უბრალოდ, ტყეში გაისეირნეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, მოგზაურობის დროს ახალ მეგობრებს გაიჩენთ.


კურო
შემოქმედებით კუროებს ეს დღე თავის წარმოსაჩენად ბევრ შანსს მისცემს. მართალია, პრემიები, ჯილდოები და მსგავსი წახალისებები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იქნებით და რაიმე სერიოზულის შექმნას შეძლებთ: დაწერთ რომანს, დახატავთ, შეიმუშავებთ პროექტს და ა.შ. იშრომეთ მშვიდად: ძალიან მალე ეს ბრწყინვალე დივიდენდებს მოგიტანთ.


ტყუპები
თქვენ იცით, როგორ მიიზიდოთ თაყვანისმცემლების ყურადღება, თუმცა, ამ დღეს საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობების გამოხატვა გაგიჭირდებათ. იქნებ, ისე მოხდეს, რომ ლიდერი გახდეთ. თუკი პარტნიორთან ურთიერთობაში კომპრომისს არ იპოვით და რომელიმე თქვენგანი დათმობაზე არ წავა, ურთიერთობა აუცილებლად დაგეძაბებათ.


კურო
თქვენი ენერგია და მოხერხებულობა ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. შეგიძლიათ, მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზე იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მატერიალური კეთილდღეობის მისაღებად საკუთარი ძალების კონცენტრირება შეძლოთ.


ლომი
თქვენში ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი შეინიშნება, რომელიც შეგიძლიათ, ცვლილებებისთვის გამოიყენოთ და თქვენი ცხოვრება სრულიად გარდაქმნათ. აიძულეთ გარშემომყოფები ყურადღება მოგაქციონ ან შეეცადეთ, პროექტი, რომელზეც მუშაობთ, საჯარო გახადოთ.


ქალწული
მაცდური დღე გელოდებათ. მნიშვნელოვან საქმეს მთელი გულით გაუძღვებით, თუმცა, თუკი ყურადღებას არ გამოიჩენთ, შესაძლოა, გაანიავოთ როგორც თქვენი, ისე სხვისი ქონება. ნუ დაკავდებით იმ საქმით, რომელიც თქვენი არ არის. ექსპერიმენტები გამორიცხეთ.


სასწორი
ილუზია, მისტიკა და ცრურწმენები გაგიტაცებთ. საქმეებში დაბნეულობა და ფინანსური სირთულეები შეინიშნება. შეძენილი ნივთი, შესაძლოა, გაფუჭებული აღმოჩნდეს. ვარსკვლავები არ გირჩევენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და პარტნიორებთან ურთიერთობას. ასევე, მოერიდეთ უძრავი ქონების რეგისტრაციას და საოჯახო პრობლემების გადაწყვეტას.


მორიელი
ეს დღე სწავლისთვის შესანიშნავია. შესაძლოა, ცოდნის უმეტესი ნაწილი ინტუიციურად მიიღოთ. მასწავლებლებს მდიდარი ფანტაზიითა და წარმოსახვის უნარით გააოცებთ. ნებისმიერ სიტუაციას, ვითარებას, ადამიანებს და ნივთებსაც კი მომენტალურად მოერგებით. 


მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი არცთუ ისე დადებითი იქნება თქვენთვის. მიზეზი კი თქვენი დაბნეულობა და თავდაუჯერებლობა იქნება, თუმცა, დღის მეორე ნახევარში ახალი კოლეგებისგან, ხელმძღვანელობისგან და მეგობრებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. გამოიჩინეთ დამოუკიდებლობა და მაქსიმალური შესაძლებლობები. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რის გაკეთებას შეძლებთ თავად და ამისთვის რა უნარებს ფლობთ.


თხის რქა
შესაძლოა, სამსახურის ან სამოქმედო მიმართულების შეცვლა შემოგთავაზონ. თამამად მოსინჯეთ საკუთარი ძალები და ისწავლეთ გამოცდილების მიღება, თუმცა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. არ გამოირიცხება მოწინააღმდეგეებიც გაიჩინოთ და თანამოაზრეებიც.


მერწყული
ნუ მიანდობთ თქვენი შვილების აღზრდას ბებიებსა და ბაბუებს. ბავშვების მოვლით თავად დაკავდით. შესაძლოა, ახალი პედაგოგიური ნიჭი აღმოგაჩნდეთ, უბრალოდ, ამ ნიჭის დანახვა უნდა შეძლოთ.


თევზები
დაღლილობის, ძილიანობისა და ტონუსის ვარდნის შეგრძნება დაგეუფლებათ. შეეცადეთ, ხვალ თავი აარიდოთ საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებას და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობას. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრები რამდენიმე დღით გადადოთ. გადაწყვიტეთ პრობლემები ტრადიციული გზით. სასურველია, ეს დღე სიმშვიდესა და მარტოობაში გაატაროთ.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?