30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით და ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნა გექნებათ. თქვენთვის სასარგებლოა წყლის პროცედურები. კარგი იქნება, თუკი მოქმედებებში, ფულად ოპერაციებში, მშენებლობასა და შემოქმედებით გეგმებში დამაჯერებელი და სერიოზული იქნებით.


კურო
ეს დღე შესანიშნავია სახლისა და ოფისის რემონტის დასაგეგმად. ოფისის კომფორტზეა დამოკიდებული საქმეების მიმდინარეობა. რეორგანიზაცია ხარჯების გარეშე ჩაივლის. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ოფისს და ყველაფერი გააკეთეთ მის გასაუმჯობესებლად. 


ტყუპები
საკმაოდ წარმატებული პერიოდი გელოდებათ, როგორც ფინანსურად, ისე კარიერაში. ვარსკვლავების თქმით, შეგიძლიათ, თამამად გარისკოთ, რადგან გზად სერიოზული დაბრკოლებები და პრობლემები არ გელოდებათ. ენდეთ მეგობრების რჩევებს: ისინი გიკარნახებენ, სად დააბანდოთ ფული. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ახალ საქმეს ერთობლივად შეუდგებით.


კირჩხიბი
მეგობრებსა და ნათესავებს, ისე როგორც არასდროს, ექნებათ თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების იმედი - როგორც მორალური, ისე ფიზიკური და მატერიალური. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების საქმეებს, რათა მათ შესაძლო პრობლემები აარიდოთ თავიდან.


ლომი
თქვენი ძლიერი ენერგია გარშემომყოფებს გადაეცემათ. თანაც თქვენგან ამ ძალას სიამოვნებით მიიღებენ. ახლა თქვენთვის მთავარია, თავი იგრძნოთ ვარსკვლავად, შეიგრძნოთ, რომ კვლავ პოპულარული და ყველასთვის საყვარელი ხართ. ეს დღე შესანიშნავია ოჯახური ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, გამოიმუშაოთ ფული, მიეცეთ ვნებას ან მიხედოთ კარიერას.


ქალწული
ამ დღეს საკუთარ ბედისწერას გადაწყვეტთ. მიაღწევთ სასურველს, რაც არ უნდა ბევრი შრომა და მუშაობა დაგჭირდეთ ამისთვის. არ ღირს გადაჭარბება. უბრალოდ, შეეცადეთ, პრაქტიკული ინტერესი გამოიჩინოთ და აქედან გამომდინარე შეაფასოთ სიტუაციები.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის და სხეულის წონის დაკლება/მომატებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტაოდენი დრო გამონახოთ დასასვენებლად. აიღოთ შვებულება და ფორმაში მოიყვანოთ საკუთარი სხეული, სული და გონება.


მორიელი
კონფლიქტური დღე გელოდებათ. თქვენსა და თქვენს ახლობელს შორის „შავი კატა“ გაირბენს ეჭვიანობის ნიადაგზე და თანაც უმიზეზოდ. გამოიყენეთ თქვენი კრიტიკული გონება, მწარე ენა, სხვადასხვა ცრურწმენები და გააუმჯობესეთ ურთიერთობა დედმამიშვილებთან, თვითკრიტიკული იყავით საკუთარი ქცევების მიმართ და უარი თქვით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე.


მშვილდოსანი
სიყვარული, დასვენება და გართობა გჭირდებათ. უმცროს თაობას თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს. ისინი აუცილებლად გაგახარებენ წარმატებებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ სახლში. გაუზიარეთ თქვენი კარგი განწყობა ახლობელ ადამიანებს.


თხის რქა
მარტოხელა თხის რქებს ცეცხლოვანი გრძნობები გაუჩნდებათ, რომლებიც მათ საკურთხევლამდე მიიყვანს. და ეს იქნება ღვთივკურთხეული ქორწინება. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ გულწრფელი და გახსნილი ადამიანებთან. ეს ახალ გრძნობებში დაგეხმარებათ.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია ოჯახური ურთიერთობებისთვის. ოჯახში ისეთ სიტუაციას შექმნით, სადაც, უბრალოდ, არ იარსებებს გაუგებრობები და კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ადგილი მიუჩინოთ და თითოეულის მოვალეობები განსაზღვროთ.


თევზები
არ გამოირიცხება ამ დღეს საჩუქრად მცირედი თანხა მიიღოთ. შესაძლოა, ეს თანხა დედამ გამოგიგზავნოთ. თუკი დიდი ხანია, არ გინახავთ ოჯახის წევრები, ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს აუცილებლად მოინახულოთ ისინი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?