25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ივლისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე შესანიშნავია კომუნიკაციისთვის. საკმარისია, ვინმე ოდნავ მოგეფეროთ და ნებისმიერ წყენას მალევე დაივიწყებთ. ბავშვივით ყველაფერს გულთან ახლოს მიიტანთ და თავს დაუცველად იგრძნობთ. ნუ იქნებით გულჩათხრობილი და ყალბი. შემოიკრიბეთ გარშემო მხოლოდ სანდო და გამოცდილი ადამიანები.


კურო
ფიზიკურად შესანიშნავი მდგომარეობა გაქვთ, აი, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა კი უკეთესობას მოითხოვს. მოსალოდნელია ურთიერთობებში დაძაბულობა და განშორებაც კი. შეეცადეთ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ, რომლებიც ვერ გაფასებენ - ასეთი ადამიანები მდგომარეობიდან გამოგიყვანენ.


ტყუპები
ყოფით პრობლემებს მინიმალური ძალისხმევითა გადაწყვეტთ და დროც ძალიან ცოტა დაგეხარჯებათ. შესაძლოა, შეყვარებულთან ან მეორე ნახევართან კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა ააწყოთ. თუკი ჭადრაკს ან მსგავს თამაშებს კარგად ფლობთ, მარტივად უმკლავდებით კროსვორდების ამოხსნას და პაზლებსაც აწყობთ, ამ დღეს შეგიძლიათ, ამ საქმიანობით დაკავდეთ. 


კირჩხიბი
დღის განმავლობაში მოწყენილი იქნებით. რომანტიკული თავგადასავლებისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი მომავალი დაგეგმოთ და შეეცადოთ, ნაკლები იკამათოთ გარშემომყოფებთან.


ლომი
გადამეტებული ფიზიკური აქტივობა და ზედმეტი დატვირთვა სარგებელს არ მოგიტანთ: არსებობს რისკი, რომ ხერხემალი დაიზიანოთ და სხვა ტრავმა მიიღოთ. შეეცადეთ, რისხვა შეიკავოთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო არ გაღიზიანდეთ. დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ მეგობრები, თანამოაზრეები ან რომელიმე საზოგადოებრივი ადგილი. 


ქალწული
ეს დღე შესანიშნავია სპორტული აქტივობისთვის. რაც ნიშნავს, შეჯიბრზე საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ თავდაჯერებული, არ დაიშუროთ ძალისხმევა, მაგრამ დაიცავით ზომიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მონდომება საპირისპიროდ შემოგიტრიალდებათ.


სასწორი
პლანეტების მდგომარეობა ნებისმიერ სადარდელს (პოზიტიურსაც და ნეგატიურსაც) ნათელსა და ინტენსიურს გახდის. მსუბუქი ფლირტი ცეცხლოვან ვნებაში გადაიზრდება. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული ან სექსუალური კავშირები გელოდებათ. მოემზადეთ, დიდი ხნის სურვილების შესასრულებლად.


მორიელი
ამ დღეს საოჯახო საქმეებით დაკავდებით. მეზობლებსა და ნათესავებს, შესაძლოა, ოდნავ შეშურდეთ კიდეც თქვენს სახლში შექმნილი შესანიშნავი ატმოსფეროსი, რომელშიც მხოლოდ წესრიგი და სისუფთავეა. ისარგებლეთ საკუთარი ფანტაზიით და ცოდნით რელაქსაციისა და ინტერიერის გაფორმების სფეროში - ამგვარად თქვენს სახლში სასიამოვნო და მშვიდი გარემო დიდხანს შენარჩუნდება.


მშვილდოსანი
სტაბილურობის განცდა შესანიშნავ ბაზას შეგიქმნით საკუთარი საქმის თუ რომელიმე წამოწყების გასავითარებლად, ოჯახური კერის შესაქმნელად ან სოლიდური შენაძენის გასაკეთებლად. გონივრული რისკი თქვენს შემოსავალს გაზრდის. თუკი კარგად იფიქრებთ და დაგეგმავთ, უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ.


თხის რქა
ამ დღეს საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამთ: რომელი უფრო მნიშვნელოვანია - სახლი თუ სამსახური? რა თქმა უნდა, დასვენების დღეებში უფრო მეტი ყურადღება ოჯახსა და ნათესაურ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ, თუმცა, სამუშაო დღეებში მხოლოდ საქმეზე უნდა კონცენტრირდეთ. ეს თქვენს სოციალურ სტატუსს აამაღლებს.


მერწყული
ძველი პრობლემები კვლავ შეგახსენებთ თავს. გაგიჭირდებათ პარტნიორის გაგება. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. საყვარელი ადამიანი სიმკაცრესა და სისასტიკეში დაგადანაშაულებთ. მოგეჩვენებათ, რომ რაღაცაში გატყუებენ, რომ რაღაცას ბოლომდე არ გიმხელენ ან გიმალავენ. ეჭვიანობის საბაბი ნამდვილად გაქვთ. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ გულწრფელი საუბრით შეგიძლიათ. გაარკვიეთ ყველანაირი გაუგებრობა და საბოლოოდ დაუსვით ყველაფერს წერტილი.


თევზები
ამ დღეს ფობიები და ეჭვები შეგიპყრობთ. გაგიჭირდებათ, რეალურად შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანების ქმედებებსაც არასწორად შეაფასებთ. დროა, საოჯახო საქმეებით დაკავდეთ - მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ადგილი და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?