24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვარსკვლავები კრიტიკულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ - მოერიდეთ ტრავმებსა და უბედურ შემთხვევებს. ეს დღე არ არის სასურველი სამოგზაუროდ (არც მარტო და არც ვინმესთან ერთად). უმჯობესია, საჭესთან არ დაჯდეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ დაიწყოთ ახალი საქმიანობა. ცოტა ხანს დაელოდეთ, იღბალი მალე მოგიახლოვდებათ.


კურო
ამ დღეს მაგიური ენერგიით აივსებით და თქვენს გამოჩენაში უკვე იგულისხმება რაღაც ინტრიგა. ერთადერთი, ვინც თამამად მიიღებს თქვენს გამოწვევას - ეს არის მორიელი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ქმედება გამართლდება და თან უცვლელი პირობებით. თქვენს პრეტენზიებს სწორად გაიგებენ.


ტყუპები
როგორც არ უნდა ეცადოთ გრძნობების დავიწყებას, გარშემომყოფები თქვენში სევდას შეამჩნევენ: თქვენს თავს აშკარად რაღაც ხდება. სენტიმენტალური განწყობა თქვენთვის უცხოა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეყვარებული ხართ? თუკი გულწრფელი ხართ და გჯერათ, რასაც აკეთებთ, საყვარელი ადამიანი თვალდახუჭული გამოგეკიდებათ.


კირჩხიბი
თქვენი მაგიური ხიბლი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ცხოვრებისგან წარმოუდგენელ სიამოვნებას მიიღებთ. თქვენს რჩეულს შესაძლოა, თქვენთვის უჩვეულო გარემოში შეხვდეთ. შეინარჩუნეთ რომანტიკული განწყობა. მისი დახმარებით აბსოლუტურად ბედნიერი იქნებით.


ლომი
ეს დღე შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი ცეცხლოვანი ენერგეტიკა გარშემომყოფებზე დადებითად აისახება. მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ან ტელეჟურნალისტები, რომლებიც პუბლიკის წინაშე ან ეკრანზე გამოჩნდებიან, პოპულარობას დიდი ხნით მოიპოვებენ. უახლოეს დღეებში საკუთარ სურვილებს განახორციელებთ და სანუკვარ ოცნებას მიუახლოვდებით.


ქალწული
ახალ კოლექტივს ადვილად შეეგუებით. დიდმასშტაბიან კულტურულ ან საზოგადოებრივ წვეულებებზე სიამოვნებას მიიღებთ. იურთიერთეთ მათთან, ვინც გენდობიან და ვისაც თქვენი განვითარება შეუძლიათ. 


სასწორი
გართობა, ოცნება და კითხვა ამ დღეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუკი ბევრი სამუშაო გაქვთ, შეისვენეთ და დაუთმეთ ეს დღე დასვენებას. დღის საუკეთესო დასასრული იქნება სასიყვარულო შეხვედრა.


მორიელი
დღის უმეტეს ნაწილს ბავშვების აღზრდას დაუთმობთ. შესაძლოა, იმედი იქონიოთ, რომ ისინი დამჯერები და წყნარები იქნებიან. მოგიწევთ დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა, რათა ბავშვებში ავტორიტეტი დაიმსახუროთ. დააკვირდით, რომ მათი თამაშები იყოს უსაფრთხო. თუკი პროფესიის არჩევაზე უკვე ფიქრობენ, შეგიძლიათ მათზე გავლენა მოახდინოთ.


მშვილდოსანი
მშობლები, მეგობრები, ახლობლები თქვენს საქმეებში დიდ როლს შეასრულებენ და ფინანსურად დაგეხმარებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ საეჭვო ნაცნობობას და არასანდო ადამიანებთან ურთიერთობას.


თხის რქა
არ გამოირიცხება, რომ მეგობრულ და რომანტიკულ ურთიერთობებში მერკანტილური ინტერესი გაგაჩნდეთ. გამოიჩინეთ გულწრფელობა და მიიღეთ მონაწილეობა ახლობლების მიერ ორგანიზებულ წვეულებაში. ნუ დაელოდებით დაჯილდოებას, ამ შემთხვევაში ნამდვილი მეგობრები გამოგიჩნდებიან და ნამდვილი სიყვარულიც არ დააყოვნებს.


მერწყული


დასვენებაში და ბავშვების სურვილების ასრულებაში საკმაოდ ბევრ ფულს დახარჯავთ. ამ პერიოდში კარგად გაიყიდება თქვენი შემოქმედების ნაყოფი. გამოიყენეთ საკუთარი კულინარიული ნიჭი და შესანიშნავი გემოვნება, შეეცადეთ, დააინტერესოთ მეუღლე რაიმე გემრიელით ან ლამაზით. სახლში ყოფნის დროს იყავით ფორმაში. ადევნეთ თვალი ბავშვებს და მიეცით მათ დავალებები.


თევზები
თქვენი ესთეტიკური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. საზოგადოებრივი ადგილების სტუმრობის მიზეზი იქნება ადამიანებზე დაკვირვება და საკუთარი თავის წარმოჩენა. უყურეთ საყვარელ ფილმებს, დაესწარით კონცერტებს ან სპექტაკლებს. ემოციური და ესთეტიკური სიამოვნება ენერგიით აგავსებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?