ვერძი
ეს დღე სიცრუესთან და ტყუილთან ასოცირდება. შესაძლოა, ჭორებმა თქვენზე გავლენა მოახდინოს და ადამიანები კარგებად და ცუდებად დაყოთ. ამ პალიტრაში მხოლოდ ორი ფერია - თეთრი და შავი. შეეცადეთ, არ მიმართოთ ყველაზე უწყინარ ტყუილსაც კი, რადგან თქვენი ნათქვამი სიცრუე ყოველთვის შესამჩნევია.
კურო
ეს დღე უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ისეთ უნარებს გამოაჩენთ, რომელიც გარშემომყოფებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება. ასევე, გელოდებათ სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა. საქმიან კუროებს, სპორტსმენებს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნებათ. ძლიერი ჯანმრთელობა და ოპტიმისტური განწყობა ყველაზე რთული დავალებების შესრულებაში და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
თქვენი ახლობლები თქვენსავით გულმავიწყები არ არიან და ადვილად იმახსოვრებენ თითოეულ თქვენს სიტყვას, რის გამოც ოჯახში კონფლიქტი წარმოიშვება. ვარსკვლავები გირჩევენ, კონცენტრირდეთ პირად ცხოვრებაზე, ეს თქვენს ინტერესებშია. მოთმინება და დისციპლინა კი არავის აწყენს.
კირჩხიბი
ამ დღეს სიმტკიცეზე მოგიწევთ გამოცდის ჩაბარება. თუკი ვინმე შეეცდება, რამე წაგართვათ ან რამენაირად დაგაზარალოთ, ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. თქვენი დავალებაა - მიიღოთ გამოცდილება, შეიძინოთ ახალი ნაცნობები და შეინარჩუნოთ მიღწეული შედეგები. ვარსკვლავები გირჩევენ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
ლომი
მოულოდნელი ცვლილება გელოდებათ მატერიალურ სფეროში. შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. არ გამოირიცხება ძვირფასი საჩუქრები. ვარსკვლავები გირჩევენ, საუკეთესო უნარები გამოავლინოთ და, არ დაგავიწყდეთ, დროა შვებულება დაგეგმოთ.
ქალწული
ნებისმიერ რეკომენდაციას სკეპტიკურად შეხედავთ და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ენდობით. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანმრთელობას, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად ცხოვრების წესზე, ქცევაზე და სხვა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები დააიგნოროთ. მიიღეთ და გაითვალისწინეთ კეთილი ადამიანების რჩევები.
სასწორი
თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ფულს ახალი და საკმაოდ ორიგინალური იდეების დახმარებით იშოვით. გადაწყვეტილებების მიღების დროს ენდეთ საკუთარ გათვლებს და არა გავლენიანი ადამიანების მოსაზრებებს.
მორიელი
ოჯახური მოვალეობებითა და ბავშვების აღზრდით დაკავდებით. შეეცადეთ, დრო გამონახოთ მათთან სასაუბროდ, რათა ისინი შეაქოთ წარმატებისთვის და მკაცრად მიუთითოთ შეცდომებზე.
მშვილდოსანი
მძაფრი ვნებებით არ გამოირჩევით, მაგრამ ამ დღეს გაჩენილი გრძნობა ყოველდღიურად გამყარდება. თუკი ძალიან თავშეკავებული იქნებით, მიუხედავად თქვენი ახალი ხიბლისა, გააფუჭებთ ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასულიყო.
თხის რქა
ამ დღეს ვერ უწოდებთ ფატალურს, ეს უფრო ტესტირებას დაემსგავსება. მოგიწევთ სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა და რთული არჩევანის გაკეთება. ნუ იტყვით უარს ჩანაფიქრზე და იყავით თამამი - ამგვარად ნებისმიერ მწვერვალს დაიპყრობთ.
მერწყული
სამწუხაროდ, ეს დღე არ არის შესაფერისი პარტნიორული, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. საკუთარი გრძნობების გამოხატვა საკმაოდ გაგიჭირდებათ. თანაც ბავშვებთან ან თანამშრომლებთან პრობლემები შეგექმნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ბავშვებთან, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში.
თევზები
შინაგანი ჰარმონია დაგერღვევათ და ნათესავებთან, მეზობლებთან და ნაცნობებთან კონფლიქტში შეხვალთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ შორ გზაზე მოგზაურობას. ასევე, არ არის თქვენთვის რეკომენდებული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.