14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სხვისი წესებით თამაში სახიფათო აღმოჩნდება. ვერძების უმეტესობაში ეჭვები, ჩაკეტილობა და დაუცველობის შეგრძნება შეინიშნება. ვარსკვლავები არ გირჩევენ, სერიოზულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას და სტრატეგიული საქმიანობის შესრულებას.


კურო
ამ დღეს პედაგოგიურ თვისებებს გამოავლენთ. გახსოვდეთ: თუკი თავგადაკლული მშობლის სტატუსს მოირგებთ, არსებობს რისკი, რომ ძალიან ინერვიულოთ. დღის პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ჰობით დაკავდეთ და ორგანიზმიდან ნეგატიური ენერგია გამოდევნოთ.


ტყუპები
ოჯახში მატება გელოდებათ. მზად ხართ, მთელი თავისუფალი თანხა საკუთარ ახლობელს დაახარჯოთ. თქვენივე ინტერესებში შედის ფინანსების გაფრთხილება. ასე რომ, ახლობელი ადამიანების ყურადღება ფულის დახარჯვის გარეშე მიიქციეთ.


კირჩხიბი
PR-აქციებსა და რეკლამებს შესანიშნავად გაუძღვებით. მებრძოლი განწყობა გექნებათ. შეეცდებით, ბევრს გააგებინოთ საკუთარი ხმა. მთავარია, კარგი განწყობა არ დაკარგოთ. განსაკუთრებით დაფასდება თქვენი დემოკრატიულობა და მოთმინების უნარი. 


ლომი
თუკი ფართო აუდიტორიის წინაშე მოგიწევთ გამოსვლა, შესაძლოა, ენერგიისგან დაიცალოთ. შესაძლოა, ამ დღეს კრიმინალის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და უცხო ადგილების მონახულებას.


ქალწული
ან დღეს ფანატურად დამოკიდებული გახდებით ნივთებზე, მოვლენებზე ან ადამიანებზე. გაიხედეთ გარშემო, შესაძლოა, ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.


სასწორი
სიმშვიდე შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაგერთოთ. ახალი საგნის ათვისება გაგიჭირდებათ. პრობლემების შექმნის შემთხვევაში არ მოგერიდოთ, უფროსსა და გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხოთ. მათგან კარგ დახმარებას მიიღებთ.


მორიელი
ამ დღეს შესანიშნავი იქნებით. შეგიძლიათ, იფლირტაოთ, მსუბუქი გამარჯვება განიცადოთ, საკუთარი თავი მკაცრად წარმოაჩინოთ ცხოვრების მნიშვნელოვანი  მომენტების გადაწყვეტის დროს. ნუ დაიტანჯავთ თავს გაორებული შეგრძნებების გამო. თქვენი ბუნების მოჩვენებითი წინააღმდეგობები ილუზიაა, უბრალოდ ვერ იტანთ ერთფეროვნებას.


მშვილდოსანი
ბევრი დამხმარე გამოგიჩნდებათ, ადამიანები მზად არიან, უანგაროდ გემსახურონ. შესაძლოა, სასიხარულოდ ბევრი მიზეზი გაგიჩნდეთ, თუკი სარფიან წინადადებას შემოგთავაზებენ სამსახურის თაობაზე, არ გაუშვათ შანსი ხელიდან.


თხის რქა
თუკი სხვის დაკრულზე ცეკვას მიჩვეული არ ხართ, მოგიწევთ თამაშის სხვისი წესები მიიღოთ. ეს ნერვულ დაძაბულობას გამოიწვევს. თუკი სხვისი ავტორიტეტის წინაშე ქედს მოიხრით, ხელებს დაიკაპიწებთ და საერთო საქმეზე გულმოდგინედ იმუშავებთ, საკმაოდ დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რაც საკუთარი პოზიციის გამყარებაში დაგეხმარებათ.


მერწყული
ამ დღეს ახალ პროექტებსა და გეგმებზე დაიწყებთ მუშაობას, მაგრამ სამუშაოს შესრულება არაგეგმურად მოგიწევთ. ნუ იქნებით თავდაჯერებული საკუთარ მოქმედებებში. ნორმალური სამუშაო რიტმის მოსაპოვებლად დრო დაგჭირდებათ.


თევზები
დედმამიშვილებთან და მეზობლებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ, საკუთარი მომავლის დასაცავად სიმტკიცეს გამოიჩენთ. დღის მეორე ნახევარში არ გამოირიცხება კონფლიქტი ნათესავებთან ან თანამშრომლებთან, ამიტომ უმჯობესია, დაფიქრებულად ისაუბროთ მწვავე თემებზე. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?