9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე შესანიშნავია თქვენთვის. ინტიმური ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. რთულ სიტუაციებში მეგობრების მხარდაჭერას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალური შეხება გქონდეთ მიწასთან, მაგალითად, დაამუშავეთ ბაღი ან ბოსტანი აგარაკზე.


კურო
ეს დღე შესანიშნავია პოლიტიკური კარიერის დასაწყებად ან სარეკლამო კამპანიის გასატარებლად. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მეცენატ კუროებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებენ, ძალიან გაუმართლებთ. თუკი ვინმეს დასაინტრიგებლად დინების საწინააღმდეგოდ თავად ცურავდით, მაშინ სასწრაფოდ თქვით უარი ამ ჩანაფიქრზე და შეეშვით თქვენი ყურადღების ობიექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი რისხვა თქვენ დაგატყდებათ თავს.


ტყუპები
ამ დღეს ურთიერთობებში გაგიმართლებთ, როგორც უფროს თაობასთან, ისე პატარებთან. ბევრი იამაყებს თქვენით და ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ ცხოვრებაში. თქვენ ღირსეულად აფასებთ ახლობელი ადამიანების შრომას. თანაც, ურთიერთობის პირობებიც შესანიშნავი გექნებათ.


კირჩხიბი
მთელ თქვენს ენერგიას გარშემომყოფებზე თანაბრად გადაანაწილებთ და პირველ რიგში, ოჯახის წევრებზე. კარგი იქნება, თუკი ბავშვები თქვენთან ერთად დაკავდებიან ფიზკულტურით ან ერთად წახვალთ ტყეში სასეირნოდ. ამ დღეს სასიამოვნო და კმაყოფილების შეგრძნებით დაასრულებთ.


ლომი
ნერვიულობა და უმიზეზო შფოთვა ბედნიერების შეგრძნების მოპოვებაში ხელს შეგიშლით. ნეგატიური ემოციებით დატვირთული, ცხოვრების სასიამოვნო წვრილმანებს ყურადღებას აღარ მიაქცევთ. ვერ მიგიზიდავთ ლამაზი ნივთები, გრძნობები, რომლებსაც თქვენ მიმართ გარშემომყოფები გამოხატავენ. გადაერთეთ ფიზიკურ დატვირთვაზე.


ქალწული
ამ დღეს კონკრეტულ პრობლემაზე იქნებით კონცენტრირებული, რომელიც თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. არ ღირს სიტუაციის დრამატიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილურობისკენ სწრაფვა თქვენში ეგოიზმის შეგრძნებას გაააქტიურებს.


სასწორი
გულმავიწყობით გამოირჩევით და სევდაც შემოგეპარებათ. გარშემომყოფებთან არ გამოირიცხება გაუგებრობები, განსაკუთრებით, ქალებთან მიმართებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს თავშეკავებული იყოთ და სადღესასწაულო წვეულებებზე მისვლისგან თავი შეიკავოთ. მიეცით საკუთარ თავს ცოტაოდენი სიზარმაცის უფლება, იოცნებეთ და მოდუნდით დილიდან.


მორიელი
ამ დღეს ისეთ სპორტულ შედეგს აჩვენებთ, რომ საკუთარ რეკორდებს მოხსნით. ნუ მიღწეულზე გაჩერდებით, შეეცადეთ, ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.


მშვილდოსანი
დროის უმეტეს ნაწილს სხვა ადამიანებსა და საქმიან პარტნიორებს, ბავშვებს, მშობლებსა და მათ პრობლემებს დაუთმობთ. წარმატება გელოდებათ ოჯახში, საერთო საქმეში, კოლექტიურ წვეულებებში. პარტნიორად სასურველია, აირჩიოთ ადამიანი, რომელთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ.


თხის რქა

ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება გექნებათ. შესაძლოა, საქმეში თავით იყო ჩაფლული, თუმცა, არც ის გამოირიცხება, რომ სამუშაო განწყობა საერთოდ არ გქონდეთ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი დანაკარგი განიცადოთ. ასევე, გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას.


მერწყული
ამ
დღეს სიყვარულში გაგიმართლებთ. სასიყვარულო კავშირების იდეალიზება გელოდებათ, რთულად წარმოსადგენი ურთიერთობა საბოლოოდ შედგება. სექსუალური ურთიერთობები უჩვეულო და დახვეწილი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის ნაკლოვანებებზე თვალები დახუჭოთ და მასთან დაშორების შემთხვევაშიც, შეეცადეთ, სასიამოვნო მოგონებები დაიტოვოთ. 


თევზები
საოჯახო
საქმეების შესასრულებლად, სერიოზული საუბრებისთვის და გარშემომყოფებთან მოსაზრებების გასაზიარებლად ეს დღე შესაფერისი არ არის. სხვებისთვის რამის დამტკიცების სურვილი საპირისპირო ეფექტს მოგიტანთ. ნუ შემოახვევთ გარშემომყოფებს საკუთარ აზრებს, რადგან თქვენს ყველა პრობლემას ახლობლები გაგებით ვერ მოეკიდებიან.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?