21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ივნისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს იგრძნობთ, რომ ბედნიერება ძალიან ახლოს დგას თქვენთან. ვარსკვლავები ბევრ კონტაქტს, ინფორმაციის დაგროვებასა და ვაჭრობას გირჩევენ. ვერძების უმეტესობის მიზანი იქნება, სხვებისთვის სამაგალითოები გახდნენ. მოუსმინეთ მუსიკას, ისეირნეთ ბუნებაში და იოცნებეთ. იმოგზაურეთ, შეიცანით სამყარო. თქვენთვის აუცილებელია საკუთარი დანაპირების შესრულება.


კურო
მზად იყავით ეჭვიანობისთვის და ურთიერთობის ზედმეტად ემოციურად გარკვევისთვის. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან სერიოზული უთანხმოება გელოდებათ. ნუ მიაქცევთ სერიოზულ ყურადღებას მის გამონათქვამებს - ის ძალიან მალე ინანებს თავის საქციელს და თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდება.


ტყუპები
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო დასვენებისთვის შედგენილ გეგმებს ახალი იდეებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაამყარებთ. რატომაც არ უნდა დაისვენოთ? ვარსკვლავები გირჩევენ, იმოგზაუროთ ან თუნდაც შემეცნებით ექსკურსიაზე წახვიდეთ.


კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებს, რომლებიც მეორე ნახევრის ძიებაში არიან, რადგან რამდენიმე ხნის წინ დაასრულეს შეყვარებულთან ურთიერთობა, ვარსკვლავები კარგ დღეს უწინასწარმეტყველებენ: მენდელსონის მარში, რომელიც თქვენთვის შესრულდება, ხანგრძლივ ქორწინებას გპირდებათ. ის, ვინც საკუთარ თავსა და საკუთარ არჩევანში დარწმუნებული არ არის, ვარსკვლავები ურჩევენ, გრძნობები გადაამოწმონ.


ლომი
ეს დღე შესანიშნავია გულწრფელი და გულახდილი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ბავშვებთან. აღზრდის საკითხში შექმნილი პრობლემები სამუდამოდ გაქრება. იამაყებთ თქვენი ოჯახით, ხოლო თქვენი შვილები გაგიფრთხილდებიან. სასიყვარულო ურთიერთობები პირად ცხოვრებაში მრავალფეროვნებას მოგიტანთ. გქონდეთ მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი ნებისმიერ რთულ სიტუაციაში.


ქალწული
ამ დღეს ჯიუტი იქნებით და ცოტა გამაღიზიანებელიც, მაგრამ მზად იქნებით, უანგაროდ ემსახუროთ სხვებს და დახმარება გაუწიოთ. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გარშემომყოფების მიმართ. საქმეში გაურკვევლობის შემთხვევაში, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია, ნდობა და კეთილგანწყობა დადებითად აისახება თქვენს სულიერ კომფორტზე. თუკი გსურთ, საკუთარ თავსა და სხვებს სიხარული მიანიჭოთ, შეეცადეთ, მეტი გასცეთ, ვიდრე იღებთ. 


მორიელი
თქვენ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება მავნე ჩვევები, რომლებიც, თქვენი აზრით, პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სხვა, უფრო ძლიერი იარაღიც გაქვთ - იუმორის გრძნობა. არ დაკარგოთ ის ნებისმიერ რთულ სიტუაციაში და იყავით ჯანმრთელი! 


მშვილდოსანი
ძველი მეგობრები და ძველი სიყვარული მოულოდნელად დაგიბრუნდებათ და კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. სასიყვარულო გატაცების დროს მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობაზე ორიენტირდით.


თხის რქა
ამ დღეს ფინანსური საკითხებისა და უძრავი ქონების მოგვარებით დაკავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე უამრავ საქმეს. თავს გაუფრთხილდით.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია საოჯახო ნივთების შესაძენად და ოჯახის წევრებთან საურთიერთოდ. სამსახურში მეგობრები თითქმის თქვენი ოჯახის წევრები არიან. ასე რომ, შეგიძლიათ, მათთანაც გულახდილი და თავისუფალი იყო. გააღეთ სახლის კარი ნებისმიერი სტუმრისთვის, რადგან ეს პერიოდი არ არის შესაბამისი განმარტოებისა და მშვიდი დასვენებისთვის.


თევზები
ამ დღეს გამოყოფთ ენერგიას და მაგნიტურ ძალას დაეუფლებით. ინტიმური შეხვედრა არ აღგაფრთოვანებთ. გაცნობიერებულად უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგალითად, თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას, შეცვალოთ სამსახურის მიმართ და კონკრეტული ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები. სურვილის შემთხვევაში მოსაწყენი კავშირების გაწყვეტასაც შეძლებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?