9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 სექტემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


შუა კვირა აქტიური და დინამიური პერიოდია, რომელსაც ვერძების უმეტესობა ნაყოფიერად გაატარებს. პროფესიული საქმეები კარგი ტემპით ვითარდება, ამის გარდა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზაც გამოჩნდება. ნუ გაუშვებთ ხელიდან კარიერული ზრდის შანსს. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენს შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.


კურო


ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია უსიამოვნებები, რომლებიც ძველ თანამშრომლებს და პარტნიორებს უკავშირდება. გახსოვდეთ, ბავშვობის მეგობრებთან  საერთო ბიზნესის დაწყება ცუდი იდეაა. შესაძლოა, მეგობრობამ საქმეს ხელი შეუშალოს, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური პრპობლემების დროს გვერდით მხოლოდ მეგობრები დაგიდგებიან.


ტყუპები


ბევრი მარტოხელა ტყუპი იგრძნობს ცხოვრების მეგზურის არსებობის მწვავე აუცილებლობას. უახლოეს მომავალში უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, თქვენი რჩეულის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოიძიეთ.  


კირჩხიბი


ფინანსური თვალსაზრისით არასტაბილური პერიოდი გაქვთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროების ან ახალი სამსახურის ძებნა მოგიწიოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ - ეს ცვლილებები უკეტეს მდგომარეობამდე მიგიყვანთ.


ლომი


პლანეტების განლაგება სიტუაციის სერიოზულობაზე მიანიშნებს. გახსოვდეთ, რაც ხდება, ყველაფერზე პასუხს აგებთ, ამიტომ საჭირო დოკუმენტები მოაწესრიგეთ. თუ ოპონენტის გადარწმუნებას შეძლებთ, ზედმეტ პრობლემებს თავიდან აიცილებთ.


ქალწული


გირჩევთ მთელი ენერგია სწავლისკენ, ბიზნესისკენ და სამუშაოსკენ მიმართოთ. შესაძლოა, უსიამოვნებები შეგხვდეთ, მაგრამ ნუ შეშინდებით. პრობლემების მოგვარებას ადვილად მოახერხებთ და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა გაგეზრდებათ.


სასწორი


ამ პერიოდში სასწორების ინტელექტუალური მოღვაწეობა გააქტიურებულია, თუმცა ზედმეტი ნერვიულობა საქმეში ხელს გიშლით. საქმიან სფეროში მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებს და სამსახურეობრივი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. ამ დღეს უმჯობესია ხელმძღვანელობასთან დისტანცირებული იყოთ. ნუ ჩაერევით სხვების კამათში და ნ ეცდებით მასიდან გამოყოფას.


მორიელი


შუა კვირაში თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ საკუთარ პროფესიონალიზმს, წესიერებას და პასუხისმგებლობის გრძნობას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.  გახსოვდეთ, გადაღლამ შეიძლება სტრესი და დეპრესია გამოიწვიოს.


მშვილდოსანი


ამ დღეს მოსალოდნელია სოლიდური პრემიები, ინვესტიციები და შემწეობები. შესაძლოა, ვალი ან დაკარგული ნივთი დაგიბრუნონ. მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, ვისაც განმარტოვება უყვარს. გჭირდებათ, რომ ზურგს უკან მეგობრების მხარდაჭერას გრძნობდეთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქციელს იწონებენ.


თხის რქა


შესაძლოა, გამოცდილ ექიმს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ძველ პრობლემას მოაგვარებს. ამ დღეს სასურველია კურორტზე, სანატორიუმში გამგზავრება.


მერწყული


პლანეტების ზეგავლენით შესაძლოა, უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი და შრომისმოყვარეობა გამოავლინოთ. სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ფართო თვალსაწიერი დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში თქვენი ადგილი იპოვოთ და უკიდურესობებს თავი აარიდოთ.


თევზები


ნათელი და ემოციებით დატვირთული დღე გელით. დაწყებული სასამართლო პროცესები სწრაფად დასრულდება. საქმეში მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებს ნუ დაეყრდობით და კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?