22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
პოზიტიური დღე გელოდებათ. ვერძების უმეტესობა პრაქტიკულ სარგებელს ნახავს. აუცილებელია, შეინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა. აწარმოეთ ჩანაწერები და მოლაპარაკებები. ვარსკვლავები არ გირჩევენ რისკზე წასვლას.


კურო
თქვენი ოპტიმიზმი ნებისმიერ ადგილას „საშვი“ იქნება. ამგვარი განწყობით შესაძლოა, მთები გადადგათ. სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით. თქვენი ზღვა ემოციები გამოხატვას მოითხოვს. აუცილებლად „გამოუშვით ორთქლი“ დიდ კომპანიაში. სახლში შესაძლოა, მოიწყინოთ. 


ტყუპები
საკუთარი სტილი გაქვთ და გიყვართ სხვების გახარება. მაგრამ ამასთანავე, ამბიციური ხართ, რაც ბევრს არ მოსწონს. შესაძლოა, ურთიერთობებში გაუგებრობა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეშმაკობა, რომლის დახმარებითაც გსურთ სიტუაციის გამოსწორება, სასიკეთოს ვერაფერს მოგიტანთ. რეალურად შეაფასეთ საკუთარი ქმედებები. თვითკრიტიკა არ დაგაზარალებთ.


კირჩხიბი
ოჯახური პრობლემები გარკვეული პერიოდით თქვენი გონებიდან ამოვარდება, მაგრამ რომელიღაც ექსტრაორდინარული მოვლენა აუცილებლად შეგახსენებთ თავს. ბოლომდე შეეცადეთ, დიდი ხნით არ გაექცეთ ოჯახურ პასუხისმგებლობებს.


ლომი
სამუშაო კვირის ბოლოს ფინანსური უზრუნველყოფა და ოჯახში საყოფაცხოვრებო საკითხების წარმატებით განხორციელება გელოდებათ. დაკავდით სახლის საქმეებით, მისი მოწესრიგებით, ნივთებსა და დოკუმენტებს თავისი ადგილი მიუჩინეთ. ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც მოულოდნელად მოგივათ თავში.


ქალწული
ეს დღე იმედთან ასოცირდება. სადაც არ უნდა იყო, შეგიძლიათ, საკუთარ თავს ახალი საინტერესო პერსპექტივები დაუსახოთ. ალბათ, ზედმეტი იქნება სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ მაინც - არ დაუშვათ გაუაზრებელი და უაზრო ავანტიურები.


სასწორი
ამ დღეს განსაკუთრებულად შრომისმოყვარე, ფხიზელი და ენერგიული იქნებით. შემაშფოთებელი გაუგებრობები განწყობას არ გაგიფუჭებთ. დროა, განთავისუფლდეთ სულელური ჩვევებისგან და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიმართოთ. თუმცა, ვარსკვლავები ფიზიკურ დატვირთვას ან სპორტის სარისკო სახეობებს არ გირჩევენ.


მორიელი
მხოლოდ ფულადი მოგება დაგაინტერესებთ. შესაძლოა, თქვენი თავდაუზოგავი შრომა გამოავლინოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას აუცილებლად დააფასებს. დაელოდეთ კარგ ჰონორარს დღის მეორე ნახევარში.


მშვილდოსანი
მეგობრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ან ახალ წამოწყებულ საქმეში მხარდაჭერას გამოგიცხადებენ. თქვენს სიხარულს თქვენთან ერთად გაიზიარებენ. მათთვის საპასუხოდ უნდა იყოთ მზად ბევრი რამისთვის, არავითარმა სირთულემ არ უნდა შეგაშინოთ. 


თხის რქა
გავლენიან ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა, რაც, სხვათა შორის, სასიკეთოდ წაგადგებათ. ასევე, ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა გელოდებათ. ასე რომ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად საკმარისი შესაძლებლობა მოგეცემათ. საჭიროა, სკრუპულოზურად და დეტალურად გაითვალოთ, იკითხოთ რჩევები და მოაგროვოთ ინფორმაციები.


მერწყული
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ სუსტსაც ვერ ვუწოდებთ. მოულოდნელი დაავადებები შეგაწუხებთ, რომელთა მიზეზი რთულად დასადგენი აღმოჩნდება. გამოიყენეთ ეს დრო თერაპიული მკურნალობისთვის და საერთო პროცედურების კურსის მისაღებად.


თევზები

არ გამოირიცხება, რომ ძირითადი დრო და ყურადღება ოჯახზე ზრუნვას დაუთმოთ. შესაძლოა, სამსახურიდან დათხოვა მოგიწიოთ, რათა სასწრაფოდ შეასრულოთ საოჯახო საქმე. ნაკამათევი წყვილის შერიგება მოგიწევთ. გამოიყენეთ ეს დრო ნათესავების მოსანახულებლად. არ გამოირიცხება, რომ ეს ვიზიტი შესანიშნავად აისახოს თქვენს კეთილდღეობაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?